კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მიიერთებს თუ არა ცხინვალის რეგიონთან ერთად რუსეთი აფხაზეთსაც თბილისის მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის სანაცვლოდ

ბულგარეთმა უკვე ოფიციალურად გამოაცხადა, რომ „სამხრეთის ნაკადის“ მშენებლობას გამოეთიშება, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროპის რუსული გაზით დამატებით უზრუნველყოფის  გეგმა სავაჭრო საგნად იქცა. ამის პარალელურად, სერბეთმაც ბულგარეთს მიჰბაძა (თუმცა რუსული მედია ამტკიცებს, რომ სერბებს, ძირძველ სლავებს, მოკავშირე რუსეთისთვის არ უღალატიათ). იმას გარდა, რომ ევროპის მომარაგების პირობას აშშ დებს (მათ შორის, ფიქალის გაზით), აქტუალური ხდება ირანული გაზის ევროპისკენ ტრანსპორტირების პერსპექტივაც. ამ გზამ კი, წესითა და რიგით, საქართველოზე უნდა გაიაროს (შესაძლოა, საერთოდაც, მიუერთდეს შაჰ-დენიზის მილსადენს). აშკარაა, რომ დასავლეთ-რუსეთის დაპირისპირება ბირთვული რაკეტების ნაცვლად გაზის მილებით ბრძოლის სახეს მიიღებს, რაც, პრინციპით, ზოგი ჭირი მარგებელია, ჩვენს როლსაც უფრო მეტ წონას შესძენს. საგაზო ომის პოლიტიკურ კონტექსტს ხათუნა ლაგაზიძესთან ერთად მიმოვიხილავთ.

 

– „სამხრეთის ნაკადის“ შეჩერება როგორ აისახება ჩვენს, როგორც დასავლეთის მოკავშირის, როლზე?

– რუსეთის რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, ბარიერები, რომლებიც სამხრეთის ნაკადს შეექმნა, ყველაზე მწვავეა იმ სანქციათა შორის, რაც დღემდე განხორციელებულა რუსეთთან მიმართებაში უკრაინის მოვლენების შემდგომ. იმიტომ რომ იყო სხვა სანქციაც და რუსეთის მხრიდან რეაგირება იყო იქედნური, ჩვენ მხოლოდ საპასუხო სანქციების მუქარა გვესმოდა ზოგადად დასავლეთთან მიმართებაში. რამდენადაც მახსოვს, ყველაზე მწვავე რეაქცია რუსეთის მხრიდან სწორედ ამ სამხრეთის ნაკადის შეჩერებაზე გაკეთდა, მიუხედავად იმისა, რომ ამას, როგორც სანქციას, ოფიციალურად არ აღიარებს დასავლეთი, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ თავად რუსეთის მხრიდან შეფასებებს, ისინი იმასაც კი წერენ, რომ ბულგარეთისა და სერბეთის პოზიციაზე სწორედ დასავლეთმა იმოქმედა არა ღიად, არამედ ირიბად. უფრო მეტიც, სერბეთისთვის უარი სამხრეთის ნაკადის მშენებლობაზე ერთგვარ საშვადაც შეიძლება, იქცეს ევროკაშირის გზაზე და პირიქით, თუ სერბეთი უარს არ იტყვის ამ პროექტზე, ეს მისთვის შეიძლება, აღმოჩნდეს მნიშვნელოვანი ბარიერი ევროკავშირის მიმართულებით. ფაქტია, რომ სამხრეთის ნაკადი რუსეთსა და დასავლეთს შორის სავაჭრო თემა აღმოჩნდა. შეჩერების მიუხედავად, იმავე ბულგარეთის ხელმძღვანელობა აღიარებს ამ პროექტის  მნიშვნელობას პერსპექტივაში და ყველა ხიდს არ წვავს პროექტთან მიმართებაში. არაფერს ვამბობ სერბეთზე, რომელიც აცხადებს, რომ მისი საბოლოო პოზიცია დამოკიდებული იქნება ბულგარეთის, ევროკავშირისა და რუსეთის მოლაპარაკების შედეგებზე. მოდი, ასე ვთქვათ: დასავლეთი პირდაპირ აგრძნობინებს რუსეთს ამ ორი ქვეყნის პოზიციით, რომ ეს ერთ-ერთი სავაჭრო თემაა, რომლის უკანაც, ბუნებრივია, დგას უკრაინის და ზოგადად რეგიონის პრობლემა: ამ რეგიონზე რუსეთის გავლენის გაფართოებ-დაბრუნების თუ დასავლეთის გავლენის შენარჩუნების. ასე რომ, ძალიან დიდი ფსონებია. ამავდროულად, ეს უნდა განვიხილოთ ზოგადად ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების კონტექსტში.

– მაგრამ ევროპას გაზი სჭირდება.

