კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა: ჭიპის არეში ვგრძნობ ყრუ ტკივილს. ჭამის შემდეგ მალე გავდივარ კუჭში და განავალი არის მოუნელებელი. ასევე, ჭამის შემდეგ მეხვევა თავბრუ. როგორც ვიცი, ენტერიტის ნიშნებია, მაგრამ სიცხე არ მაქვს. ვიცავ დიეტას, ვჭამ ფაფებს. საჭიროა თუ არა ასეთ დროს მედიკამენტური მკურნალობა ან რამე გამოკვლევა? 

პასუხი:  რადგან დიეტის დაცვა საკმარისი არ არის, რა თქმა უნდა, აუცილებელია, მიმართოთ გასტროენტეროლოგს, ჩაიტარეთ გამოკვლევები და დაგენიშნებათ მდგომარეობის შესაბამისი მკურნალობა. თქვენ, სავარაუდოდ, ნაწლავთა დისბაქტერიოზი გაწუხებთ. 

კითხვა:  მაინტერესებს, ნაფტიზინმა რა ზიანი შეიძლება მოუტანოს ნაყოფს? მთელი ორსულობა ვიწვეთებ. 33 კვირის ვარ. 

პასუხი:  ნაფტიზინი არის სისხლძარღვების შემავიწროვებელი საშუალება. მართალია, მას ცხვირში იწვეთებთ, მაგრამ, ის მაინც მოქმედებს სისტემურად, მათ შორის, საშვილოსნო-პლაცენტის სისხლძარღვებზეც და იწვევს საშვილოსნო-პლაცენტური სისხლის მიმოქცევის დარღვევას, რაც, შესაძლოა, ნეგატიურად აისახოს ნაყოფის ზრდა-განვითარებაზე. ორსულობის მიმდინარეობის შესაფასებლად მიმართეთ გინეკოლოგს. 

კითხვა:  ჩემი შვილი 9 თვისაა და იწონის 9.300 კილოგრამს, მისი სიმაღლე კი 74 სანტიმეტრია. დაიბადა 2.800 კილოგრამი წონაში ხომ არ ჩამორჩება? 

პასუხი:  თქვენს შვილს არათუ ჩამორჩენა  აქვს, არამედ, აღემატება ამ ასაკისთვის საშუალო ნორმალურ მაჩვენებელს.  

კითხვა: მაინტერესებს, საზიანოა თუ არა ქალებისთვის ქირურგიული კონტრაცეფცია, ანუ, სრული სტერილიზაცია (როცა ქალი მეტი შვილის გაჩენას არ აპირებს)? იწვევს თუ არა ეს  ჰორმონების ცვლილებებს, გასუქებას, სხვა გართულებებს, სიმსივნის განვითარების რისკსა და ქალური ფუნქციების დაქვეითებას? 

პასუხი:  მილების გადაკვანძვა ჯანმრთელობისთვის საზიანო არ არის და არ იწვევს ჰორმონულ დარღვევებს ან კლიმაქსს, უბრალოდ, აღარ ხდება დაორსულება, ანუ, პროცესი შეუქცევადია და, თუ სამომავლოდ კვლავ მოისურვებთ ბავშვის გაჩენას, ეს შეუძლებელი იქნება.

კითხვა: მაინტერესებს, ბრმა ნაწლავის ოპერაციის შემდეგ რამდენ ხანში შეიძლება გათხოვება? 

პასუხი:  ნაკერების მოხსნიდან 2-3 კვირის შემდეგ, თუ რაიმე სახის ჩივილი არ გექნათ, შეგიძლიათ, თქვენი გეგმები განახორციელოთ.

კითხვა: ვარ 14 წლის, პირთან და იღლიაში მაქვს მოყავისფრო ლაქები, რაც დისკომფორტს მიქმნის. ვიწმენდ ლიმონით, თუმცა, არანაირი შედეგი არ აქვს. რით შეიძლება იყოს ეს გამოწვეული? 

პასუხი:  პიგმენტური ლაქების გაჩენის მიზეზები მრავალფეროვანია: ჰორმონული დარღვევები (ჰიპერთირეოზი, საკვერცხეების დაავადებები); სხვადასხვა მედიკამენტები (ანტიდეპრესანტები, ანტიარითმიულები); არასაკმარისი კვება; ანთებები და ნივთიერებათა ცვლის დარღვევა – ღვიძლის დაავადებები; ფოტოტოქსიკური და ფოტოალერგიული ნივთიერებები, რომლებიც უხვად არის კოსმეტიკურ საშუალებებში; გენეტიკური ფაქტორები; გადამეტებული გარუჯვა. შეგიძლიათ, სცადოთ შემდეგი საშუალებები: 1. სადილის კოვზი ახალი რძე და 1 სადილის კოვზი ღვინის სპირტი კარგად აურიეთ ერთმანეთში, შეიზილეთ ლაქების მიდამოში და გაიჩერეთ მთელი ღამის განმავლობაში. ასე გააკეთეთ რამდენიმე დღე. 2. 1 კოვზი წყალბდის ზეჟანგი და 2 წვეთი ნიშადურის სპირტი კარგად აურიეთ, შემდეგ სწრაფად და თანაბრად წაისვით პრობლემურ ადგილებზე. როგორც კი იგრძნობთ წიწკნას, ჩამოიბანეთ წყლით (ფრთხილად, კანი არ დაიწვათ!).

 

скачать dle 11.3