კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გავიხსნათ წარმატების კოდი ყოველდღიურად და ვისთვის გადის დღეები შედარებით სწრაფად

თითოეულ ჩვენგანს შეუძლია, დაგეგმოს და რაღაც საფეხურამდე წინასწარ განჭვრიტოს მომავალი მოქმედებები. რაშიც მას მეხსიერება ეხმარება.

წარსულსა და მომავალს შორის არსებობს ჩვენი აწმყო, ანუ, დროის ის მონაკვეთი, რომელშიც ამჟამად ვიმყოფებით. ბევრი სწორად არ აფასებს აწმყოს და ძალიანაც ცდება, რადგან, გამოდის, რომ, ყველაზე მთავარი და ძირითადი, რაც ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესად მიგვაჩნია, მათ სადღაც შორეულ მომავალში ელოდება. თუმცა, ეს, ერთი მხრივ, არც ისე ცუდია, რადგან მომავლისთვის წინსვლის სტიმულს იძლევა. მეორე მხრივ კი, ვერ ვამჩნევთ, რომ ნებისმიერი სერიოზული მოვლენა შემთხვევით კი არ მოხდა, არამედ, მომავალი საქმის სასარგებლოდ მომზადდა. ირგვლივ ადამიანებს და რეალურ შესაძლებლობებს ან ვერ ვამჩნევთ, ან უკუვაგდებთ სწორედ იმის გამო, რომ დროს სათანადოდ არ ვაფასებთ, ჩვენს კარმას ვკეტავთ და ვაბინძურებთ.

რატომ უჭირთ ადამიანებს აწმყოს რეალურად გაცნობიერება? ამის პირველი მიზეზი დროის აღქმაში გაურკვევლობაა. მაგალითად, თუ დრო სწრაფად მიდის და ქრება, ესე იგი, თქვენი ყურადღება მხოლოდ დღევანდელ დღეზეა მიმართული და ფოკუსირებული. ასეთი შეგრძნება ხშირად გამოწვეულია იმით, რომ ცხოვრებაში რაღაცას ზურგს აქცევთ – რაღაცის შემჩნევა, ცნობა, აღიარება არ გსურთ.

მეორე მიზეზი კი ის არის, რომ ხშირად ადამიანი წყვეტს სინამდვილესთან კონტაქტს. ამ დროს ის თითქოს კარგავს სხეულის შეგრძნებას, ქრება მოხერხებულობა, ირღვევა ცხოვრების ჩვეული რიტმი და სხეულთან ჰარმონია. ეს უგუნებო-უქეიფოდ ყოფნა როდია, მისგან თავის დაღწევა შეუძლებელია, ვინაიდან, ფიზიკური შეგრძნება ჩვენზე უფრო შორსმჭვრეტელია და ჩვენს ქვეცნობიერთან მჭიდროდ არის დაკავშირებული.

მესამე მიზეზი გრძნობების ერთგვარი დაჩლუნგებაა. სინამდვილესთან კონტაქტის არქონა წარსულში გვაბრუნებს და ჩვენი ცხოვრება რაღაც უგრძნობი სიტუაციების შემადგენლობას ემსგავსება.

მიუხედავად იმისა, რომ ხშირად დროის შეჩერება გვინდა, ეს არარეალური და შეუძლებელია, სამაგიეროდ, მისი აღქმის შეცვლა შეგვიძლია. ნურც გუშინდელ დღეს დაივიწყებთ და ნურც მხოლოდ ხვალინდელზე იოცნებებთ. შეიგრძენით ყოველი წამი, გაითვალისწინეთ ვარსკვლავების პროგნოზები და რჩევები და ნეგატიურ დღეებში მეტად ფრთხილი და წინდახედული იყავით.

ამით საკუთარ თავსაც დაეხმარებით და ყოველი დღე, საათი, წუთი და წამი თქვენთვის გაცილებით სასიკეთო აღმოჩნდება.

скачать dle 11.3