კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არის სახიფათო გარდაცვლილი ადამიანის ნივთების ტარება და როგორ შევარჩიოთ ტანსაცმელი, რომელიც წარმატების მიღწევაში დაგვეხმარება

ადამიანთა უმეტესობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ჩაცმას. ტანსაცმელი ყველაზე ახლოს არის ადამიანის სხეულთან. როგორც პარაფსიქოლოგი და ეზოთერიკოსი, ქალბატონი ნანი ამბობს, ტანსაცმელს აქვს თვისება, გაიზიაროს თავისი მფლობელის ბედი, შეინახოს მისი ცხოვრების დეტალები და ინფორმაციაც კი მოგვაწოდოს მომავალზე. მისივე თქმით, შესაძლოა, ტანსაცმელმა ნებისმიერი თქვენგანის ბედზეც იქონიოს გარკვეული ზემოქმედება და, თუ ამის შესახებ ინფორმირებული იქნებით, ადვილად დაძლევთ პრობლემებს, წინაღობებს და ცხოვრებაში თამამად გადადგამთ ნაბიჯებს.

 

ნანი: ბევრისგან მსმენია, ბედი არ მაქვს, რას გავჩნდი ამქვეყნადო. ასე ლაპარაკი არ შეიძლება, ამით საკუთარ თავსაც თვალავთ და წარმატებებისკენ მიმავალ გზასაც ხერგავთ. ამას ჯობია, იმოქმედოთ, არ გააკეთოთ ისეთი რამ, რაც უკან ცუდად დაგიბრუნდებათ და ცხოვრებას გაგიმწარებთ. გეტყვით, რომ წარუმატებელი ადამიანი არ არსებობს, არსებობენ ინფორმაციის უარმყოფელი ადამიანები, რომლებიც არ ითვალისწინებენ ყოველდღიურ ცხოვრებაში იმას, რაც სწორედ მათ ბედზე აგებს პასუხს და მათ უიღბლობას განაპირობებს. მერწმუნეთ, ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია, საკუთარ თავს დაეხმაროს, გახდეს წარმატებული, სასურველი და იღბლიანი. ნურასდროს იტყვით საკუთარ კეთილდღეობაზე უარს და ნურც იმაზე დაიწუწუნებთ, რომ თქვენს დაბადებას იღბალი და ბედი არ დაჰყვა.

– ამბობენ, გარკვეული ტანსაცმლის ტარება ადამიანის ბედთან და იღბალთან არის კავშირშიო. ეს როგორ გავიგოთ?

– მართალია, დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ცხოვრებაში ტანსაცმელს და იმას, თუ როგორ იცვამს ის. მე ამ შემთხვევაში არა ძვირად ღირებულ და ბრენდულ ტანისამოსს, არამედ, სწორად ჩაცმასა და საკუთარი გარეგნობის მიმართ გონივრულად მიდგომას ვგულისხმობ. უკვე საიდუმლო აღარ არის, რომ, სამოსი, რომელიც თუნდაც სულ ცოტა ხანს ეცვა სხვა ადამიანს, მის ბედთან დაკავშირებულ ინფორმაციას ითვისებს. მისი ჩაცმით, შესაძლოა, ის ბედი ჩვენც გავიზიაროთ – ეს მომენტი ეზოთერიკაში უცხო არ არის. ნათხოვარი ტანსაცმლის ტარების დროს სხვისი ბედი საკუთარ ინფორმაციულ ველში გადაგვაქვს. ალბათ, გსმენიათ, რომ ბევრი ერიდება გარდაცვლილი ადამიანის ტანსაცმლის ტარებას და ეს სწორი ქმედებაა.

– მე კი პირიქით მსმენია, თუ გარდაცვლილის ტანსაცმელს ატარებ, კარგიაო.

– ეს, რასაკვირველია, მცდარი მოსაზრებაა, რადგან, სიკვდილი სამუდამო ინფორმაციულ კვალს ტოვებს ქსოვილზე. ასეთი ნაკვალევის განადგურება კი მხოლოდ ცეცხლს შეუძლია. ყველა, ვინც გარდაცვლილი ადამიანის ტანსაცმელს ატარებს, აღნიშნავს, რომ გუნება-განწყობა უფუჭდება, გული უმძიმდება და არც წინსვლა აქვს ცხოვრებაში. ერთი მეზობელი მყავდა, ახალგაზრდა ბიჭი. დაუნდობლად მოკლეს ქუჩაში მისმა თანატოლებმა. რა იყო მისი მოკვლის მიზეზი, ეს სხვა თემაა, მაგრამ, დასაფლავების შემდეგ, უახლოესმა ძმაკაცებმა მისი ტანსაცმელი გამოართვეს გამწარებულ და გაუბედურებულ დედას და გადაწყვიტეს, გარდაცვლილი ძმაკაცის სახელზე ეტარებინათ. ძალიან უყვარდა საწყალს ჩაცმა და იმდენი ტანსაცმელი ჰქონდა, სად წაეღო, აღარ იცოდა, თან, ყველა ხარისხიანი და ძვირფასი. დამიჯერეთ, სამივე ბიჭს შეეცვალა ხასიათი; ისე აერიათ ცხოვრება, მტერს არ ვუსურვებ. გარდაცვლილის დედასთან ახლოს ვარ და ვუთხარი: ლალი, უკვე ექვსი წელი გავიდა და, უთხარი შენი შვილის ძმაკაცებს, ნუღარ იცვამენ გიორგის სამოსს, ხომ ხედავ, ბიჭები რა დღეში არიან, ცხოვრება აერიათ და ლამის თავები დაიხოცონ-მეთქი. მართლაც, დამიჯერა, დაიბარა ბიჭები და სთხოვა, ნუღარ ჩაიცვამთ ჩემი გარდაცვლილი შვილის ტანსაცმელს, ეს ჩემზე ცუდად მოქმედებსო. სულ რაღაც სამი თვეა, გაიხადეს ბიჭებმა გარდაცვლილი ძმაკაცის ტანსაცმელი და ნელ-ნელა მათი ცხოვრებაც დალაგდა.

