კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისზე ზრუნავს და ვისთან გრძნობს თავს კარგად ჭოლას ჯულიეტა თეკლა ჯავახაძე

ერთი გავრცელებული გამოთქმა მახსენდება – „ნå ðîჰèñü êðჭñèâîé ჭ ðîჰèñü ñ÷ჭñòëèâîé” – იმიტომ კი არა, რომ ჩვენს დღევანდელ რესპონდენტსა და ამ გამოთქმას შორის ძაფებს ვაბამ, პირიქით, იმის დემონსტრირება მინდა, თუ როგორ არ ვეთანხმები მას ამ შემთხვევაში. მოზარდ მაყურებელთა თეატრის 24 წლის მსახიობი თეკლა ჯავახაძე, ძალიან ლამაზიცაა, ბედნიერიც და იაღბლიანიც, როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე – კარიერაში. 

 

– თეკლა, უკვე ყველა ჭოლას ჯულიეტად გიხსენიებს. შევამჩნიე, რომ თეატრშიც ჯულიეტათი მოგმართავენ. 

– კი, უკვე ყველგან ჯულიეტას მეძახიან. რამდენიმე წლის წინაც ვითამაშე ჯულიეტა ჭოლას სტუდენტთან, თათა პოპიაშვილთან, მაგრამ ეს „ჯულიეტა” აღმოჩნდა ყველაზე წარმატებული. მოზარდ მაყურებელთა თეატრში მოვედი ჯულიეტათი, ეს იყო პირველი როლი, რომელიც ვითამაშე. ამ როლზე დამამტკიცეს და მერე დასში ამიყვანეს. ამიტომ, ამათთვის ჯულიეტა ვარ. 

– ეს ისეთი როლია, რომელზეც ზოგი მსახიობი მთელი ცხოვრება ოცნებობს და უმრავლეს შემთხვევაში, განუხორციელებელ ოცნებად რჩება.

– ნამდვილად შეიძლება, ასე ითქვას, მაგრამ ყოველთვის ვამბობ, კონკრეტულად ჯულიეტას როლი ჩემთვის საოცნებო არასდროს ყოფილა. ჩემი ოცნებაა, ცხოვრების განმავლობაში შექსპირის ყველა ქალი განვასახიერო.

– შეიძლება ითქვას, რომ შენი ოცნების ახდენა იწყება?

– დავიწყე ჩემი ოცნების ახდენა. ჯულიეტას გარდა, შექსპირის სხვა გმირებიც ვითამაშე. „გლობუსში” რომ ვიყავი წასული, იქ ვითამაშე ლედი პერსია პიესიდან „ჰენრი მეოთხე”, ჰერმია – „ზაფხულის ღამის სიზმრიდან” და ჯულიეტაც. 

– „გლობუსის” სცენაო? – ამ თემაზე ცოტა უფრო კონკრეტულად მესაუბრე თუ შეგიძლია.

– 2012 წელს ინგლისში ვიყავი შეფილდის საერთაშორისო სტუდენტურ  ფესტივალზე, 2013-ში კი „საერთაშორისო მსახიობების პარტნიორობა” – ასეთი პროგრამის ფარგლებში ჩატარდა ერთთვიანი ტრენინგი, სადაც  მსოფლიოს 12 ქვეყნიდან ვიყავით მსახიობები. მათ შორის გახლდით, მე, ერთადერთი ქართველი. ქასთინგის შედეგად მოვხვდი იქ. ერთი თვე გავატარე „გლობუსის” სცენაზე. ეს იყო ჩემთვის უდიდესი გამოცდილება და ბედნიერება. ვისურვებდი, რომ კიდევ მეთამაშა იმ სცენაზე. „გლობუსის” ადგილობრივი ვარსკვლავები გავიცანი, ტრენინგებს გვიტარებდნენ „გლობუსის“ წამყვანი რეჟისორები: ბილ ბუხურისტი, რეზ შოუ. ასევე „გლობუსის“ სამხატვრო ხელმძღვანელი დომინიკ დომერგვილი. აგრეთვე – გლინ მაქდონალდი, ეს არის ქალი, რომელის გარეშეც „გლობუსში“ ვერ შეხვალ. მას „გლობუსის“ დედას ეძახიან და ჩვენც ასე მივმართავდით, „mother of globe”. ასეთი რიტუალი აქვთ: ვინც ამ თეატრში შედის ყველას ეს ქალი ნათლავს და აზიარებს „გლობუსის“ მაგიურ სცენას. მის გარეშე იქ ვერ მოხვდები. ამ ქალბატონის გაკვეთილები ჩემთვის დღემდე მნიშვნელოვანი, ფასეული და საგულისხმოა.