– სჭირდება და აქვს ეს გაზი. გარდა იმისა, რომ ლოკალურად უკრაინასთან მიმართებაში, სურს, რომ სამხრეთის ნაკადი რუსეთთან სავაჭრო თემად გამოიყენოს, მეორე მხრივ, მას რეალურადაც ეშინია რუსეთის ენერგეტიკული გავლენის  და ალტერანტიული გზების ძიება დაიწყო, რადგან ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების სისტემის რუსეთზე მიჯაჭვა კიდევ უფრო მზარდ საფრთხეებთან შეიძლება, იყოს დაკავშირებული. ამიტომ დაიწყო ალტერნატივების ძიება და ერთ-ერთი ალტერნატივაა ამერიკიდან ევროპის თანდათანობითი უზრუნველყოფა გაზით.

– მაგრამ ფაქტია, რომ ყირიმს რუსეთი არ დააბრუნებს, ევროპამ საერთოდაც რომ თქვას უარი რუსულ გაზზე. პუტინს, როგორც ამას ნოდარ ნათაძე ამბობს ხოლმე, უბრალოდ ჩამოახრჩობენ. რაზე ვაჭრობენ? რომ რუსეთმა თავი დაანებოს უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთს? მხოლოდ დასავლეთ უკრაინას მაინც? საქართველოს? მოლდოვას?

– ძალიან რთულია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, ამაზე პასუხი, ვფიქრობ, არც ერთ მხარეს არ აქვს. შესაძლოა, მოლაპარაკება დაიწყოს ერთი თემით, მაგრამ ამ მოლაპარაკების შედეგები გავრცელდეს გაცილებით ფართო არეალზე. ახლა მიდის ძალიან სერიოზული ვაჭრობა უკრაინის თემით. მე უფრო გავაფართოებდი საკითხს. საუბარი მიდის უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთზე, მთლიანად უკრაინაზე თუ ჩვენც და მოლდავეთიც მოვიაზრებით?! ეს ყველაფერი ძალიან მჭიდროდ გადაეჯაჭვა ერთმანეთს და, სამწუხაროა, რომ ჩვენ ამაზე პასუხი არ გვაქვს, საქართველო არის თუ არა ამ მოლაპარკებების თუ ვაჭრობის ობიექტი და საქართველოს ხელისუფლება რამდენად აქტიურად იღებს მონაწილეობას ამ პროცესში, რათა მაქსიმალურად დაიცვას თავისი ქვეყნის ინტერესები.

– მაგრამ ალტერნატიულ გზაში ხომ მხოლოდ აშშ-დან გაზის ტანკერებით ტრანსპორტირება არ იგულისხმება? ნებისმიერ შემთხვევაში, ალტერნატიული გზაა ირანიდან მომავალი: თურქეთ-საქართველოს გავლით ან სომხეთ-საქართველოს გავლით. ეს არ ნიშნავს, რომ საქართველო ავტომატურად იგულისხმება ამ ვაჭრობაში?

– აქ უნდა გამოვყოთ ორი თემა. ერთი –  უფრო ლოკალური, ანუ ენერგეტიკული გავლენისთვის ბრძოლა და, მეორე –  უფრო ფართო  – ზოგადად რეგიონზე გავლენისთვის ბრძოლა, თუმცა ერთი მოიცავს მეორეს. ძალიან საინტერესოა ის პერსპექტივები, რაზეც თქვენ ახლა საუბრობთ, რადგან ევროპის ენერგეტიკული მომარაგება ალტერნატიული გზებით არ მოიცავს მხოლოდ ამერიკულ მარშრუტს, ბოლო პერიოდში დასავლელი ექსპერტები პირდაპირ საუბრობენ, რომ ეს წონას ჰმატებს საქართველოს, როგორც ერთ-ერთ ალტერნატიულ გზას, რაც იყო კიდეც საქართველოთი დაინტერესების მთავარი საფუძველი როგორც დასავლეთის, ისე რუსეთის მხრიდან. ანუ ეს არის საქართველოს ის რესურსი, რომელიც მის ტრაგედიადაც შეიძლება იქცეს და ჭკვიანურად გამოყენების შემთხვევაში მისი დამოუკიდებლობისა და ეკონომიკური აყვავების გარანტადაც. ოღონდ, გარდა დასავლელი მოთამაშეებისა, საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული,  როგორ გამოიყენებს: ფარად აქცევს თუ მახვილად. აქ ირანის თემა ძალიან საინტერესოა, მაგრამ ამაზე ყურადღებას ნაკლებად ამახვილებენ. როდესაც ჯერ კიდევ თებერვალში ვიყავი ამერიკაში და როდესაც ჯერ არ იყო დაწყებული ხელჩართული ბრძოლა ყირმისთვის –  ეს თემა უკვე გადაწყვეტილად მიაჩნდათ მაშინაც კი, ანუ ამის გამო დასავლეთი თავს ვერ თუ არ გამოიდებდა, მაგრამ ამავდროულად, ძალიან საინტერესო იყო ირან-ამერიკის ურთიერთობების გადახედვის თემა და ამ ფონზე საქართველოს როლი. მე არ ვამბობ, რომ, ამ მხრივ, საქართველოს შესაძლოა, გლობალური როლი დაეკისროს, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ამერიკის დაინტერესება საქართველოს ამ ახალი როლის მიმართ აშკარა იყო და ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. რადგან დღევანდელი სიტუაციაც აჩვენებს, თუ რამდენად პრაგმატულია მსოფლიო პოლიტიკა და მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, იყო დაცული და გარანტირებული შენი საგარეო პარტნიორებისგან, თუ მუდმივად ხარ მათი ინტერესების შუაგულში და თუ შენი ამ ფუნქციის დაცვა მის სტრატეგიულ ინტერესებს შეესაბამება. ირანთან მიმართებაში კიდევ უფრო ფართოა საქართველოს ფუნქცია –  ეს გულისხმობს არა მხოლოდ ენერგოდერეფანს, არამედ ერთგვარ ხიდსაც ირანსა და დასავლეთს შორის, მე ვიტყოდი, ცივილიზაციურ ხიდს. ირანის პოლიტიკური, საზოგადოებრივი თუ კულტურული ელიტისთვის უფრო გასაგები და მისაღებია ქართული დემოკრატია, ვიდრე დასავლეთ ევროპის ან ამერიკის, რომლებისგანაც, გარდა ცივილიზაციური, იდეოლოგიური სხვაობისა, ბოლო წლების გართულებული ურთიერთობებიც განიზიდავს და აშორებს. ირანისთვის ამერიკა იყო მტრის ხატი და ყველა უბედურება ამერიკასთან იყო დაკავშირებული და იქიდან მოდიოდა, რასაც ვერ ვიტყვით საქართველოზე. გარდა ენერგეტიკული ხიდისა, აი, ეს ცივილიზაციური ფუნქცია საქართველოსთვის შეიძლება, იქცეს იმ მომხიბვლელობად, რაც მას დასავლეთის, გნებავთ, იმავე ამერიკის სასიცოცხლო ინტერესების რიგში დააბრუნებს და მისი უსაფრთხოებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი.

