კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოკლა ახალგაზრდა კაცმა უფროსი ძმა 15 ათასი დოლარის გამო და რატომ გაიხსნა დანაშაული ერთი წლის შემდეგ

49 წლის ომარ გ-ძის მკვლელობის შესახებ ინფორმაცია  სამართალდამცველებმა გარდაცვლილის ძმის, 41 წლის ვაკო მ-შვილისგან შეიტყვეს. ახალგაზრდა მამაკაცმა, ოპერატიულ სამსახურს შეატყობინა, რომ ძმის  ცხედარი მის კუთვნილ ბინაში შუაღამისას აღმოაჩინა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, დაიწყო გამოძიება.  შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და სამედიცინო ექსპერტიზის შედეგად, ოპერატიული სამსახურისთვის  ცნობილი გახდა, რომ მამაკაცის სიკვდილი  ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში მოხვედრილი ერთადერთი ტყვიით იყო გამოწვეული. ბალისტიკური ექსპერტიზით დადგინდა, რომ გარდაცვლილს ჭრილობა ზურგიდან ჰქონდა მიყენებული – სავარაუდოდ, დამნაშავე მას უკნიდან მიეპარა და მიბჯენით ესროლა. შემთხვევის ადგილზე არ იყო არც ერთი კვალი. ცეცხლსასროლი იარაღი,  გარდაცვლილის კუთვნილება გახლდათ და  დამნაშავეს შემთხვევის ადგილზე, კვალის მოსპობის შემდეგ  დაეტოვებინა. 

პირველი, ვინც გამოძიებას მომხდარის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მისი ძმა, ვაკო მ-შვილი იყო. განცხადებით, უფროს ძმასთან  გვიან ღამით მხოლოდ იმიტომ მივიდა, რომ ის მის სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა: საღამოს შეუძლოდ   იყო,   გული ჰქონდა ცუდად, შევშინდი და  სახლშიც იმიტომ დავადექიო, განუცხადა მოწმის სახით დაკითხულმა  ვაკო მ-შვილმა, რომელიც გარდაცვლილის ნახევარძმა გახლდათ,  ისინი ერთი მამის  შვილები იყვნენ, თუმცა ცალ-ცალკე გაიზარდნენ და ერთმანეთს  მოზრდილ ასაკში დაუკავშირეს ცხოვრება.        

საქმის მასალების მიხედვით, ომარ გ-ძე გარდაცვალებამდე დიდი ხნით ადრე კერძო ბიზნესის მფლობელი იყო. მას შემდეგ, რაც უცხოელ ქალბატონზე იქორწინა, ბიზნესი რამდენიმე ნაწილად გაყიდა. საკუთარი ბიზნესის განსაზღვრული წილი უმცროს ძმას ჩააბარა, საიდან აღებული დივიდენდების ნაწილიც მას ძმისთვის უნდა გაეგზავნა, ნაწილი კი პირადი სარგებლობისთვის  გამოეყენებინა.  გამოძიების პირველადი მოკვლევით, გარდაცვლილის ძმამ ძიება ომარ გ-ძის ყოფილი საქმიანი პარტნიორის მერაბ ჭ-ვას მიმართულებით წაიყვანა, მით უმეტეს, რომ მას გარდაცვლილისთვის 20 ათასი დოლარი ჰქონდა დასაბრუნებელი. გამოძიებამ რამდენჯერმე დაკითხა მერაბ ჭ-ვა, რომელმაც დაადასტურა არსებული ვალი. მისი განცხადებით, ომარ გ-ძე საქართველოში დაბრუნებისთნავე ნახა, თუმცა მასთან სატელეფონო კავშირი მუდმივად ჰქონდა. კერძო მეწარმის განცხადებით, მან ყოფილ პარტნიორს მოუბოდიშა,  რომ ფულის გადახდა დაუგვიანდა და მათ შორის საუბარი კონკრეტულ პირობაზე შეთანხმებით დასრულდა.  გარდაცვლილის ძმის, ვაკო მ-შვილის განცხადებით, მერაბ ჭ-ვას ყოფილი პარტნიორის სახლში შესვლაც შეეძლო და მისი იარაღის გამოყენებაც. მერაბ ჭ-ვას მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენებები ურთიერთგამომრიცხავი იყო. ის თავიდან უარყოფდა, რომ მკვლელობის ღამეს ყოფილი საქმიანი პარტნიორი  მოინახულა, თუმცა გამოძიების მიერ მოპოვებული გარემოებების შემდეგ, აღიარა გვიან ღამით გარდაცვილილ მეგობართან სტუმრობა. თუმცა, გამოძიებას ისიც განუმარტა, რომ ბინაში ვაკო მ-შვილის სატელეფონო ზარის შემდეგ მივიდა, რომელმაც განუცხადა, რომ ომარს მასთან საქმე ჰქონდა: სულ ნახევარი საათი ვისაუბრეთ, ალბათ რამე შეეშალა ჩემს ძმასო, – მითხრა ომარმა და ასე დავშორდით ერთმანეთს. დილით საერთო მეგობრისგან გავიგე მისი მკვლელობის ამბავი, ვიფიქრე, თუ იმ ფაქტს ვაღიარებ, რომ ღამით იქ ვიყავი, გამოძიებას ჩემ მიმართ კითხვის ნიშნებს გავუჩენდი. ამიტომაც, გარდაცვალებამდე 2-3 საათით ადრე ომართან სტუმრობა დავმალე – განაცხადა მერაბ ჭ-ვამ ჩვენებაში, რომელიც განსასჯელის სკამზე გამოძიების  დაუდევრობით მოხვდა. მან თითქმის ერთი წელი გაატარა პატიმრობაში. მას ბრალი დაედო განზრახ მკვლელობაში. თუმცა, მოგვიანებით გაირკვა სიმართლე – მკვლელი მოკლულის ძმა აღმოჩნდა.  

