კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადამი და ევა

წამალი ერთგულებისთვის

 

გინდათ, თქვენი რჩეული ერთგული პარტნიორი იყოს და მასზე ეჭვიანობით არ დაიღალოთ?! თუმცა, რომელ ქალს არ უნდა, საყვარელი მამაკაცისთვის ერთადერთი იყოს...

შეიძლება, ვერც დაიჯეროთ, მაგრამ, ბონის უნივერსიტეტის პროფესორებს უკვე აქვთ წამალი, რომელიც მამაკაცებს ღალატს გადააჩვევს. მექალთანესაც კი ერთგულ, ცოლზე შეყვარებულ მეოჯახედ აქცევს. ეს არის სპეციალური სპრეი – ცხვირში შესასხურებელი, რომლის ერთ-ერთი კომპონენტიც ოქსიტოცინია. რა შუაშია ოქსიტოცინი მამაკაცის ერთგულებასთან? – ახლავე მოგახსენებთ. მთელი საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ ოქსიტოცინი, იგივე „სიყვარულის ჰორმონი“, თავის მხრივ, ხელს უწყობს დოფამინის გამოყოფას. ეს გახლავთ ნეირომედიატორი, რომელიც ასოცირდება დამოკიდებულებასთან. მექალთანე მამაკაცებს ოქსიტოცინის ბუნებრივი რაოდენობა საგრძნობლად შემცირებული აქვთ, ამიტომ მათ მონოგამური ურთიერთობა სიხარულს, ბედნიერებას ვეღარ ანიჭებს. საკმარისია, ჰორმონი სპრეის დახმარებით გააქტიურდეს, რომ ისინი მუდმივი და ძირითადი პარტნიორის გვერდითაც შესანიშნავად გრძნობენ თავს.

ახლა ის არის საკითხავი, სად ვიშოვოთ ბონის პროფესორების მიერ დამზადებული სპრეი და, ხომ არ შეეცდებიან მამაკაცები მის მასობრივ განადგურებას...

 

ცხოვრება ეგოისტთან

 

მამაკაცები იშვიათად არიან ყურადღებიანები საყვარელი ქალის მიმართ, მით უფრო მას შემდეგ, როცა თავისად დაიგულებენ. თუმცა, არსებობს კიდევ უფრო ცუდი ვარიანტი – ურთიერთობა ეგოისტთან.

აღარავინ დავობს იმაზე, რომ, ბუნებით, მამაკაცი ქალზე მეტად არის მიდრეკილი ეგოიზმისკენ. შეიძლება თუ არა ეგოისტის გამოსწორება? – სავარაუდოდ, შეიძლება, თუმცა, ამას დიდი მოთმინება, დრო, სურვილი და ცოტა დიპლომატიური ნიჭიც სჭირდება.

დავიწყოთ იმით, რომ ეგოისტი არასდროს შეგეკითხებათ, რა ხდება თქვენს სამსახურში, რა სიახლეებია, რა პრობლემები და, ხართ თუ არა კმაყოფილი საკუთარი საქმიანობით; ეგოისტის ყურადღების მიღმა რჩება პარტნიორის ახალი ვარცხნილობა თუ სამოსი და ეს ბუნებრივია – ის ხომ მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს. ამიტომ, ნუ ელით მისგან საოჯახო საქმეებში ხელის წაშველებას – ის ვერც კი მიხვდება, რომ იღლებით. ჩხუბი, წუწუნი – ამ შემთხვევაში გამოსავალი არ არის, კიდევ უფრო დაამძიმებთ სიტუაციას და თქვენვე შეიქმნით დისკომფორტს, თორემ, იმას არც აინტერესებს, რა პრობლემები გაქვთ.

ეგოისტების თვისებებია: არ ამჩნევენ უწესრიგობას, ანუ, წესრიგი მათთვის არაფერს ნიშნავს; გულმავიწყები, უყურადღებოები, უპასუხისმგებლოები და ზერელეები არიან; წვრილმანებს მათთვის საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, სამაგიეროდ, უსაზღვროდ უყვართ საკუთარი პერსონა. სარკის წინ დიდხანს უყურებენ თავიანთ გამოსახულებას და ხშირად ესაუბრებიან საკუთარ თავს. მათი ფიქრები ერთადერთი არსების – „მე“-ს გარშემო ტრიალებს.

თუ მამაკაცში ეგოიზმი მკვეთრად არ არის გამოხატული, მას კიდევ უპოვით გასაღებს. მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ, რომ ვერ იტანს კრიტიკას, აღიზიანებს ნებისმიერი თხოვნა, რაც მას ეგრეთ წოდებულ თავისუფლებას უზღუდავს. ეპატაჟურად, ხელების გაშლითა და ყვირილით ცდილობს, ყველას თავზე მოახვიოს თავისი აზრი, დაამტკიცოს საკუთარი სიმართლე – ასეთი სიმართლე კი ეგოისტს ყოველთვის აქვს...

