კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეივსეთ ორგანიზმი ვიტამინებით

რომელ დაავადებებზე მეტყველებს ძილის დარღვევა

თუ ძილთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ, მაშინვე ნუ შეშფოთდებით, რადგან, ამ პრობლემას ორგანიზმი ნელ-ნელა მოაგვარებს, მაგრამ, თუ უძილობა დიდხანს გრძელდება, ეს იმაზე მეტყველებს, რომ სასწრაფოდ უნდა მიაქციოთ სათანადო ყურადღება ჯანმრთელობას.

პირველ ყოვლისა, აუცილებელია, ისწავლოთ სწორად სუნთქვა. სწორად სუნთქვისა და სისხლის სისტემების საშუალებით მარაგდება ჩვენი ორგანიზმი ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით, იწმინდება და ახლდება ის. თუ ფილტვები წესრიგში არ გაქვთ, დღის განმავლობაში ეს თავს იჩენს მთქნარებით, ღამით კი – ძილის სურვილით (ანუ, გეძინებათ, მაგრამ, ვერ იძინებთ).  გაამახვილეთ ყურადღება სუნთქვის სისტემაზე, თუ ნორმალურად დაძინებას მხოლოდ გამთენიისას ახერხებთ.

გულის დაავადებაზე მეტყველებს თვალების ქვეშ ჩალურჯებული რკალები, რაც მკვეთრად არის გამოხატული ძილის შემდეგ და დიდხანს არ ქრება. თუ ღამით დაძაბულს გძინავთ, გიწყდებათ სიზმრები, გეუფლებათ სევდა ან შიში, ყურადღება მიაქციეთ გულ-სისხლძარღვთა სისტემას.

თუ საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობა სათანადოდ არ არის მოგვარებული, ეს აისახება ორგანიზმის ზოგად მდგომარეობაზე, ამის განსაზღვრა კი სწორედ ძილის საშუალებით ხდება. 

კუჭის ან საყლაპავი მილის დაავადებას გამცნობთ მშვიდი, მაგრამ ხანმოკლე ძილი. განსაკუთრებით მიხედეთ კუჭს, თუ ძილის შემდეგ ტუჩებზე პატარა ნახეთქები გიჩნდებათ და ყელი გიშუპდებათ; ასევე, თუ გაწუხებთ სხეულის ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა.

წვრილი ნაწლავის პრობლემების დროს, ძილში ძლიერდება ოფლიანობა, დილით კისრის დაბუჟება იჩენს თავს, ხოლო ტუჩებსა და პირის ლორწოვან გარსზე ჩნდება ნადები. თუ დაძაბული ძილი გაქვთ, სტრესულ ან ინტიმურ სიზმრებს ხედავთ, ყურადღება მიაქციეთ წვრილი ნაწლავის მდგომარეობას.

თუ მსხვილი ნაწლავი წესრიგში არ გაქვთ, საღამოს ადრიანად მოგერევათ ძილი, დაძინებისას კი მოუსვენრობა შეგაწუხებთ. დილას, შესაძლოა, პირში ცუდი სუნი იგრძნოთ, მთელი დღის განმავლობაში კი სისუსტემ შეგაწუხოთ.

მუდმივი მეტეორიზმიც მსხვილი ნაწლავის დაავადების მანიშნებელია. როცა დღისით ძილის სურვილი გიჩნდებათ და იძინებთ, მაგრამ, შფოთავთ და ვერ ისვენებთ, ყურადღება მიაქციეთ ელენთასა და კუჭქვეშა ჯირკვალს. ამ დროს, შესაძლოა, გაგიჩნდეთ ტკბილზე მოთხოვნილება, დილით გაგაღვიძოთ შემცივნებამ, შეგაწუხოთ ტერფების სიმძიმემ.

თუ დილით შეშუპებას გრძნობთ მუხლქვეშ, ესე იგი, წესრიგში არ გაქვთ ლიმფური და იმუნური სისტემები. 

