კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აგიჟებს ანა დოი დედას და როგორ საჩუქრებს უკეთებს მას დავით დოი

დავით დოის, 15 წლის ქალიშვილი ანა დოი, ტელემაყურებლებისთვის კარგად არის ცნობილი. პირადად მე, ის რამდენიმე სპექტაკლში მყავს ნანახი. ანას ხელოვნებასთან ურთიერთობა არ გამოიხატება მხოლოდ თეატრით. თუ როგორ ცხოვრობს, რა ინეტერესები აქვს და ვის ჰგავს ის ხასიათებით, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.

 

ანა დოი: მე ვარ ანა დოი, დოიაშვილს აღარავინ მეძახის. დოისაც მეძახიან, მაგრამ – ანა დოის ყველაზე ხშირად. ვარ 15 წლის. სულ 4 წელია, რაც ვმღერი. „ანა-ბანაში” გამოვედი, შემდეგ იტალიაში კონკურსზე ავიღე პირველი ადგილი, მერე კი უკვე შეიკრა ჩვენი კვინტეტი, სადაც დღემდე ვარ და იმედია, კიდევ დიდხანს ვიქნებით. ჩვენი ხელმძღვანელია ბუკა კარტოზია. ეთნო-ჯაზს ვმღერით. გვაქვს ჯაზ-სტანდარტებიც, ფოლკიც, მრავალფეროვანია ჩვენი რეპერტუარი.

– შეიძლება ითქვას, რომ მსახიობობაზე მეტად სიმღერამ გაგიტაცა?

– გამიტაცა. იმიტომ რომ, ძალიან რთულია ამ ჟანრში – აკაპელაში და ხუთ ხმაში სიმღერა, თანაც ძალიან საინტერესოც. ბვერი მომღერალი არ მღერის ამ სტილში. საქართველოში, კერძოდ თბილისში, მხოლოდ 2 ჯგუფია. კონცერტი გვქონდა 30 აპრილს. ბევრი ხალხი მოვიდა. ზედმეტად კრიტიკულები ვართ, საზოგადოება ძალიან რთულად იღებს სიახლეებს. არ მოველოდი ასეთ ტაშს. ძალიან გაგვიხარდა, ასე რომ მიგვიღეს.

– როგორც მახსოვს, ამ კონცერტს აქტიურად ადევნებდა თვალს შენი მამიკო.

– კი (იცინის) და ძალიან ნერვიულობდა.

– არიან მშობლები, რომლებსაც საკუთარი შვილის შექმნილი, ნამოქმედარი… ყველაფერი აღაფრთოვანებთ, ზოგი – პირიქით, რაც არ უნდა გააკეთო, ბოლომდე მაინც არაა კმაყოფილი. შენთან როგორაა?

– ავთოს და ნუნუკას, ბებიას და ბაბუას ყოველთვის ყველაფერი მოსწონთ. დედაჩემის დედა – ირა ძალიან კრიტიკულია.

– რას გეუბნება?

– მაგალითად, მეუბნება, რომ წონაში უნდა დაიკლო, სცენაზე, სხვაგვარად არ შეიძლება, ან თმა იქ არ მომეწონა, ასე კი არა, ასე უფრო გიხდებაო. მთელ ნიუანსებს განიხილავს. დედაჩემი ძირითადად შენიშვნებს არ მაძლევს, მხოლოდ რჩევებით შემოიფარგლება, კრიტიკის გარეშე. რაც შეეხება მამას. სპექტაკლშიც რომ ვმონაწილეობდი, ყველაზე მძიმედ ჩემთან იყო, იმიტომ რომ, ძალიან ვგავარ მამაჩემს ხასიათებით. ამას რომ უყურებს, იბნევასავით. მეორე კიდევ, შვილი რომ ვარ, ჩემთან უფრო მკაცრია. ამას უკვე მივეჩვიე. სიმღერაში, ამერიკაში რომ გავიმარჯვე, პირველად მითხრა, რომ ვამაყობ შენითო და ტელეფონი კინაღამ გამივარდა, ავკანკალდი, ცრემლები წამომივიდა. იმდენად არ ველოდი და ისე გამიხარდა.

– ამბობენ, გოგოები უფრო მამიკოს შვილები არიანო?