 

ფსიქოლოგიური

მოუმზადებლობა

 

ოჯახების თითქმის ორმოც პროცენტს წყვილის ერთობლივი ცხოვრებისთვის ფსიქოლოგიური მოუმზადებლობა ანგრევს. ხშირად არ გვინდა და არც ვიცით, როგორ უნდა მოვუსმინოთ და გავუგოთ საყვარელ ადამიანს, წავიდეთ მასთან კომპრომისზე, გავუადვილოთ ცხოვრება, მივანიჭოთ სიხარული... ზოგჯერ კი, უბრალოდ, მსხვერპლად მივიტანოთ საკუთარი ინტერესები. უამრავ წყვილს არ დაენგრეოდა ურთიერთობა, ერთმანეთისთვის ყურადღებით რომ მოესმინათ.

ცხოვრების თანამგზავრის გარდაქმნა, მისი ხელახლა აღზრდა ძალიან რთულია, თუმცა, შეუძლებელი არ არის. თავიდანვე უნდა გაითვალისწინოთ ის, რომ ამ მტკივნეულმა პროცესმა, შეიძლება, ყველაფერი დაანგრიოს. უმჯობესია, საკუთარი თავის გარდაქმნასა და გამოსწორებაზე იფიქროთ – ეს უფრო მარტივია და ნაკლებად დამაზარალებელი... ხშირად მამაკაცს ქალი სრულ კომფორტს უქმნის – ყველა პრობლემა თუ საზრუნავი თავის მხრებზე გადააქვს და ამით საკუთარ თავს უწევს დათვურ სამსახურს. გახსოვდეთ ერთი აუცილებელი პირობა: დათმობა ურთიერთობაში აუცილებელია, მაგრამ, არასდროს თქვათ უარი საკუთარ ინტერესებზე. ზოგჯერ აუცილებელია, იყოთ პრინციპულიც. არ დაგავიწყდეთ ისიც, რომ თქვენი მეუღლე ზრდასრული, ჩამოყალიბებული და დამოუკიდებელი ადამიანია და, მით უმეტეს, წუწუნსა და საყვედურს არ აქვს აზრი. აჯობებს, დასხდეთ და მშვიდად დაილაპარაკოთ იმაზე, თუ როგორ გადაინაწილებთ მოვალეობებსა და ვალდებულებებს. მშვიდი, კონსტრუქციული საუბარი პრეტენზიული ტონის გარეშე გაცილებით მომგებიანია.

 

საკუთარ თავზე შეყვარებული!

 

ჯანსაღი ეგოიზმი ცუდი არ არის, ის ნებისმიერი ადამიანისთვის ცხოვრების სტიმული და პროგრესის მოტივაციაა. მაგრამ, როცა საკუთარი თავის სიყვარულის გამო, გარშემო ვერავის და ვეღარაფერს ამჩნევთ; როცა ფიქრობთ, რომ სამყარო თქვენი სიამოვნებისთვის არის შექმნილი, პრობლემა მარტო თქვენს ახლობლებს კი არა, თავადაც გექმნებათ. ზოგადად, ეგოისტებს ძალიან დაბალი აქვთ თვითშეფასების კრიტერიუმი და გაძლიერებული არასრულფასოვნების განცდა. რეალობაა ის, რომ ძლიერი სქესის წარმომადგენლები ორჯერ უფრო ხშირად არიან ეგოისტები. ქალს ბუნება არ აძლევს ამის საშუალებას – ის დედაა და ინსტინქტი სხვაზე ზრუნვისა ყველა დანარჩენ გრძნობაზე მძლავრად აქვს განვითარებული.

ზოგიერთი მამაკაცი კარგად ნიღბავს ეგოიზმს და თავს გულღია, უშუალო, მსუბუქი ხასიათის ადამიანად აჩვენებს. სინამდვილეში კი თვალის ჩინივით უფრთხილდება საკუთარ პერსონას და არ დაუშვებს, რომ მას ვინმემ, თუნდაც ძალიან საყვარელმა ადამიანმა (თუ ასეთი საერთოდ ეყოლება), დისკომფორტი შეუქმნას.

რა ქნას, თუ საკუთარი თავი ყველაზე და ყველაფერზე მეტად უყვარს?! რაც არ უნდა გააკეთოს, ელოდება მქუხარე აპლოდისმენტებსა და მისი ზენიჭიერების აღიარებას: პურიც რომ მიიტანოს სახლში, პატარა ლურსმანიც რომ მიაჭედოს, მეუღლემ ტაში თუ არ დაუკრა, ბრაზობს და იბუტება. თვითონ კი, როგორც არ უნდა იზრუნოთ მასზე, მადლობას არ გეტყვით, რადგან, დარწმუნებულია, რომ ეს დაიმსახურა – აი, ასე ფიქრობს და იფერებს თქვენს ყურადღებას. აზრი არ აქვს წუწუნს, ტირილს, ნერვიულობას, ან იმის მოთხოვნას, რომ საკუთარ თავზე მეტად უყვარდეთ. შეეგუეთ იმას, რომ მას უყვარს მხოლოდ თავისი „მე“ და ეს ყოველთვის ასე იქნება!

скачать dle 11.3