კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

კითხვა: ავტომობილის სტარტერი კარგად მუშაობს, ნაპერწკალი აშკარად მიეწოდება სისტემას, მაგრამ მაინც არ იქოქება. ამ შემთხვევაში  რა არის ამის მიზეზი?

პასუხი: ამ დროს ერთმნიშვნელოვნად საწვავის მიწოდების პრობლემაა, რომელსაც შეიძლება, სხვადასხვაგვარი გამოხატულება ჰქონდეს. გააჩნია რა სტილის ავტომობილია. უპირველესად, მაინც მცველი უნდა გადაამოწმოთ, განსაკუთრებით ბენზინის ელექტროძრავების შემთხვევაში. ანუ, უფრო თანამედროვე მოდელებში. ვგულისხმობ, არა კარბურატორიან ავტომობილებს, სადაც პირველად მცველი უნდა შემოწმდეს. ამ ტიპის ავტომობილების ბენზინის ავზში განთავსებულ ძრავას აქვს სპეციალური მცველი, რომელიც უზრუნველყოფს წინ, საწვავის სისტემაში ბენზინის მიწოდებას. თუ პრობლემა მცველია, ხომ კარგი, მაგრამ თუ ბენზინი მაინც არ მიეწოდება, მაშინ საწვავის მიმწოდებელი ძრავაა დამწვარი, ან ბენზინის ფილტრია გაჭედილი. ამ შემთხვევაში, თუ ოდნავ მაინც ერკვევით ავტომობილში, ძრავასთან მიმავალი ბენზინის მილი მოხსენით და გადაატრიალეთ გასაღები. ისე, რომ წითლები აინთოს. თუ ბენზინი გამოვიდა, ეს ნიშნავს, რომ ბენზინის მიწოდებას უზრუნველყოფს ძრავაში განთავსებული სპეციალური პომპა. თუ ბენზინი არ წამოვიდა, სწორედ საწვავის ავზში განთავსებულ იმ პატარა ძრავას აქვს პრობლემა და ის ვერ უზრუნველყოფს ბენზინის მიწოდებას. ამ დროს უნდა ჩახსნათ ეგრეთ წოდებული „აბრატნი შლანგი,” ანუ სისტემიდან უკან ავზში მიმავალი მილი. თუ თავად ვერ მოახერხეთ ამ პრობლემის აღმოფხვრა, მაშინ მიმართეთ ეგრეთ წოდებულ „ინჟექტორის” ხელოსანს, რომელიც იოლად გამოასწორებს პრობლემას. თუ კარბურატორიანი ავტომობილი გყავთ, ანუ ის არ არის ელექტრული სისტემებით აღჭურვილი, მაშინ პრობლების მიზეზის დადგენაც და მისი გამოსწორებაც, ძალიან იოლია. ამის მიზეზი შეიძლება იყოს „ბენზონასოსი”. ხსნით კარბურატორისკენ მიმავალ მილს, ნახავთ ბენზინი შედის თუ არა და თუ შედის, მაშინ ამოწმებთ უკან გამომავალ მილს და ის იქნება დაზიანება. კარბურატორს ოდნავ მიუკაკუნეთ, შიგნით სისტემა იქნება გაჭედილი და ასე მარტივად შეძლებთ პრობლების აღმოფხვრას. 

კითხვა: მყავს ავტომობილი „მონტერო სპორტი”, 2001 წლის. როცა დამხმარე ხიდს ვრთავ ტალახიანი გზის პირობებში, ოთხივე ხიდი არ ირთვება. არადა, რომ შევიძინე და ეს ორი თვის წინ მოხდა, ოთხივე მუშაობდა. „რიჩაგი” ჩვეულებრივად რთავს, მაგრამ თვითონ ხიდი არ მუშაობს. ხელოსნები კოლოფს აბრალებენ. რა შეიძლება, იყოს მიზეზი? არის თუ არა ეს კოლოფის ბრალი? 

პასუხი: ზოგადად, მნიშვნელობა არ აქვს ავტომობილი რამდენი ხნის ნაყიდია. შეიძლება, ის ერთი კონკრეტული, არასწორი მოქმედების შედეგად გაფუჭდეს. ასე რომ, თუ ყიდვის დროს ოთხივე მუშაობდა, ეს ამ შემთხვევაში დიაგნოზის დასმის საშუალებას არ მაძლევს. იმისთვის, რომ ზუსტად გაიგოთ საქმე რაშია, დაუკავშირდით დათო მამუკაშვილს, ოფროუდის სპორტსმენს, რომელმაც საქართველოში ყველაზე კარგად იცის ხიდების საკითხები. დარეკეთ ნომერზე: 577506606.

 

 

скачать dle 11.3