 

როგორ მოვიქცეთ საკვებითა და წყლით ინტოქსიკაციის დროს

წყლითა და საკვებით ინტოქსიკაცია მწვავე დაავადებაა, რაც ხასიათდება გულისრევით, ღებინებით, ფაღარათით ან ნევროლოგიური სიმპტომებით. ბაქტერიული კვებითი ინტოქსიკაციის ყველაზე ხშირი გამომწვევია ოქროსფერი სტაფილოკოკებით საკვების დაბინძურება; ასევე, მისი დაბინძურება სალმონელათი, ბაციდუს ცერეუსით, კლოსტრიდიუმ პერფრინგენსით. მაგალითად, საკვები სტაფილოკოკით მაშინ ბინძურდება, როცა მისი მომზადების ან შენახვის წესი დარღვეულია. განსაკუთრებით ეხება ეს საკონდიტრო ნაწარმს, რომელიც ოთახის ტემპერატურაზე ინახება რამდენიმე საათის განმავლობაში. ასეთ შემთხვევაში, ამ პროდუქტში იქმნება სტაფილოკოკის გამრავლებისთვის კარგი პირობები და ხდება ენტეროტოქსინის წარმოქმნა. სწორედ ეს არის ის ტოქსინი, რომელიც დაავადების განვითარებას იწვევს.

სტაფილოკოკური დაავადების დროს, პირველი ხუთი-ექვსი საათის განმავლობაში იწყება გულისრევა, მუცლის ტკივილი, ფაღარათი, ხანდახან შოკიც კი. ტემპერატურა ოდნავ მომატებულია და ადამიანი თავს ცუდად გრძნობს.

სალმონელა ადამიანის ორგანიზმში საკვებიდან ხვდება, განსაკუთრებით კი – კვერცხიდან, ხორციდან და ისეთი პროდუქტებიდან, რომლებიც სათანადოდ არ არის თერმულად დამუშავებული. ასეთ შემთხვევაში ხდება მასობრივი ინფიცირება.

სალმონელათი დაბინძურებული საკვებით ინტოქსიკაცია უფრო ხშირად ბავშვებში ფიქსირდება. იწყება ღებინება, ტემპერატურის მკვეთრი მატება, საერთო სისუსტე, თავისა და მუცლის ტკივილი, კანის გამოშრობა, მუცლის შებერვა; ასევე, აღინიშნება ფაღარათი, განავალი კი თხელი, ლორწოვანი და ქაფისებურია. ამ დროს ავადმყოფს უცივდება კიდურები, ხშირია გონების დაკარგვა და კრუნჩხვაში ჩავარდნა. ეს სიმპტომები ვითარდება საკვების მიღებიდან 6-46 საათის განმავლობაში.

კლოსტრიდიუმ პერფრინგენსი ფართოდაა გავრცელებული წყალში, ნიადაგში, ადამიანისა და ცხოველის განავალში. სპორები ძალიან ადვილად მრავლდება და ინტენსიურად აბინძურებს საკვებ პროდუქტებს. ეს დაავადება ძირითადად ზაფხულში იჩენს თავს.

კლოსტრიდიებით გამოწვეული მოწამვლა იწყება საკვების მიღებიდან 6 – 12 საათის განმავლობაში. იმატებს ტემპერატურა, აღინიშნება ფაღარათი, ღებინება, მუცლის შეტევითი ტკივილი.

საკვებით ინტოქსიკაციის დროს უნდა მიიღოთ რაც შეიძლება ბევრი სითხე ან გაიკეთოთ გადასხმა და ამით აინაზღაუროთ სითხის დანაკლისი. ზოგიერთ შემთხვევაში საჭირო ხდება ანტიბიოტიკების მიღება. ამ მხრივ, პროფილაქტიკას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, უბრალოდ, ზაფხულში აუცილებლად უნდა დაიცვათ საკვების შენახვისა და მომზადების სანიტარიული და ჰიგიენური წესები. მოწამლული ადამიანი სრულ იზოლაციაში უნდა იყოს.

