სეპარატისტი გუარდიოლა
ირინა შეიკის დებიუტი დიდ კინოში
ცნობილმა სუპერმოდელმა და კრიშტიანუ რონალდუს მეგობარმა გოგომ, ირინა შეიკმა, ჰოლივუდურ ბლოკბასტერში მიიღო მონაწილეობა. სულ მალე კინოეკრანებზე გამოვა მითოლოგიურ მოტივებზე გადაღებული ფილმი – „ჰერაკლე”, სადაც ირინა შეიკთან ერთად მთავარ როლს მძაფრსიუჟეტიანი ფილმების ვარსკვლავი დუეინ ჯონსონი ასრულებს. ფილმში ირინა შეიკის რამდენიმე პიკანტური სცენაა, სადაც ლამაზმანი სრულიად შიშველი გამოჩნდება. ცნობისთვის, ირინა ზევსის შვილის, ჰერაკლეს მეუღლის – მეგარას როლს ასრულებს.
„ნაციონალური ასოციაციის” წლის 15 საუკეთესო მოთამაშე
მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულმა საკალათბურთო ტურნირის ორგანიზატორმა, „ნაციონალურმა საკალათბურთო ასოციაციამ,” სეზონის 15 საუკეთესო მოთამაშე გამოავლინა. პირველ ხუთეულში მოხვდნენ: კრის პოლი, ჯეიმს ჰარდენი, კევინ დიურანტი, ლებრონ ჯეიმსი და ჰოაკიმ ნოა. მეორე ხუთეულის წევრები არიან. სტივ კარი, ტონი პარკერი, კევინ ლავი, ბლეიკ გრიფინი და დუაიტ ჰოვარდი. მესამე ხუთეული: დემიენ ლილარდი, გორან დრაგიჩი, პოლ ჯორჯი, ლამარკუს ოლდრიჯი და ელ ჯეფერსონი.
შარაპოვას ახალი ფოტოსესია
აწ დასრულებული „როლან გაროსის” ქალთა გათამაშების ტრიუმფატორმა, რუსმა მარია შარაპოვამ ახალ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. საფრანგეთის ღია პირველობის ხუთგზის გამარჯვებულმა, „კრისტიან ლაბუტენის” ფეხსაცმელსა და „ჯეი არის“ კაბაში გამოწყობილმა, თასით ხელში იპოზიორა ფოტოობიექტივების წინაშე, ეიფელის კოშკის ფონზე. მომხიბლავი შარაპოვას ფოტოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა სპორტულ სამყაროში.
სეპარატისტი გუარდიოლა
მიუნჰენის „ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გუარდიოლამ ბერლინში მონაწილეობა მიიღო დემონსტრაციაში, რომელიც კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნას მიეძღვნა. 43 წლის გუარდიოლა იმითაა ცნობილი, რომ კატალონიის დამოუკიდებელი სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას უჭერს მხარს. მისი თქმით ყველა ერს აქვს თვითგამორკვევის უფლება და არ უნდა იზღუდებოდეს სწრაფვა დამოუკიდებლობისკენ. რეფერენდუმის ჩატარებას კატალონიაში 2014 წლის ნოემბერში გეგმავენ.