– კონკრეტულად რაში გამოიხატა უკეთესობა?

– ეს ბიჭები ჩემს უბანში ცხოვრობენ და ჩემს ხელში არიან გაზრდილები. ერთმა შეყვარებული გაიჩინა და აღარ დგას სულ უბანში და აღარ არჩევს საქმეებს, მეორემ მუშაობა დაიწყო და, იმედია, მესამესაც მალე გაუმართლებს. დამიჯერეთ, ეს უბრალო დამთხვევა არაა და ამაში სხვა ეზოთერიკოსებიც დამეთანხმებიან. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ტანსაცმლის შეძენა არ არის სასურველი იმ ადამიანისგან, რომელიც თქვენში ქვეცნობიერად იწვევს ანტიპათიას. ასეთი ტანსაცმლის ტარებამ კი, შესაძლოა, დეპრესიაში ჩაგაგდოთ, აგრესიული გაგხადოთ და ელემენტარულმა წინააღმდეგობამ ისე გამოგიყვანოთ წყობიდან, რომ ლანძღვა-გინებაზე გადახვიდეთ. გირჩევთ, დააკვირდით, რომელი ტანსაცმლის ტარებისას გემართებათ ასე, რისი ჩაცმის შემდეგ გიფუჭდებათ გუნება-განწყობა, ადვილად ღიზიანდებით, უსიამოვნებებში ეხვევით. მაგრამ, თუ, პირიქით, რომელიმე სამოსში გამოწყობილი ენერგიის მოზღვავებას გრძნობთ, ადვილად გამოგდით საქმე და წარმატებებს აღწევთ ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, მაშინ ასეთი ტანსაცმელი ხშირად ჩაიცვით. ამ დროს მისი დადებითი ენერგეტიკა თქვენზეც გადმოდის და იღბლიანობაც იმატებს. დააკვირდით, ჩვენი ქვეცნობიერი ხშირად გვკარნახობს და გვაფრთხილებს მომავალი უსიამოვნებების შესახებ, რომელსაც ჩვენ ჯერ ვერც ვხედავთ და ვერც ვგრძნობთ. ასევე, ნუ იყიდით თქვენთვის საჭირო ნივთს ასეთი ადამიანისგან, რადგან მას შეუძლია, უმოკლეს დროში დამუხტოს ეს ნივთი უარყოფითი, ნეგატიური ენერგიით. ხშირად ეს გაუცნობიერებლად ხდება, რის შედეგადაც ეს ენერგია ნაყიდ ნივთთან ერთად თქვენს ბინაში შემოდის, თქვენზე გადმოდის და უამრავ პრობლემას გიქმნით. დამეთანხმებით, არ არსებობს ადამიანი, რომელიც არ ოცნებობდეს, იყოს წარმატებული, ჰქონდეს ბევრი ფული, აიწყოს ოჯახური თუ კარიერული ცხოვრება, გახდეს სასიამოვნო კომპანიონი, იდილია შეიქმნას გარშემო და ასე შემდეგ. სამწუხაროდ, ეს ყოველივე ბევრს ცხოვრების ბოლომდე ოცნებად რჩება, საწადელს კი გაცილებით ნაკლები აღწევს. არადა, საწადელის მიღწევა არც ისე ძნელია, თუ გონივრულად იცხოვრებთ და გეცოდინებათ, რა დროს რა უნდა მოიმოქმედოთ, რა თქვათ და რა გაიაზროთ. ადამიანს მფარველი ანგელოზი ყოველთვის აძლევს შანსს, იყოს ბედნიერი, აიხდინოს ოცნებები და გახდეს სასურველი და წარმატებული. ეს შანსი არ უნდა გაუშვათ ხელიდან.

– ამბობენ,  თუ ადამიანი საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდა, ადვილად აღწევს წარმატებასო. იქნებ, გვასწავლოთ, როგორ აღმოვჩნდეთ სასურველ დროს სასურველ ადგილას?

– ამისთვის დაკვირვება და ფხიზელი თვალია საჭირო და ყველაფერს თავად მიხვდებით. მიაქციეთ ყურადღება, რა მინიშნებას გაძლევთ ცხოვრება – ასეთი მინიშნებები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში უამრავია, მაგალითად: თუ ფეხსაცმელზე ქუსლი მოგტყდათ, აუცილებლად ელოდეთ სასიამოვნო ცვლილებას ბედში; თუ ქუდი წაგართვათ ქარმა, პირად ცხოვრებაში უსიამოვნებები გელით; თუ დილით, სამსახურში მიმავალს, ქუჩაში პირველად ხეიბარი ადამიანი შეგხვდათ, არ აგცდებათ უსიამოვნო შეხვედრა ან საუბარი უფროსობასთან და, ამიტომ, ეს დღე ფრთხილად და წინდახედულად უნდა განვლოთ: მოერიდოთ ძალაუფლების მქონე ადამიანებთან საუბარს და კომპანიონებთან ან კოლეგებთან ერთობლივ საქმიანობას; თუ საათზე დრო ჩამორჩა, არ გირჩევთ ამ დღეს ფულის სესხებას ან გასესხებას; თუ ხელიდან გიცვივდებათ ნივთები, ეს დიდი ბედნიერების ნიშანია, მაგრამ, თუ ჩაი ან ყავა გადაგესხათ ტანსაცმელზე, ფრთხილად იყავით, შესაძლოა, რამე დაკარგოთ.

 

скачать dle 11.3