– მე და მამას დამოკიდებულებას ერთი სიტყვით ვერ აღვწერ. არც მჭირდება გახმოვანება, იმან უკვე იცის, რაზეც ვფიქრობ. ძალიან ვგავართ ერთმანეთს, იცის ჩემი თვისებები, რა სიტუაციაში რას გავაკეთებ. მგონია, რომ მენდობა. ხშირად ვერ ვხვდებით ერთმანეთს, მაგრამ როცა ერთად ვართ მაშინ აბსოლუტური ზეიმია.

– განებივრებს?

– კი. მე საერთოდ, შეიძლება ეს ცუდია, შეიძლება – კარგი, ვმეგობრობ ჩემზე უფროსებთან. ვისთან ერთადაც გავიზარდე, მათთან უფრო მეტად გახსნილი ვარ – მიადვილდება ურთიერთობა. ვმეგობრობ მსახიობებთან, ერთი ოჯახივით ვართ. მიმაჩნია, რომ, რაც არ უნდა დამჭირდეს, გვერდში დამიდგებიან. ეს ფუფუნება მაქვს. ამით მანებივრებს, ძალიან ბევრი ადამიანი მაჩუქა მამაჩემმა. ნივთებით და ასეთი რამეებით-მეთქი, ვერ ვიტყვი. ჩემთვის ეს  არ არის მნიშვნელოვანი, ურთიერთობები კი უფრო ფასეულია.

დაბადების დღეზე მკითხა, რა გაჩუქოო? თეთრი გიტარა-მეთქი და მაჩუქა. მამა მანებივრებს რჩევებით, დასამახსოვრებელი დღეებით.

– შენი ძმა, 13 წლის ყოფილა. ალბათ, იმ ასაკს უკვე გადააბიჯეთ, ხშირად რომ კამათობენ დედმამიშვილები?

– კი. მე და ჩემი ძმა – თემო, ძალიან ვკამათობდით ადრე. აბსოლუტურად განსხვავებული ხასიათები გვაქვს და იმიტომ. ის არის საყვარელი, მშვიდი, გაწონასწორებული და ძალიან თბილი. მე ვარ ენერგიული, ბობოქარი – კატრინას მეძახიან, სულ რაღაცას ვაკეთებ. ჩემი ძმა სახლის ბიჭია. მე სახლში ვერ ვჩერდები. აი, ამითი ჰგავს ჩემი ძმა დედაჩემს, მე კი – მამაჩემს.

– დედიკოს ბიჭი და მამიკოს გოგო ხართ?

– ალბათ, ასე უფრო. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ მამას ვგავარ, არის ისეთი თვისებები, რითაც ვცდილობ, დავემსგავსო დედაჩემს. 

– გარეგნობით ვის გამსგავსებენ?

– ამბობენ, რომ ვგავარ ბებიებს.

– ასეთი ლამაზი, აპრეხილი ცხვირი ვისგან გამოგყვა?

– დედაჩემის დედა რუსია (იცინის). ამიტომ მაქვს ასეთი ცხვირი და რუსის ხასიათიც კარგად მეტყობა. ჯიუტი ვარ, უფრო სწორად ძალიან მტკიცე ხასიათი მაქვს, რასაც ვამბობ, ყოველთვის იმას ვაკეთებ.

– გეგმიანი ხარ.

– ვცდილობ, ყველაფერი გავაკეთო გეგმის მიხედვით. იმიტომ რომ, ყველაზე მეტად რისიც მეშინია, ალბათ, ის არის, რომ ტყუილად არ დავკარგო დრო. მინდა, ყველაფერი მოვასწრო.

– ბაბუაზეც მიამბე. 

– თემური ჩვენს ოჯახში ყველაზე განსხვავებული, თავისებური ადამიანია, რომელიც არასდროს გამოხატავს ემოციას. უზომოდ განათლებულია და ძალიან ბევრ რაღაცას ვსწავლობ მასთან საუბრისას, მაგრამ იმავდროულად, ძალიან ჩაკეტილია, მე ასე ვფიქრობ. სულ წიგნებს კითხულობს, სულ თავის თავზე მუშაობს. ძალიან განსხვავებულია ბებიაჩემისგან, რომელიც იყო მართლა მზესავით. რამდენიმე წელია, რაც ბებია გარდაიცვალა. 

