კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ლიონელ მესი – არგენტინის იმედი 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინელები და ამ ქვეყნის საფეხბურთო ნაკრების თაყვანისმცემლები მთელ მსოფლიოში ყველაზე დიდ იმედებს პლანეტის ბოლო წლების საუკეთესო ფეხბურთელზე, ლიონელ მესიზე ამყარებენ. სწორედ ის მიაჩნიათ დიადი დიეგო მარადონას მემკვიდრედ, რომელმაც არგენტინას ნანატრი, მესამე მსოფლიო ჩემპიონატი უნდა მოაგებინოს.

* ლიონელ მესის ფესვები იტალიიდან მოდის. მისი წინაპარი, ანჯელო მესი, 1883 წელს გადასახლდა იტალიური ანკონადან არგენტინაში. თავად მესი კი დაიბადა 1987 წელს, არგენტინის სიდიდით მესამე ქალაქში, როსარიოში, არგენტინის ერთ-ერთ ინდუსტრიულ ცენტრში, სადაც მესის გარდა არგენტინული ფეხბურთის ახალი თაობის არაერთი წარმომადგენელია დაბადებული: ანხელ დი მარია, ეზეკილ ლავეცი, ეზეკილ გარაი. ლეო საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახში იზრდებოდა, მამამისი, ხორხე, ჩვეულებრივი მუშა იყო, ხოლო დედა – სელია ოჯახისგან თავისუფალ დროს დამლაგებლად მუშაობდა. 

* ხორხე მესი, გარდა იმისა, რომ მუშა იყო, თავისუფალ დროს პატარა ბიჭებს ფეხბურთში ავარჯიშებდა და სწორედ სამოყვარულო გუნდ „გრანდოლში” დაიწყო 5 წლის ლეოს კარიერა. 8 წლის ასაკში ლეო იმდენად გამოირჩეოდა თანატოლებისგან ფეხბურთის თამაშით, რომ ხორხემ ის „ნიუელს ოლდ ბოიზის” აკადემიაში შეიყვანა, რომელიც მათი სახლიდან 60 კილომეტრით იყო დაშორებული და ლეოს ხშირად მარტოც კი უმგზავრია მატარებლით, რათა აკადემიაში მისულიყო. 

* 11 წლის ასაკში ლეოს სერიოზული პრობლემა გაუჩნდა: ფეხბურთის მომავალ ვარსკვლავს დიაგნოზად სიმაღლეში ზრდის ჰორმონის დეფიციტი დაუდგინეს, რომლის მკურნალობა დიდ თანხებს მოითხოვდა (სხვადასხვა მონაცემებით, 700-1 000 დოლარს თვეში), რისი საშუალებაც ლეოს ოჯახს არ გააჩნდა. არც მისი ნიჭით დაინტერესებული არგენტინული კლუბები აპირებდნენ პატარა ბიჭში ფულის ჩადებას და, რომ არა კარლეს რექსაჩი, „ბარსელონის” სპორტული დირექტორი, რომელმაც მესის ნიჭი დაინახა, შესაძლოა თანამედროვე ფეხბურთს არც ჰყოლოდა დიდი „ათიანი” – ლეო მესი. უნდა ითქვას, რომ ლეოს კატალონიაში გადასვლაში დიდი როლი მისმა ნათესავებმა ითამაშეს, რომლებიც ესპანეთში ცხოვრობენ. ცნობისთვის, ლეო მესის ამჟამინდელი სიმაღლე 169 სანტიმეტრია.

* „მე ვხედავ ფეხბურთელს, რომელიც დაიკავებს ჩემს ადგილს არგენტინულ ფეხბურთში,” – ეს სიტყვები, არც მეტი, არც ნაკლები, ლეო მესის კერპსა და მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს, დიეგო მარადონას ეკუთვნის. თანამედროვე არგენტინულ ფეხბურთში ლეო მესი უპირველესი ვარსკვლავია, რომელსაც ჯერაც არ უთქვამს თავისი სიტყვა ეროვნულ ნაკრებში.  

скачать dle 11.3