კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 1988 წლის 9 აგვისტოს, დილის 8 საათზე. რომელ სფეროში ექნება მეტი წარმატებები, დაბრკოლებების გარეშე?

პასუხი: მისთვის მისაღები და წარმატებების მომტანი პროფესიებია: პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი; სახელმწიფო ზემაღალ ეშელონებში ორგანიზატორული  ან ადმინისტრაციული საქმიანობა; საიუველირო ბიზნესი ან შემოქმედება; იურისპრუდენცია, პლასტიკური ქირურგია, სტომატოლოგია, კარდიოლოგია, სამასაჟო საქმე, სადალაქო ბიზნესი, გასართობი ინდუსტრია, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია; საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო, კომერციული სფეროები; ლინგვისტიკა, პედაგოგიკა, სოციოლოგია. 

კითხვა: დავიბადე 1996 წლის 23 აპრილს, დღის საათებში. რა არის ჩემი კარმული მისია და რომელი პროფესია ავირჩიო სამომავლოდ, რომ ცხოვრებაში წარმატებას მივაღწიო?

პასუხი: თქვენი კარმული მისიაა, იყოთ მეტად აქტიური, ენერგიული, ინიციტივიანი; წარმოაჩინოთ ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებები. დაეყრდენით ცოდნის ბაზას, კეთილშობილებას, კომუნიკაბელურობას, ოპტიმიზმს. უნდა იმოქმედოთ უშიშრად, გამოავლინოთ შესაძლებლობების მაქსიმუმი. უნდა იყოთ დისციპლინირებული, მომთმენი, მიზანსწრაფული, შრომისუნარიანი, ნებისყოფიანი და ფულის ყაირათიანად მხარჯველი. დაეყრდენით ინტუიციას. დაიცავით საკუთარი საიდუმლო. ასევე, თქვენი კარმულ-კოსმიური მისიაა უცხოეთი – იქ წასვლა და ძალების მოსინჯვა. რაც შეეხება პროფესიებს, თქვენთვის წარმატების მომტანია: სპორტი, საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო საქმის ფართო სფერო; ფარმაცევტიკის გარდა ყველა სამედიცინო სფერო; ასევე, სამართალდამცავი ორგანოები, საგამოძიებო საქმიანობა, მაკონტროლებელი ორგანოები, საბაჟო და საგადასახადო სფერო; ფილოსოფია, პედაგოგიკა, ფსიქოლოგია, არატრადიციული მედიცინა.

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 1999 წლის 13 მაისს. ოჯახის შექმნის მიზნით რომელი ასტროლოგიური ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანია მისთვის მეტად მისაღები?

პასუხი: თქვენი შვილის საოჯახო და სასიყვარულო ურთიერთობისთვის მისაღებია კირჩხიბის, ვერძის, ქალწულის ან თევზების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი. გეტყვით იმასაც, რომ არასასურველია ურთიერთობა და ამ მხრივ უნდა მოერიდოს თხის რქის, ლომისა და მერწყულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებს, დანარჩენ ნიშნებთან ურთიერთობა კი საშუალოა.

კითხვა: დავიბადე 1979 წლის 28 მარტს, დილის საათებში. რა არის ჩემი კარმული მისია და უცხოეთის რომელი ქვეყანაა ჩემთვის მისაღები?

პასუხი: თქვენი კარმულ-კოსმიური მისიაა, იყოთ მეტად აქტიური, ენერგიული; შეეძლოთ საკუთარ თავზე ინიციატივის აღება, ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებების წარმოჩენა. გამოავლინეთ უშიშარი, მებრძოლი სულისკვეთება, დაეყრდენით ოპტიმიზმს, კომუნიკაბელურობას. ასევე, ურთიერთობებში გამოიყენეთ დიპლომატია. აუცილებელია უცხოეთთან კონტაქტი – ესეც თქვენი კოსმიური მისიაა. ქვეყნებიდან კი კარგია: ესპანეთი, პორტუგალია, ავსტრალია, სერბეთი, სლოვენია, ბრაზილია, ჩინეთის ცენტრალური ნაწილი, ვიეტნამი, ფილიპინები, ტაილანდი, ახალი ზელანდია, ისრაელი, სამხრეთ კორეა, ფინეთი, კუნძული მალტა. ამ ქვეყნებში თქვენთვის გაცილებით მეტია წარმატების მიღწევის შანსი.

კითხვა: დავიბადე 1988 წლის 11 იანვარს. მინდა უცხოეთში წასვლა. არის თუ არა ის ჩემი კარმული მისია და რომელი ქვეყნებია წარმატების მომტანი?

პასუხი: უცხოეთში, შესაძლოა, პრობლემები შეგექმნათ, ამიტომ, ის თქვენთვის მიუღებელია, ანუ, უცხოეთში გამგზავრება თქვენი კარმული მისია ნამდვილად არ არის. თუმცა, თუ მაინცდამაინც გნებავთ წასვლა, შემიძლია, შემდეგი ქვეყნები გირჩიოთ: რუსეთი, პოლონეთი, შვედეთი, ჩილე, ჰოლანდია, სამხრეთ აფრიკა, კანადა, სლოვაკეთი, ახალი ზელანდია, უკრაინა, ირლანდია, კვიპროსი, შვეიცარიის დასავლეთი მხარე, მოლდავეთი, არგენტინა, ლატვია, ბულგარეთი, ისრაელი.

скачать dle 11.3