კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჭეშმარიტი სარწმუნოება

პატრიარქის – ილია მეორის ქადაგებიდან

არავინ გაუკეთებს ადამიანს ისეთ მტრობას, როგორსაც თვითონ ადამიანი უკეთებს საკუთარ თავს.

ამასთან დაკავშირებით მახსენდება ერთი ამბავი, რომელიც ადრეც მოგიყევით. მოლდავეთში იყო ერთი მქადაგებელი, რომელიც სულ ერთსა და იმავეს იმეორებდა: „ვინც რას აკეთებს, თავის თავს უკეთებს“. ერთხელ ერთმა ქალმა კვერები დააცხო, შიგ საწამლავი ჩადო და ამ მოხუცებულ მქადაგებელს მისცა. მქადაგებელმა მადლობა შესწირა დედაკაცს; ცოტა ხნის შემდეგ მასთან ჯარისკაცი მივიდა და ჰკითხა: „საჭმელი ხომ არაფერი გაქვს?“ მოხუცს კვერები გაახსენდა, რომელთა შეჭმა ვერ მოასწრო და მას გაუწოდა: აი, სწორედ ახლა მომიტანეს ეს პურები და მიირთვიო. ჯარისკაცმა გამოართვა, შეჭამა და მოიწამლა. ეს ჯარისკაცი აღმოჩნდა შვილი იმ ქალისა, რომელმაც მოწამლული კვერები დააცხო. აი, ასე განაგო უფალმა: ის უბედურება, რომელიც სხვისთვის უნდოდა, საკუთარ თავსვე გაუკეთა.

 

მიცვალებულთათვის ლოცვისა და მოწყალების გაცემის მნიშვნელობისთვის

ათონელ სქემოსან ბერს სერაფიმეს ამგვარი ხილვა ჰქონდა: მან იხილა ორი ანგელოზი, რომელთაც ჯოჯოხეთიდან ადამიანის სული აღმოიყვანეს. იგი თხემიდან ტერფამდე ნახშირივით შავი და შებორკილი იყო. როგორც კი მას ანგელოზნი შეეხნენ და ხუნდები შეხსნეს, მისი სიშავეც მეყსეულად გაქრა – შეიქნა ისეთი ნათელი და სუფთა, როგორც ანგელოზი. ამის შემდეგ ანგელოზებმა ის სპეტაკი სამოსით შემოსეს.

დასასრულს, ანგელოზებმა ბერს ხილვის მნიშვნელობა ასე განუმარტეს: მათ ჯოჯოხეთიდან ცოდვილი სული აღმოიყვანეს, რომელსაც ცოდვების გამო ღმერთმა ჯოჯოხეთში ტანჯვა მიუზღო. მაგრამ, შემდეგ შეიწყალა მისი მშობლების დაუღალავი ლოცვისა და მის სახელზე მოწყალების გაცემის გამო.

***

ერთ მონასტერში ორი ძმა მოღვაწეობდა. როდესაც ერთ-ერთი გარდაიცვალა, მეორე ძლიერ წუხდა, რადგან მიცვალებული დიდი მოღვაწე არ ყოფილა. იგი ლოცვად იდგა და დღედაღამ უფალს ევედრებოდა, განეცხადებინა მისთვის გარდაცვლილი ძმის ხვედრი. უფლის ანგელოზმა მას აუწყა, რომ ვერცხლისმოყვარეობის გამო, მის დედმამიშვილს დიდი სასჯელი ელოდა. ძმამ ეს ხილვა მონასტრის საძმოს გაუმხილა. ბერებმა გარდაცვლილის სენაკი დაათვალიერეს და იქ დამალული ოქრო-ვერცხლი იპოვეს. მაშინ ძმა ქალაქში გავიდა და ეს საუნჯე ღარიბ-ღატაკებს დაურიგა. იმ ღამით მას კვლავ ჰქონდა ხილვა. მისი განსვენებული ძმისთვის ბოროტ სულებს ხელი ჩაევლოთ და ნათლის ანგელოზებს ედავებოდნენ. ანგელოზნი მოითხოვდნენ, რომ მოწყალების გაცემის გამო მათთვის ბერის სული გადაეცათ. ბოროტი სულნი კი ცხარობდნენ – მოწყალება მან კი არა, მისმა ძმამ გაიღოო. ამ საუბარში ბერი ჩაერთო და განაცხადა: ეს მოწყალება მე ჩემი გარდაცვლილი ძმის სახელზე გავეციო. ამ სიტყვების მოსმენისთანავე ბოროტი სულნი გაქრნენ და მიცვალებული ძმა ანგელოზებმა აიტაცეს.

 

 

скачать dle 11.3