ლუპიტა ნიონგო – „ოსკარების“ გადაცემის ცერემონიალზე აღმოჩენილი ახალი ვარსკვლავი
კენიელი მსახიობი ლუპიტა ნიონგო ფილმ „მონობის 12 წლის” ეკრანებზე გამოსვლითანავე გახდა ცნობილი, ხოლო, მასში განსახიერებული როლისთვის მიღებულმა „ოსკარმა” ნომინაციაში – „საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი ქალი მსახიობი,” კიდევ უფრო გაამყარა მისი ვარსკვლავური სტატუსი.
* როლი ფილმში „მონობის 12 წელი” ლუპიტა ნიონგოს კარიერაში სულ რაღაც მესამეა. გარდა ამისა, „ოსკარების” დაჯილდოების ცერემონიალზე ლუპიტა ერთ-ერთ ყველაზე გემოვნებით ჩაცმულ მსახიობად დაასახელეს. „პრადას” თეთრ კაბაში გამოწყობილი შავკანიანი ლამაზმანი ცერემონიალის ნამდვილი მშვენება იყო.
* ლუპიტა ამონდი ნიონგოს მშობლები წარმოშობით კენიიდან არიან, თუმცა, მომავალი მსახიობი მექსიკაში დაიბადა. შვილის დაბადებიდან რამდენიმე ხანში ოჯახი სამშობლოში დაბრუნდა, თუმცა, 16 წლის ასაკში ლუპიტა მეხიკოში დაბრუნდა, სადაც ესპანური ენის შესწავლა დაიწყო.
* ლუპიტას მამა, პიტერ ანიანგ ნიონგო გავლენიანი კენიელი პოლიტიკოსია – ის არის კუსუმას ოლქის სენატორი კენიის დასავლეთში და კენიის დაგეგმარებისა და ნაციონალური განვითარების ყოფილი მინისტრი.
* ლუპიტა არა მარტო მსახიობი, არამედ, სცენარისტი და რეჟისორიცაა. მისი პროდიუსერობით გადაღებული ფილმი ალბინოსების პოპულაციაზე, აფრიკაში სტუდენტური ფილმების ფესტივალზე იყო წარმოდგენილი ჰემფშირის კოლეჯში, სადაც ლუპიტა სწავლობდა. ლუპიტას, ასევე, დამთავრებული აქვს იელის უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი.
* ლუპიტა კომპიუტერული თამაშების ფანატიკოსია. ჯიმი კიმელის შოუში მიწვეულმა ვარსკვლავმა აღიარა, რომ 1999 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა, თუმცა, ნაკლებად ახსოვს ეს მოგზაურობა, რადგან, მთელი დღეები სასტუმროს ნომერში იჯდა და „ფაინალ ფენტეზის” თამაშობდა.
* ულტრამოკლე ვარცხნილობა ლუპიტას სავიზიტო ბარათად იქცა, თუმცა, უნდა ითქვას, რომ თმის შეჭრა მის გეგმაში არ შედიოდა. იგი სულ გრძელ თმას ატარებდა, რომელსაც სხვადასხვა ფერად იღებავდა, თუმცა, კაბის შერჩევის დროს თმის მოკლედ შეჭრის გადაწყვეტილება მიიღო.
* ლუპიტას არ უყვარს შოპინგი, ამიტომ, მის ჩაცმასა და აქსესუარებზე თავიდან ბოლომდე სტილისტები ზრუნავენ.
* ბავშვობაში ლუპიტას კანთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა და დედას მადაგასკარიდან ჩამოჰქონდა სამკურნალო ბალახები. ლუპიტას თქმით, ბალახს ცუდი სუნი ასდიოდა, თუმცა, მკურნალობას შედეგი ნამდვილად ჰქონდა.
*ლუპიტა ნიონგო „მიუ-მიუს” 2014 წლის საგაზაფხულო კოლექციის ერთ-ერთი სახეა ელიზაბეტ ოლსენთან ერთად.