კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

გულაბერიძე

გულაბერიძე უძველესი ქართული გვარ-სახელია. ის ორი სახელისგან არის წარმომდგარი, კერძოდ, გულა და ბერი.

ამ გვარის შესახებ ინფორმაციას გვაწვდის ნიკოლოზ გულაბერიძის აღაპი. ეს არის ერთ-ერთი უძველესი აღაპი, რომელიც ჩაწერილია ჩვენამდე მოღწეულ ჯვრის სამონასტრო მატიანეში; აღაპთა მეორე, მთავარ წიგნში არის ნიკოლოზ გულაბერიძის – მეთორმეტე-მეცამეტე საუკუნეებში ცნობილი ქართველი მწერლისა და მოღვაწის, ქართლის კათალიკოსყოფილის აღაპი.

ნიკოლოზ გულაბერიძე, ანტონ ქუთათელ საღირაძესთან ერთად, იყო  ხელმძღვანელი საეკლესიო კრებისა, რომელიც თამარ მეფის მოწვევით, 1184-1185 წლებში გაიმართა. ნიკოლოზმა ბევრი იღვაწა მთაწმინდის მონასტერში. იქ დიდ მშენებლობას აწარმოებდა და 1210 წელს გარდაიცვალა.

საქართველოში 122 გულაბერიძე ცხოვრობს: ხელვაჩაურში – 116, ბათუმში – 5, ქობულეთში – 1.

ხავთასი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ხავთაი.

გვარის უწინდელი ფორმა იყო ხავთაისძე და დროთა განმავლობაში შემორჩა როგორც ხავთასი.

გვარი 1240-1250 წლებში მოიხსენიება ისტორიულ წყაროებში.

იოსებ ხავთაისძის აღაპი შეტანილია მთავარ სააღაპე წიგნში 1240-1250 წლებში. სააღაპე წიგნი შედგენილია იმ მდივან-მწიგნობრის მიერ, რომელსაც ჩაუწერია გიორგი დადიანისა და აგავ გორგოშიძის ოჯახების აღაპები.

საქართველოში 656 ხავთასი ცხოვრობს: ოზურგეთში – 244, თბილისში – 225, ვანში – 48. არიან სხვაგანაც.

გეგეშიძე

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი გეგე, რომელიც მეგრული სიტყვაა და ყმას ნიშნავს.

გეგეშიძეები 1941 წელს ამბროლაურის რაიონის სოფელ ნიკორწმინდიდან ასურეთში გადავიდნენ საცხოვრებლად.

საქართველოში 1 944 გეგეშიძე ცხოვრობს: თბილისში – 469, სამტრედიაში – 431, ქუთაისში – 164. არიან სხვაგანაც.

კორიაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი კორე.

მარაბდელმა იოსებ კორიაშვილმა 1826 წელს სოფელ კოდის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მონათლა ვაჟი – ივანე.

ამავე ძირისაა გვარები: კორელაშვილი, კორაშვილი, კორახაშვილი.

საქართველოში 670 კორიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 156, სიღნაღში – 136, ლაგოდეხში – 128. არიან სხვაგანაც.

ბურდიაშვილი

გვარის ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი ბურდა, ბურდი, ბურდია.

მჭადიჯვრის მცხოვრები ბურდიაშვილები შედიოდნენ წილკნელის სამწყსოში. თუ მათი სახლის უფროსი ან მოხელე გარდაიცვლებოდა, ამისთვის მთელი რიტუალი არსებობდა, კერძოდ: შეკაზმული ცხენი, ორი გადასახურავი, სუფრის იარაღი, თალხი – ეს ყველაფერი წილკნელისთვის უნდა მიერთმიათ.

1664 წელს მოიხსენიება სუხიტა ბურდიაშვილი პაპუნა ფალავანდიშვილისა და თბილელი ეპისკოპოსის, იოსებ სააკაძეს შორის ყმა-მამულის დავის მოწმედ.

როგორც დოკუმენტებიდან ჩანს, ბურდიაშვილებს ადრე ქართლში უცხოვრიათ, შემდეგ კახეთში გადასულან. მოგვიანებით, ბურდიაშვილებს აზნაურობაც მიუღიათ.

საქართველოში 599 ბურდიაშვილი ცხოვრობს: ყვარელში – 334, გურჯაანში – 146, თბილისში – 82. არიან სხვაგანაც.

ფიფია 

ფიფია ცნობილი და პოპულარული გვარია. 

ფიფიათა გვარი გეოგრაფიულად სვანეთისკენ იყურება. მაგალითად, სოფელ ლაკადაში მცხოვრებ ფიფიებს დღესაც სჯერათ, რომ ისინი წარმოშობით სვანეთიდან მოსული ფილფანები არიან. 

ფილ ძირითაა გაწყობილი გვარები: ფილაური, ფილაშვილი, ფილიპაშვილი და ასე შემდეგ. 

საქართველოში გავრცელებულ 25 000-ზე მეტ გვარს შორის ფიფიათა გვარს 33-ე ადგილი უკავია, წალენჯიხაში – მეორე, ხოლო ზუგდიდის რაიონში მეოთხე ადგილი უჭირავს. 

გვარის ძირითადი სამკვიდრო ნაწილდება სამ მეზობელ სოფელზე: საჩინოზე, სადაც 93 კომლი ცხოვრობს, ჯვარზე – 81 კომლი, ჩქვალერზე – 59 კომლი. ასევე, ეს გვარი გვხვდება შემდეგ სოფლებში: ჩხორა, ლია, პატარა ეწერი, მუშავა, მედანი, ობუჯი, ყულიშკარი, რუხი, წალენჯიხა, ჭითაწყარო და ასე შემდეგ. 

ლეფიე (ლეფიფიე) ყოფილი დასახლებული უბანი, ნასოფლარია წყავაშში, მაგანის მარჯვენა მხარეს. ლეფიფიე უბნებია ლეშამუგეში, ჩქვალერში, პირველ ეწერში, კუხეშში, ლეკაკულეში, მუხურში; საფიფიო კი უბანია ზედა ეწერში, კორცხელში, ჩხორიაში, ყულიშკარში. 

მეგრულში ფიფის ვაშლის ანს მსხლის ტოტზე ამოსულ სოკოს ეძახიან. 

საქართველოში 7 141 ფიფია ცხოვრობს: წალენჯიხაში – 2 608, ზუგდიდში – 2 589, თბილისში – 817. არიან სხვაგანაც.

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით 

 

скачать dle 11.3