კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები

კითხვა: საჭიროა თუ არა SPF დამცავი კრემების გამოყენება რუჯის ეფექტის მქონე მაკიაჟის გაკეთების დროს?

პასუხი: რუჯის ეფექტის მქონე მაკიაჟის გაკეთებისას SPF დამცავი კრემების გამოყენება აუცილებელი არ არის. საკმარისია ბრინჯაოსფერი პუდრი და მბზინავი საშუალებები.

კითხვა: მაინტერესებს, ამცირებს თუ არა გარუჯვა წვრილ ნაოჭებს?

პასუხი: წვრილი ნაოჭების ყველაზე ბუნებრივი კორექტორი არის მსუბუქი რუჯი – მუქ კანს გაცილებით ნაკლებად ემჩნევა დანაოჭება. მაგრამ, ულტრაიისფერი სხივების დიდი დოზით მიღების შემთხვევაში კანი, პირიქით, უფრო სწრაფად იფიტება და ჭკნება.

კითხვა: რომელი ხილისა და ბოსტნეულის ცოცხალი ნიღბის გაკეთება ჯობია ამ სეზონზე?

პასუხი: თუ ალერგიული არ ხართ, გირჩევთ, გაიკეთოთ იმ ხილის ან ბოსტნეულის ნიღაბი, რომელიც ხელთ გაქვთ. თითოსაათიანი ინტერვალით, დღის განმავლობაში შეგიძლიათ გაიკეთოთ 2-3 სხვადასხვა პროდუქტის ნიღაბი, ჩამოიბანოთ ნელთბილი წყლით და წაისვათ თქვენი მკვებავი ან ზეითუნის ზეთი.

კითხვა: შეიძლება თუ არა, სახის მკვებავი (მშრალი კანისთვის) ხელებზე წასასმელადაც გამოვიყენო?

პასუხი: სახის მკვებავის ხელებზე წასმა დასაშვებია, მაგრამ, ხელის კრემის სახისთვის გამოყენება კატეგორიულად არ შეიძლება.

კითხვა: მაინტერესებს, დასაშვებია თუ არა სხვადასხვა ბოსტნეულის (მაგალითად, გახეხილი კიტრისა და პომიდვრის) ერთმანეთში შერევა ნიღბის გასაკეთებლად?

პასუხი: ეს არა მარტო დასაშვებია, არამედ, უკეთესიც არის, ოღონდ სასურველია, შეურიოთ ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი (თუ მშრალი კანი გაქვთ) და მჭადის ფქვილი, რომ ჩამობანისას მსუბუქი პილინგიც გაიკეთოთ.

 

 

скачать dle 11.3