მკვლელობის გამოძიებას ახალი მსვლელობა მიეცა, საქმეში მოკლულის ყოფილი მეუღლის ჩართვის  შემდეგ. მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ ომარ გ-ძის მკვლელობის ღამეს თვითმხილველმა, რომელიც გარდაცვლილის კარის მეზობელი იყო, გვიან ღამით სახლიდან გამოსული ვაკო მ-შვილი შენიშნა, რომელიც ორი საათის შემდეგ კვლავ დაბრუნდა ბინაში და განგაში ატეხა. თვითმხილველის ჩვენების მიხედვით, სახლიდან გამოსული უმცროსი ძმა ადეკვატური იყო – მას სადარბაზოსთან ჰყავდა გაჩერებული საკუთარი ავტომობილი, რომელიც იქ დატოვა და ფეხით წავიდა. თუმცა, ორი საათის შემდეგ ისევ მანქანასთან დაბრუნდა, ავტომობილი გააღო, ჩაჯდა, სიგარეტი მოწია და შემდეგ ავიდა ძმის ბინაში. გამოძიებამ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებით ისიც დაადგინა, რომ  ვაკო მ-შვილს, რომელიც აზარტული თამაშებით იყო გატაცებული, უფროსი ძმის ვალი ჰქონდა და ეს თანხა  დაახლოებით თხუთმეტი ათას დოლარს შეადგენდა. ომარ გ-ძე უმცროს ძმას ფულს კატეგორიულად სთხოვდა. ამის შესახებ გამოძიებასთან ინფორმაცია ამ საქმეზე გასამართლებული  მერაბ ჭ-ვასგანაც გახდა ცნობილი. თუმცა, მაშინ ეს ინფორმაცია გამოძიების მიღმა დარჩა.   

გამოძიების ახალ ეტაპზე, ოპერატიული სამსახურისთვის ცნობილი გახდა, რომ ვაკო მ-შვილმა ძმის მკვლელობა შეუკვეთა ქილერს, რომელიც მოგვიანებით სხვა საქმეზე ჩავარდა და ციხეში ავადმყოფობით გარდაიცვალა. მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, ფულზე შეთანხმების დარღვევის შემდეგ, გამოცდილმა კრიმინალმა ვაკო მ-შვილთან საქმის დაჭერა გადაიფიქრა, რის გამოც ვაკო იძულებული გახდა, მკვლელობის გეგმა თავად მოეყვანა სისრულეში.  იქიდან გამომდინარე, რომ დანაშაული ერთი წლის წინ იყო მომხდარი, გამოძიებისთვის ბევრი საინტერესო დეტალი უცნობი დარჩა.  სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ვაკო მ-შვილის წინააღმდეგ, რომელიც ორი თვე ემალებოდა ძიებას და მისი დაკავება მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ძმის მკვლელი  ძებნილი ქვეყნის საზღვრების დატოვებას შეეცადა. დაკავებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა, განაცხადა, რომ ვალს ვერ იხდიდა და ამიტომ  უფროსი ძმის მკვლელობა გადაწყვიტა.  მისგან  მკვლელობის დეტალებიც გახდა ცნობილი – ჩვენების მიხედვით ვაკო ძმას გვიან ღამით მოულოდნელად დაადგა თავს. იქამდე ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ალიბი შეექმნა – რამდენჯერმე დაურეკა ძმას, რომელიც მასზე გაბრაზებული იყო და იცოდა, მის ზარს არ უპასუხებდა. შემდეგ კი შემთხვევის ადგილზე  მიიტყუა ძმის საქმიანი პარტნიორი, რომ დანაშაული მას დაბრალებოდა. მკვლელობის ღამეს  ომარ გ-ძემ მოულოდნელ სტუმარს კარი გაუღო და სახლშიც შეუძღვა. ვაკომ უფროს ძმას უთხრა, რომ თავს შეუძლოდ გრძნობდა და ცოტა ხანს მის სახლში დაისვენებდა. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ, ის საძინებლიდან ძმის კუთვნილი რეგისტრირებული პისტოლეტით გამოვიდა, ტელევიზორთან სავარძელში მიძინებულ ძმას ზურგიდან მიეპარა და თავში ესროლა. ამის შემდეგ ვაკო მ-შვილმა მკვლელობის ყველა კვალი წაშალა, ბინა დატოვა, დაახლოებით ორ საათში კი უკან დაბრუნდა და გაითამაშა, რომ მკვდარი ძმა აღმოაჩინა.  სასამართლომ ვაკო მ-შვილი დამნაშავედ ცნო ძმის განზრახ მკვლელობაში  და 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

 

скачать dle 11.3