 

თევზი და პომიდორი პროსტატის სიმსივნის რისკს ამცირებს

პროსტატის სიმსივნით დაავადების საშიშროება მამაკაცებში ასაკში შესვლისთანავე იმატებს. ექიმები მათ ცხიმიანი თევზის ჭამას ურჩევენ, რადგან, დამტკიცებულია, რომ ცხიმიანი თევზი საგრძნობლად ამცირებს პროსტატის სიმსივნის რისკს.

ის, ვინც თევზს რეგულარულად და ხშირად მიირთმევს, პროსტატის კიბოსგან, პრაქტიკულად, დაზღვეულია.

თევზის ცხიმი მეტად სასარგებლოა, ის შეიცავს ომეგა 3-ის ცხიმოვან მჟავებს.

პროსტატის სიმსივნის პროფილაქტიკისთვის პომიდორიც ძალიან სასარგებლოა. ის ძლიერ ანტიოქსიდანტს, კერძოდ, ლიკოპინს შეიცავს. ოღონდ, გაითვალისწინეთ, ის უმი კი არა, თერმული დამუშავების შემდეგ უნდა მიირთვათ.

თუ მამაკაცი დღეში ექვს ცალ პომიდორს მიირთმევს, შეუძლია, მშვიდად იყოს, რადგან, პროსტატის სიმსივნე მას არასოდეს შეაწუხებს.

 

ასაკის მატებასთან ერთად სახსრების პრობლემები იჩენს თავს

ადამიანის მოძრაობას უზრუნველყოფს სახსრები. საკმაოდ ხშირია სახსრებთან დაკავშირებული პრობლემები, მაგალითად, ტრავმა, ართრიტი, რევმატიზმი და ასე შემდეგ. ამ დროს საჭიროა დროული მკურნალობა, რათა აღდგეს დაზიანებული სახსრების ნორმალური ფუნქციონირება. 

სახსრების ართრიტს ან რევმატიზმს ძირითადად იწვევს სასუნთქი გზებით ორგანიზმში მოხვედრილი სტრეპტოკოკები. ხშირად, სახსრები აწუხებს მათ, ვისაც ნივთიერებათა ცვლა აქვთ დარღვეული. ისინი ხშირად ავადდებიან ნიკრისის ქარით. 

როცა ირღვევა შარდმჟავას ცვლის პროცესი, ეს ნივთიერება გროვდება ორგანიზმში და ილექება სახსრებში, რაც მათ დაზიანებას იწვევს. ამიტომ, თუ სახსრების დაავადება აწუხებდა თქვენს წინაპარს, აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება კვებას. არ შეზღუდოთ ცილის შემცველი პროდუქტების მიღება და პერიოდულად უნდა გაიკეთოთ ანალიზი შარდმჟავას რაოდენობის გამოსაკვლევად. 

სამწუხაროდ, ასაკის მატებასთან ერთად, მრუდდება სახსრები, ხშირად, 35-40 წლის ასაკშიც კი, ადამიანთა უმეტესობა სახსრების ტკივილს უჩივის. 

რაც შეეხება ზედმეტ წონას, ის დამღუპველია მენჯ-ბარძაყისა და მუხლების სახსრებისთვის. ამიტომ, გირჩევთ, შეინარჩუნოთ ნორმალური წონა, ივარჯიშოთ, რადგან, ყოველდღიური ვარჯიში ამაგრებს და მოქნილობას სძენს სახსრებს. ასევე, დაგეხმარებათ მასაჟი, ფიზიოპროცედურები, ვიტამინოთერაპია. სახსრებზე განსაკუთრებით დადებითად მოქმედებს B ჯგუფის ვიტამინები.

