კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ორგულობის სიმბოლო

ყველაზე ძველი ქალაქი

ინგლისელებს უყვართ ყველაფერი ძველი. დიდი ბრიტანეთის ყველაზე ძველი ქალაქის საპატიო ტიტული ერთხმად მიანიჭეს ქალაქ ეიმსბერის. გულმოდგინე კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები ამ ადგილას კომპაქტურად ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 8820 წლიდან ჩასახლდნენ. ისინი ქვის ხანის ადამიანები იყვნენ.

4300 წელს ამ ადგილას უკვე ცხოვრობდნენ საკმაოდ განვითარებული და ორგანიზებული ტომები. შესაძლოა, სწორედ მათ ეკუთვნით სახელგანთქმული, იდუმალებით აღსავსე მეგალოკური ძეგლი, სარიტუალო ადგილი – სტოუნჰენჯი. უკვე მოგვიანებით, როცა ბრიტანეთს რომი დაეპატრონა, ეიმსბერიში განთავსდა ლეგიონერების გამაგრებული ბანაკი. ერთ-ერთი ვერსიით, ქალაქის სახელწოდება რომაული წარმოშობისაა. ერთი რომაული სარდლის სახელისგან – ამბროსია ავრელიანედან, რომელიც მეხუთე საუკუნეში ცხოვრებდა. ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ ინგლისში ყველაზე ძველ ქალაქად ტუტჩიემი იყო მიჩნეული, რომელიც, სხვათა შორის, ეიმსბერის ახლოსაა.

 

ორგულობის სიმბოლო

ამბობენ, რომ ყვითელი ყვავილები ორგულობის სიმბოლოა. ეს სტერეოტიპი, თავის არსებობას ძველ, არაბულ ლეგენდას უნდა უმადლოდეს. მხედართმთავარმა მუჰამედმა ომში წასვლის წინ, სახლში დარჩენილ ცოლს – აიშანს ერთგულება და მოთმინებით ლოდინი სთხოვა. მაგრამ, აიშანმა ქმარს უღალატა. მუჰამედს მოახსენეს საყვარელი ცოლის ღალატის შესახებ, მაგრამ მას ისე სწამდა აიშანის, რომ არ დაიჯერა. მაშინ ბრძენმა ურჩია: ცოლისთვის წითელი ვარდები ეჩუქებინა, თუ ისინი ფერს შეიცვლიდნენ და გაყვითლდებოდნან, მაშინ აიშანი ტყუოდა. მუჰამედი ასეც მოიქცა. აიშანმა ვარდები დიდ ლარნაკში ჩააწყო. დილით ვარდებმა ფერი შეიცვალა – გაყვითლდა. მას შემდეგ ყვითელი ვარდები ორგულობისა და განშორების სიმბოლოა.

 

скачать dle 11.3