კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა თანხას ხარჯავს განათლებაში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ვაჟი

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი 1971 წელსაა დაბადებული თბილისში. მისი ოფიციალური ბიოგრაფია არ იძებნება, თუმცა მის მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 2013 წლით თარიღდება, რომელიც თეიმურაზ მღებრიშვილმა შეავსო, როგორც შსს-ის სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის ობიექტების დაცვის სამმართველოს უფროსმა. ოჯახის წევრებად მიუთითა მეუღლე – 1970 წელს დაბადებული, – ნანა ფეიქრიშვილი და 1992 წელს დაბადებული ვაჟი – ლაშა მღებრიშვილი. ოჯახის ერთადერთი უძრავი ქონებაა თბილისში, გლდანის მეხუთე მიკრორაიონში მდებარე საცხოვრებელი ბინა (100 კვადრატული მეტრი ფართობის), მასვე ეკუთვნოდა მსუბუქი ავტომანქანა „მერსედესი“. სამაგიეროდ, ნანა ფეიქრიშვილს დეპოზიტი აქვს გახსნილი ბანკში, რომელზეც 7 000 აშშ დოლარს ინახავს. მასვე ჰქონდა ნაღდი ფული დეკლარაციის შევსების დროს – 20 000 აშშ დოლარი.

2012 წლის განმავლობაში ნანა ფეიქრიშვილი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოპერატორად მუშაობდა და მისმა წლიურმა შემოსავალმა 8 000 ლარი შეადგინა. 2012 წელს თეიმურაზ მღებრიშვილმა, როგორც შსს-ის დაცვის პოლიციის გმს-ს ინსპექტორმა, 12 000 ლარი აიღო.

2012 წელს თეიმურაზ მღებრიშვილმა 300 000 ლარი მიიღო ნაკვეთის გასხვისების შედეგად და იმავე წელს 3 500 ლარის ოდენობის სესხი აიღო. 2012 წელს გასავალი ლაშა მღებრიშვილსაც ჰქონდა – სწავლის საფასური 6 000 ლარის ოდენობით.

2014 წელს შევსებულ დეკლარაციაში ბ-ნი მღებრიშვილის ოჯახის წევრთა რაოდენობა უცვლელია, ისევე, როგორც უძრავი ქონების ოდენობა. თუმცა ავტომანქანა უკვე ლაშა მღებრიშვილსაც ჰყავს – CL 600. ნანა ფეიქრიშვილს ისევ აქვს დეპოზიტი ბანკში  და ნაღდი ფული – 20 000 აშშ დოლარის ოდენობით.

2013 წლის განმავლობაში ნანა ფეიქრიშვილი ისევ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოპერატორი იყო – წლიური 8 000-ლარიანი შემოსავლით. თეიმურაზ მღებრიშვილმა კი 2013 წლის განმავლობაში, როგორც შსს-ის სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, 48 000 ლარი მიიღო. ლაშა მღებრიშვილს სწავლის ხარჯი 2013 წელსაც ჰქონდა, ოღონდ უფრო მეტი – 12 000 ლარი.

იმისთვის, რომ წარმოდგენა შეგვექმნას, თუ რა შემოსავალს მიიღებს ბ-ნი მღებრიშვილი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის პოსტზე, თვალი გადავალოთ 2010-დან 2013 წლამდე სდსს-ის უფროს თეიმურაზ ჯანაშიას ბოლო ფინანსურ დეკლარაციას, რომელიც მან 2013 წელს შეავსო, როგორც პრეზიდენტის მრჩეველმა.

ის 1969 წელსაა დაბადებული და არ არის  დაოჯახებული.  ის ფლობს: 1 500 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს კოტორაანთკარში, 800 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთს გარდაბანში და არასაცხოვრებელ ფართს თბილისში, წერეთლის გამზირზე (112 კვადრატული მეტრი). ასევე, აქვს 10 000 ლარზე მეტი ღირებულების მქონე მაჯის საათი და ორი ანაბარი, რომლებზეც, შესაბამისად, 23 500 აშშ დოლარსა და 13 055 ევროს ინახავს. დეკლარაციის შევსების დროს, ნაღდი ფულის სახით, ჰქონდა 12 500 ლარი.

2012 წლის განმავლობაში, როგორც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა, ხელფასის სახით, 89 329 ლარი აიღო.

2012 წელს თეიმურაზ ჯანაშიას, სავარაუდოდ, აჩუქეს, თან ერთ ლარად საცხოვრებელი ბინა თბილისში, გაგარინის ქუჩაზე, ასევე, საცხოვრებელი ბინა ბათუმში ნურეთინ ჩარმიქლის ქუჩაზე.

 

скачать dle 11.3