 

შეივსეთ ორგანიზმი ვიტამინებით

ამ სეზონზე გაქვთ შანსი, ორგანიზმი ვიტამინებით მოამარაგოთ. ამისთვის სეზონური ახალი ხილი ნამდვილი მისწრებაა. წვენმა რომ თავისი უნიკალური და სასარგებლო თვისებები შეინარჩუნოს, აუცილებელია, მისი მომზადების წესები დაიცვათ.

სასურველია, ხილი და ბოსტნეული გახეხოთ პლასტმასის სახეხზე (და არა ლითონისაზე), რადგან, რკინასთან შეხება ანადგურებს ვიტამინების ნაწილს, განსაკუთრებით კი – C ვიტამინს. თუ წვენსაწური გაქვთ, კურკიან ხილს ნუ ჩაყრით. ფოთლოვანი ბოსტნეული კი ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ და შემდეგ გაწურეთ.

ფერმენტები, ვიტამინები და არომატული ნივთიერებები სწრაფად ნადგურდება ჰაერზე, ჟანგბადის ზემოქმედების გამო. ამიტომ, წვენი უშუალოდ მიღების წინ უნდა მოამზადოთ ან შეინახოთ მინის, ფაიფურის ან მომინანქრებულ, მჭიდროდ თავდახურულ ჭურჭელში.

წვენი უნდა სვათ ნელ-ნელა, პატარ-პატარა ყლუპებით. ცოტა ხნით პირის ღრუში გაიჩერეთ, რათა ნერწყვს შეერიოს – ეს ხელს უწყობს ორგანიზმის მიერ მის მთლიანად შეწოვას.

არ არის საჭირო იმ ხილისა თუ ბოსტნეულის გათლა, რომლისგანაც წვენის გამოწურვას აპირებთ, რადგან, ვიტამინების უმეტესობა სწორედ კანქვეშ ილექება. ასევე, არ არის რეკომენდებული, წვენს დაუმატოთ შაქარი.

 

რა უნდა მოიმოქმედოთ კუჭ-ნაწლავის ქრონიკული აშლილობის დროს

კუჭ-ნაწლავის ქრონიკული აშლილობისას გამოიყენეთ შემდეგნაირად მომზადებული ნაყენი: 2-2 ან 3-3 სადილის კოვზი კრაზანა და ასისთავა წამოადუღეთ 1 ლიტრ წყალში. დალიეთ მთელი დღის განმავლობაში. ეს ნაყენი არის კუჭის წვენის მაღალი მჟავიანობის ნატურალური გამანეიტრალებელი. ასევე, მადის მომგვრელი და ნაღვლის გამომყოფი საშუალებაც.

არსებობს კიდევ ერთი უებარი რეცეპტიც, კერძოდ, 1 სადილის კოვზ ასისთავას დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ ნახევარი საათით თავდახურული, შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 1 სადილის კოვზი, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. მკურნალობის ერთი კურსისთვის დაგჭირდებათ 50 გრამი ასისთავა.

ასისთავა, ასევე, გამოიყენება კუჭის სიმძიმის, კუჭის წყლულისა და ანემიის დროს; აგრეთვე, ღვიძლის დაავადებისას, ნაღვლის არასაკმარისი სეკრეციის, დიაბეტისა და კანზე გამონაყარის სამკურნალოდ.

ასისთავა უებარი წამალ-ნაყენია ძნელად შესახორცებელი ჭრილობების დროს გარედან მოსაბანად. ამისთვის, 1 ან 2 ჩაის კოვზი დაქუცმაცებული ასისთავას ხმელი ბალახი, რომელიც აფთიაქებში უკვე ხელმისაწვდომია, ჩაყარეთ 2 ჭიქა ადუღებულ წყალში. თუ გაგიჭირდათ მისი დალევა, შეგიძლიათ, დაატკბოთ შაქრით ან თაფლით. მიიღეთ ერთი დღე-ღამის განმავლობაში.

გაითვალისწინეთ, რომ ასისთავას ყველა პრეპარატი უნდა მიიღოთ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

скачать dle 11.3