რა მოხდა ამ დღეს
16 ივნისი
1633 – ინკვიზიციის სასამართლომ გალილეო გალილეი ცნო ერეტიკოსად და დამნაშავედ.
1903 – დაარსდა საავტომობილო კომპანია „ფორდი“.
1925 – ყირიმში გაიხსნა ცნობილი პიონერთა ბანაკი „არტეკი“.
1963 – კოსმოსში გაემგზავრა პირველი ქალი კოსმონავტი – ვალენტინა ტერეშკოვა.
17 ივნისი
1925 – ჟენევაში ხელი მოეწერა პროტოკოლს, რომლის მიხედვითაც აიკრძალა ომის დროს ქიმიური იარაღის გამოყენება.
1940 – მოხდა ლატვიისა და ესტონეთის ოკუპაცია საბჭოთა ჯარების მიერ.
1950 – ჩიკაგოელმა ქირურგმა რიჩარდ ლოუელმა ჩაატარა თირკმლის გადანერგვის პირველი წარმატებული ოპერაცია.
1982 – სიტყვით გამოსვლისას, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა საბჭოთა კავშირს „ბოროტების იმპერია“ უწოდა.
18 ივნისი
1815 – ვატერლოოს ბრძოლა, სადაც საბოლოოდ ჩაესვენა ნაპოლეონის მზე.
1853 – ისტორიაში პირველად გაფორმდა სიცოცხლის დაზღვევა – ლონდონელმა რიჩარდ მარტინმა 200 ფუნტად დააზღვია უილიამ გიბსონის სიცოცხლე.
1889 – ამერიკაში დააპატენტეს საბავშვო ეტლი.
19 ივნისი
1846 – ამერიკის ქალაქ ჰობოკენში გაიმართა ბეისბოლის პირველი მატჩი.
1862 – მონათმლობელობა აიკრძალა ამერიკის შეერთებული შტატების მთელ ტერიტორიაზე.
1961 – დიდმა ბრიტანეთმა აღიარა ქუვეიტის დამოუკიდებლობა.
1990 – ბელგიამ, საფრანგეთმა, ჰოლანდიამ ლუქსემბურგმა და გერმანიამ ხელი მოაწერეს „შენგენის ხელშეკრულებას” ერთმანეთს შორის საზღვრების გახსნის თაობაზე.
20 ივნისი
1815 – ვატერლოოს ბრძოლაში დამარცხებული ნაპოლეონი ღამით კონსპირაციულად დაბრუნდა პარიზში.
1967 – მუჰამედ ალის მიესაჯა 5-წლიანი პატიმრობა და 10 000 დოლარი ჯარიმის გადახდა ვიეტნამის ომში წასვლაზე უარის თქმის გამო.
1974 – თურქები შეიჭრნენ კვიპროსზე.
21 ივნისი
1547 – მოსკოვის კატასტროფულმა ხანძარმა 25 ათასი მოსახლე შეიწირა. მემატიანის ცნობით, დაიღუპა 1 700 მცხოვრები; დაიწვა მეფის ხაზინა, საგანძური, იარაღი.
22 ივნისი
1910 – გაიხსნა ევროპაში პირველი საჰაერო სამგზავრო ხაზი: ფრიდრიხსჰაფენი-დიუსელდორფი – 350 კილომეტრი, რომელზეც მოძრაობდა დირიჟაბლი „გერმანია“.
1940 – მარშალმა პეტენმა საფრანგეთის მთავრობის სახელით ხელი მოაწერა გერმანიასთან მორიგების აქტს.
1941 – გერმანიის ჯარებმა საბრძოლო მოქმედებები დაიწყეს საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე; ეგრეთ წოდებული დიდი სამამულო ომის დასაწყისი.