მხოლოდ ფაქტები
* აღგზნებისგან გამოწვეული მუცლის სპაზმები – ასე ხსნის ინგლისური ეტიმოლოგიური ლექსიკონი სიტყვა Batterfly-ს, რაც 1936 წელს ცურვის სტილს ეწოდა.
* მონოგრამა ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს mono – ერთი, gramma – ასო. ასევე, ინიციალი – initialis. ორივე მათგანი თითქმის ერთი მნიშვნელობით გამოიყენება.
* კანადაში იუბილარებს ცხვირზე კარაქს აცხებენ, რომ უბედურება არ მიეკაროს. ირლანდიაში მათ კუთხეში მიიმწყვდევენ და თავს იატაკზე ადებინებენ იმდენჯერ, რამდენი წლისაც გახდა და ერთიც – ბედნიერებისთვის. ძველი რუსული ტრადიციით კი იუბილარებს ყურს უწევენ.
* ჩინელი გამყიდვლის, ლიუ ლინჩაოს სახლი, რომელსაც თან დაატარებს, გამოყენებული ბოთლებით, ეგრეთ წოდებული სკოჩითა და ბამბუკისგანაა დამზადებული და სულ 60 კილოგრამს იწონის. მობილური სახლი პატარაა, თუმცა იქ თაროებიცაა, ცეცხლის დანთება და საკვების მომზადებაც შეიძლება და, რა თქმა უნდა, დაწოლაც.
* პლუტონის ზედაპირის ფართობი დაახლოებით ევროპის ფართობის ტოლია. მისი დიდი ნაწილი ყინულითაა დაფარული და იმიტომ, რომ მზისგან შორსაა, კომეტასავით კუდი არ მისდევს.
* ცხენების მოყვარული ფილიპე მეოთხის ქანდაკება, სავარაუდოდ, პირველი ქანდაკებაა, რომლის სიმძიმის ცენტრი ისეა გათვლილი, რომ ცხენს მხოლოდ ორი საყრდენი წერტილი აქვს.
* ამერიკის ოთხი შტატის: იუტას, კოლორადოს, არიზონას და ნიუ-მექსიკოს საზღვრები ერთ წერტილში იკვეთება და რადგანაც ეს ადგილი უდაბნოა, საზღვრები პირობითად სწორი ხაზებია და ამ წერტილში ჯვრის სახითაა წარმოდგენილი.
* კოკო შანელმა თავისი ცნობილი სუნამო „შანელი ¹5“ 1921 წლის 5 მაისს წარადგინა. ერთი ვერსიით, სახელწოდებაში ¹5 მან იმიტომ აირჩია, რომ მეხუთე ფლაკონის შიგთავსი მოეწონა, მეორე ვერსიით – 5 მისი საყვარელი რიცხვი იყო, მესამე ვერსია კი – უბრალოდ, 5 მაისი იყო.
* რესტავრაციის შემდეგ, ცნობილი პიზის კოშკის გადახრის კუთხე 27 მინუტით შემცირდა, რაც 45 სანტიმეტრის ტოლია. სრული გასწორება კი, მისადმი ტურისტებს ინტერესს დაუკარგავდა, რაც ქალაქს შემოსავალსაც შეუმცირებდა.