– ბატონი თემური ცნობილი გალაკტიონოლოგია. როგორია გყავდეს გალაკტიონოლოგი ბაბუა?

– ერთ პროექტზე მოგვიწია მუშაობა. სკოლაში მქონდა – „ადამიანი, რომელსაც ძალიან ვაფასებ”. გავაკეთე გალაკტიონზე, რადგან ბავშვობაში მეგონა, რომ გალაკტიონი ბიძაჩემი იყო (იცინის). იმდენი რაღაც მესმოდა მასზე, იმდენი ფოტო გვქონდა. ბაბუას დახმარება რომ ვთხოვე, ძალიან გაუხარდა. მასთან მუშაობა ძალიან ადვილია, იმიტომ რომ, სწორედ მაგაში ვგავარ – ყველაფერი აქვს დაგეგმილი.

– წეღან თქვი, მამამ ბევრი ადამიანი შემძინაო. ვინ არიან ისინი?

– ახლა რომ ჩამოვთვალო, ვინმე გამომგრჩება. დედაჩემის მხრიდან შევიძინე ნანკა კალატოზიშვილი და ბუბა გოგორიშვილი. ბევრ რაღაცაზე მაინტერესებს მათი აზრი. ასევე, განსაკუთრებულია ჩემთვის აჩიკო სოლოღაშვილი. ძალიან დადებითი ადამიანია. აჩიკო ისეთია, მის სახელს რომ ვამბობ, სულ მეღიმება. ასევე, ანა ზამბახიძე, ანა ქურთუბაძე. ძალიან ახლოს ვართ ერთმანეთთან. ჩემს მეგობროებს რომ გადავხედავ, იმდენად განსხვავებულები არიან ხასიათებით, ხანდახან ვფიქრობ, რომ გიჟი ვარ (იცინის).

სულ ვამბობ, სიმღერა ვისწავლე თეატრში, როდესაც აჩიკო და ბუბა გიტარით დასხდებიან და მღერიან. განსაკუთრებულად მიყვარდა ამ პროცესის თვალის დევნება. დასასვენებლადაც ერთად დავდიოდით. საღამოს რომ მოვსხდებით და გიტარას ხელში აიღებენ, სიმღერას იწყენებ, ეს ისეთი პროცესია, რომელიც მინდა, არასდროს დასრულდეს. 

ყოველთვის, როცა რაღაცა რჩევა მინდა, უპირველესად, დედაჩემს ვეუბნები. განსაკუთრებით თუ ეს ჩაცმას ეხება. დედაჩემს ვაგიჟებ, როგორ მიძლებს, არ ვიცი (იცინის). მაქვს „ენ” რაოდენობის ტანსაცმელი და ყოველდღე იმის პრობლემა მაქვს, რა ჩავიცვა.

– კიდევ ვის მიმართავ რჩევისთვის?

–  უპირველესად, დედას, რა თქმა უნდა. ასევე, ბაბუაჩემის მეუღლეს, ნუნუს. მამიდაჩემს, ის სუპერადამიანია. მასთან ხშირად ვსაუბრობ ხოლმე ძალიან სერიოზულ თემებზე. რაღაცა რომ მჭირდება ანა ზამბახიძეს  ვეკითხები როგორ მოვიქცე-მეთქი და მეუბნება: ანა დოი, აი, ასე და ასე ჯობია. ამ ადამიანებს თვალდახუჭული ვენდობი.

– გადაწყვეტილი გაქვს რა პროფესიას აირჩევ?

– ძალიან მინდა, გამოვიდე ჟურნალისტი. ამაზე ვფიქრობ უკვე 3 წელია. ეს აჩიკოს ცოლის დამსახურებაა. ნუცა, შეყვარებულია თავის საქმეზე. ზაფხულში ერთად რომ ვისვენებდით, საინტერესო ამბებს მიყვებოდა. ვწერ, ამბობენ რომ, კარგი მოსაუბრეც ვარ. ვფიქრობ, ძალიან ბევრი რამ მაქვს, რითაც შეიძლება, რომ შემდგომში კარგი ჟურნალისტი გამოვიდე.

 

скачать dle 11.3