კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, სამოქალაქო ურთიერთობებში რას ნიშნავს პირგასამტეხლო და რა შემთხვევაში წარმოეშობა პირს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება?

პასუხი:  განგიმარტავთ, რომ პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც  მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება წამოიშობა ხელშეკრულების დარღვევისთანავე.

კითხვა:  გთხოვთ მაცნობოთ გამარტივებული სააღსრულებო წარმოების დროს ვინ არიან აღნიშნული პროცესის მხარეები?

პასუხი: გაცნობებთ, რომ  მხარეები გამარტივებულ წარმოებაში არიან აპლიკანტი და რესპონდენტი. აპლიკანტი არის პირი, რომელსაც აქვს დოკუმენტურად დადასტურებული ფულადი სახის ვადამოსული მოთხოვნა და რომელიც მიმართავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებით; ხოლო რესპონდენტი არის პირი, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია აპლიკანტის მოთხოვნა.

კითხვა:  გთხოვთ, განმიმარტოთ, რას ნიშნავს სეკვესტრი და რა პროცედურების განხორციელებას გულისხმობს ის? 

პასუხი: განგიმარტავთ, რომ სეკვესტრი, ანუ, იძულებითი მართვა, გულისხმობს, რომ იძულებითი აღსრულების ყველა ეტაპზე, კრედიტორის მოთხოვნის საფუძველზე და  კანონით დადგენილი წესით, აღსრულებას დაქვემდებარებული მოვალის კუთვნილი ქონება იძულებით სამართავად შეიძლება გადაეცეს სასამართლოს მიერ დანიშნულ მმართველს, ხოლო, თუ საქმე აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაშია – აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დანიშნულ მმართველს ან თვით მესაკუთრეს.

კითხვა:  გთხოვთ, მაცნობოთ, გამარტივებული სააღსრულებო წარმოების დასაწყებად როგორ უნდა შეივსოს და რას უნდა შეიცვადეს ფულადი დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადება?

პასუხი: გაცნობებთ, რომ დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს: მხარეებისა და მათი წარმომადგენლების დასახელებას; პირად/საიდენტიფიკაციო ნომერს; მისამართს (ფაქტობრივ საცხოვრებელ ან/და საქმიანობის ადგილს); სხვა ცნობილ საკონტაქტო მონაცემებს; აპლიკანტის საბანკო რეკვიზიტებს; აპლიკანტის მოთხოვნას; დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელთა მეშვეობითაც აპლიკანტი ასაბუთებს თავის მოთხოვნას და რომლებიც ერთვის დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებას; მითითებას იმის შესახებ, ითხოვს თუ არა აპლიკანტი გამარტივებული წარმოებისას გაწეული დამატებითი ხარჯის ანაზღაურებას; მითითებას იმის შესახებ, რომ დაყენებული მოთხოვნა არ არის დამოკიდებული აპლიკანტის მიერ რაიმე საპასუხო ვალდებულების შესრულებაზე, ან, რომ მან ასეთი ვალდებულება უკვე შეასრულა; მითითებას იმის შესახებ, ითხოვს თუ არა აპლიკანტი დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულებას; მითითებას იმის შესახებ, ითხოვს თუ არა აპლიკანტი მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ყადაღის დადებას; აპლიკანტის ან მისი წარმომადგენლის ხელმოწერას.

скачать dle 11.3