– ისიც მიამბე, ქართულად რომ აგიმღერებია მთელი ამ პროექტის წარმომადგენლები.

– დიახ ასე იყო. ამ პროექტის ყველა მონაწილეს ჰქონდა ეგრეთ წოდებულლი „ნაციონალური დღე”, სადაც თავისი ქვეყნის კულტურა უნდა წარმოეჩინა. ჩემი „ნაციონალური დღე” რომ დადგა, დომენიკ დომერგვილმა იმდენი ისაუბრა ქართულ თეატრზე, კიდევ რა უნდა დამემატებინა, არ ვიცოდი. ამიტომ, გადავწყვიტე,  სიმღერა და ცეკვა მესწავლებინა მათთვის კინოფილმიდან „არ დაიდარდო”. ეს მაშინვე აიტაცა მთელმა შემოქმედებითმა გუნდმა და ყველა „ტაია-ტაიას” ღიღინებდა. ფინალური წარმოდგენაც სწორედ ამ ქართული ცეკვა-სიმღერით გაიხსნა. 

– მშობლებიც მსახიობები გყოლია.

– დიახ, დედა და მამა ქუთაისის თეატრის მსახიობები არიან. დედას, მარიკა სამანიშვილს, ალბათ იცნობთ, სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან” მადონას როლს თამაშობს. მამა – თენგიზ ჯავახაძეც მსახიობია. ისინი არიან ჩემი ყველაზე დიდი პედაგოგები.

– ჭოლას ჯულიეტა როგორ გახდი?

– მოზარდ მაყურებელთა თეატრში ტარდებოდა ქასთინგი, რომელზე წასვლაც აღარ მინდოდა. უფრო სწორად, როგორ არ მინდოდა, უბრალოდ, ცოტა გული მქონდა აცრუებული. ბევრი ქასთინგი გავიარე იმ პერიოდში და ბევრი იმედგაცრუებაც ვიგემე. სწორედ იმ დროს დაემთხვა ეს ქასთინგი და არ მინდოდა წასვლა, მაგრამ, ჩემმა შეყვარებულმა დამარწმუნა, უნდა წახვიდეო. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ მე დღეს ჯულიეტა ვარ, მოვხვდი ამ თეატრში და ამ დასში. ჩვენ ერთად მოვემზადეთ, მოვედით ქასთინგზე. სხვათა შორის, ისიც იყო ამ ქასთინგზე და გაიმარჯვა კიდეც. 

– ვის როლზე დაამტკიცეს?

– ეს არ იყო კონკრეტული როლისთვის ქასთინგი, ეს იყო დასის სინჯები. დასში უნდა აეყვანათ რამდენიმე ახალგაზრდა ბიჭი და გოგო. გამიმართლა. უკვე აღარც ველოდი, რომ დამირეკავდნენ, თუმცა ქასთინგიდან რამდენიმე დღეში, დამირეკეს და მითხრეს: ლევან წულაძემ გაანაწილა როლები სპექტაკლზე „რომეო და ჯულიეტა” და თქვენ ხართ ჯულიეტაო. ეს იმდენად მოულოდნელი იყო, თავიდან არც დავიჯერე. ძალიან მინდოდა ბატონ ლევანთან მუშაობა და საბედნიეროდ, ასეც მოხდა. ალბათ, უნდა შეგხვდეს რაღაც წარუმატებლობები, რომ შემდეგ გაგიმართლოს. წარუმატებლობა თუ არ განიცადე წარმატების გემოს ვერ გაიგებ.

– რეალურ ცხოვრებაში ვინ არის შენი რომეო?

– რეალურ ცხოვრებაშიც მყავს რომეო, ეს არის გიორგი მარშანია. ის თავისუფალ თეატრშიც თამაშობს, ასევე „კომედი შოუშიც,” კომედი ჯგუფის წევრია. სცენარისტი და მსახიობია და ცალკე კიდევ არის დაკავებული სხვა საქმიანობით.

– შენი და გიორგის ურთიერთობა საიდან იღებს სათავეს?

