კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დაბალანსებული დიეტა

ეს დიეტა 4-კვირიანია. სურვილის მიხედვით, მეოთხე კვირის დასრულების შემდეგ, პირდაპირ მიაყოლეთ პირველი და ბოლო კვირა, ანუ, დიეტას 14 დღე მიუმატეთ.

დიეტა ექიმების მიერ არის შედგენილი და შედარებით ადვილად შესასრულებელია, რადგან, არ არის მითითებული თითოეული ულუფის რაოდენობა, რაც იმას ნიშნავს, რომ, შეგიძლიათ, მიირთვათ მსუბუქად დანაყრებამდე.

დიეტა დამყარებულია ბუნებრივ ქიმიურ რეაქციებზე და არა კალორიებზე და არ საჭიროებთ დამატებით ვიტამინების მიღებას.

ნებისმიერი ჩანაცვლება დაუშვებელია. თუ, მაგალითად, რომელიმე პროდუქტი ამოაგდეთ, მის ნაცვლად სხვა პროდუქტის ჩასმა აკრძალულია.

4-5 კვირის განმავლობაში დაიკლებთ 10-12 კილოგრამს.

ამ დიეტის დაცვა არ შეიძლება მათთვის, ვისთვისაც მიზანშეწონილი არ არის კვერცხის ჭამა.

დღეს გთავაზობთ პირველი კვირის მენიუს, დანარჩენი 3 კვირის მენიუს კი შემდეგ ნომრებში შემოგთავაზებთ.

პირველი კვირა

მთელი კვირის განმავლობაში საუზმე ერთნაირია: 2 ცალი მოხარშული კვერცხი + ნახევარი ფორთოხალი ან გრეიპფრუტი.

I დღე

სადილი: მხოლოდ ერთი სახეობის ხილი (ფორთოხალი, ვაშლი, ნესვი ან საზამთრო) ნებისმიერი რაოდენობით.

ვახშამი: ფრინველის, საქონლის ან მჭლე ღორის ხორცი (უცხიმოდ შემწვარი).

II დღე

სადილი: მოხარშული ან უცხიმოდ შემწვარი ქათმის ხორცი (კანის გარეშე).

ვახშამი: 2 ცალი მოხარშული კვერცხი + სალათა (კიტრი, პომიდორი, სტაფილო, ბულგარული წიწაკა, მწვანილი) + 1 ნაჭერი ტორტი + 1 ცალი ფორთოხალი ან გრეიპფრუტი.

III დღე

სადილი: ახალი ყველი (ნაკლებმარილიანი და უცხიმო) + პომიდორი + 1 ნაჭერი ტორტი.

ვახშამი: უცხიმოდ შემწვარი ხორცი.

IV დღე

სადილი: მხოლოდ ერთი სახეობის ხილი.

ვახშამი: შემწვარი ხორცი + ბოსტნეულის სალათა.

V დღე

სადილი: 2 ცალი მოხარშული კვერცხი + მოხარშული ბოსტნეული (ძალიან არ ჩაგეხარშოთ: ყაბაყი, ლობიო, მწვანე ბარდა, გათლილი ბადრიჯანი ან სტაფილო (ძალიან ცოტა მარილით).

ვახშამი: მოხარშული თევზი + ბოსტნეულის სალათა.

VI დღე

სადილი: ერთი სახეობის ხილი.

ვახშამი: შემწვარი ხორცი + ბოსტნეულის სალათა.

VII დღე

სადილი: უცხიმოდ შემწვარი ან მოხარშული ხორცი + პომიდორი + 1 ცალი ფორთოხალი ან გრეიპფრუტი.

ვახშამი: მოხარშული ბოსტნეული.

შუალედებში შეგიძლიათ მიირთვათ უშაქრო ყავა, მწვანე ჩაი, მინერალური ან ჩვეულებრივი სასმელი წყალი.

აიწონეთ დიეტის დაწყების წინა საღამოს და მეშვიდე დღის დასრულების შემდეგ.

აუცილებელი პირობა. ყოველ დილით ან ყოველ საღამოს შეასრულეთ ფიზიკური ვარჯიშები. ყველაზე უფრო შედეგიანია საღამოს 7-დან 8 საათამდე ძუნძულით სირბილი. უკეთეს შედეგს მიიღებთ, თუ კვირაში ორჯერ ცურვითაც დაკავდებით.

სასარგებლო რჩევა: კვირის განმავლობაში იმდენი სახეობის ხილისა და ბოსტნეულის გამოყენება მოგიწევთ, დასანანი იქნება, რომ ისინი კანის მოსავლელად არ გამოიყენოთ. ამიტომ, ხილის, კიტრისა და პომიდვრის თითო პატარა ნაჭერი გახეხეთ, შეურიეთ ერთმანეთს კვერცხის გულთან და 1 ჩაის კოვზ ზეითუნის ზეთთან ერთად და ყოველ საღამოს, დაძინებამდე 1-2 საათით ადრე, გაიკეთეთ ნიღაბი. ჩამოიბანეთ გრილი წყლით და შემშრალებისთანავე გადაისვით მკვებავი. იმავე მასით შეგიძლიათ გაიკეთოთ თმის ძირების ნიღაბიც.

скачать dle 11.3