– მე და გიორგი ძალიან კარგი მეგობრები ვიყავით თეატრალურ უნივერსიტეტში. გიორგი ჩემზე უფროსია. უნივერსიტეტში ხომ ყველა ერთმანეთს იცნობს. ჩვენც გავიცანით, დავმეგობრდით და ვიყავით ძალიან კარგი მეგობრები. 2013 წლის 26 მარტს, გიორგის დაბადების დღეზე აღმოჩნდა, რომ უკვე სხვა გრძნობა გვაკავშირებდა ერთმანეთთან და არა მეგობრობა და ამ დღის მერე ჩვენ მოვდივართ ერთად და ერთმანეთს ხელს ვუწყობთ. ვზრუნავთ ერთმანეთზე და თავს ერთად კარგად ვგრძნობთ.

– წეღან ახსენე საუბარში, შეყვარებული თუში მყავსო. მარშანია და თუში?

– თუში არ არის... არა, თუშია! დედა ჰყავს თუში და რადგან გიორგის დედა თუშია, გიორგიც თუშად ითვლება, იმიტომ, რომ, ოჯახის თუშურ ტრადიციებს ის აგრძელებს. შარშან ვიყავით თუშეთში და ეს იყო საოცრება. მეგობრები წავედით და დაუვიწარი 10 დღე გავატარეთ.  მსგავსი საოცრება, მე არ მინახავს. მეგონა,  ზღაპარში ვიყავი. თუშეთის ცა რომ არის, ეგეთი ცა, მე არასოდეს მინახავს. იცით, როგორი ცაა? – დისნეის მულტფილმი რომ იწყება და „Disney presents” ცის ფონზე ეწერება, ზუსტად ეგეთი ვარსკვლავები იყო ყოველ ღამეს. ამის შემდეგ იყო ის, „გლობუსში” რომ იტალიელი გავიცანი, ისე დავმეგობრდით, ქართველ დას მეძახის – მარტინა სპერეტო, ჩემსავით დამწყები მსახიობია, ამ ცოტა ხნის წინ მომწერა, ჩემი ორი იტალიელი მეგობარი მოდის – რეჟისორი და ფოტოგრაფი და თუშეთზე ფილმის გადაღება უნდათო. 

– რატომ დაინტერესდნენ კონკრეტულად თუშეთით?

– მათ საქართველოზე ბევრი რამ გამოიკვილიეს. სურდათ, საქართველოზე ფილმის გადაღება, თუშეთს მისტიკური ისტორიებიც აქვს, რომლითაც დაინტერესდნენ ეს იტალიელები. სწორედ ამიტომ ჩამოვიდნენ. ერთკვირიანი ტური ჰქონდათ. მეცხვარეებთან ერთად წავიდნენ. ცხვარი როგორ გადაჰყავთ მეცხვარეებს მთაში, ეს პროცესი უნდა გადაეღოთ. მათ ასევე სჭირდებოდათ საინტერესო ისტორიები თუშეთზე. მთიდან ჩამოსვლის შემდეგ, 2 დღე თბილისში გაჩერდნენ და ეს დღეები ჩვენთან ერთად გაატარეს. გიორგი ბავშვობაში მეცხვარეებთან ერთად იზრდებოდა და კარგად იცის მათი რიტუალები და ადათ-წესები. ამიტომ, მასთან ჩაწერეს ინტერვიუ და კიდევ ბევრი საინტერესო რამ გაიგეს თუშეთზე. არ ვიცი, ეს პროექტი როგორ განხორციელდება, მაგრამ ჩვენ დავპირდით ყველანაირ დახმარებას, რასაც შევძლებთ და მათაც სიამოვნებით მიიღეს ეს წინადადება.

– იტალიელების ქართულ ან კონკრეტულად, თუშურ ემოციებზე მიამბე? 

– გაოცებულები დარჩნენ. ისინი აღმოჩნდნენ აბსოლუტურად სხვა გარემოში. როგორც თვითონ გვითხრეს, თუშეთში თითქოს სხვა საუკუნეა, სხვა სამყარო. მათთვის ეს ყველაფერი განსხვავებული და ეგზოტიკურია. 

– როგორი შეყვარებულები ხართ – რომანტიულები, თუ მიწაზე მყარად დგახართ?

– მართალია, გიორგი ხშირად ამბობს, რომანტიული არ ვარო, მაგრამ მე ამაში ვერ დავეთანხმები. მაგალითად, მე ქოთნის ყვავილები მიყვარს და სახლში პატარა ბოტანიკური ბაღი მაქვს. ამ ყვავილების დიდი ნაწილი გიორგის ნაჩუქარია. ჩვენ ერთად ვუვლით მათ. საერთოდაც, ვცდილობთ, თავისუფალი დრო ყოველთვის ერთად გავატაროთ.

 

скачать dle 11.3