– მგონია, რომ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენები, რაულ ხაჯიმბას ისევ წინ წამოწევა, არის ნიადაგის მოსინჯვა აფხაზეთის შესაერთებლად, ცხინვალის რეგიონელი სეპარატისტები ხომ ყოველთვის მზად იყვნენ დედარუსეთთან შესარწყმელად, არის 27 ივნისის ასოცირების ხელმოწერაზე რუსეთის პასუხი. თქვენ როგორ ფიქრობთ?

– ფაქტია, რომ იმას, რაც ხდება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, გარკვეული კავშირი აქვს ასოცირების ხელშეკრულებასთან,  თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ასოცირების ხელშეკრულებას რამე რეალური წინაღობა ემუქრება.

– არც მე ვფიქრობ. უბრალოდ მგონია, გვაჩვენებს: თქვენ მოაწერთ ხელს ასოცირებას, მე წავიღებ ამ ტერიტორიებს.

– ფაქტობრივად, ის გააფორმებს რეალურად არსებულ ვითარებას.

– და შესაძლოა, ეს უკეთესი იყოს.

– უკეთესი როგორ იქნება?!

– იმ გაგებით, რომ დაიმსხვრევა ილუზიები და უსაფუძვლო იმედები, კარგი რუსეთის, რომელსაც არსენალში აქვს მათი დაბრუნების სურვილი.

– ეს, რა თქმა უნდა. თუკი რუსეთი იმაზე ფიქრობს, ცხინვალის რეგიონი მიიერთოს იმისთვის, რომ საქართველო დასაჯოს ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერისთვის, ეს მას ცალსახა პლუსად საქართველოს საზოგადოების თვალში არ ჩაეწერება. თუ რუსეთი იმას ფიქრობს, მივიერთებ და ეს საქართველოს საზოგადოებას გულს აუცრუებს ასოცირების ხელშეკრულებაზე, ესეც მცდარი წარმოდგენაა. მართალია, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში იმ მძაფრი იდეოლოგიური ნაკადის ფონზე, რომელიც მოდის რუსეთიდან და მიზნად ისახავს ანტიდასავლური გათვლების გაღრმავებას,  შესაძლოა, გამოიწვიოს განწყობა, რომ არა ასოცირების ხელმოწერა, ჩვენ ცხინვალის რეგიონს არ დავკარგავდითო, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ საზოგადოების უმეტეს ნაწილში უფრო მეტად გამოიწვევს რუსეთის მიმართ კიდევ უფრო გაღიზიანებას და რუსეთის მტრის ხატის კიდევ უფრო გამყარებას.

აფხაზეთის თემას ცალკე გამოვყოფდი, რადგან თითქმის გამოვრიცხავ, აფხაზეთის მიერთება გაბედოს რუსეთმა, იმიტომ რომ თავად აფხაზეთში არ არის ამისთვის ხელსაყრელი განწყობა. რეალურად აფხაზი მოსახლეობის დიდი ნაწილი, როდესაც აფხაზეთის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა, იბრძოდა არა მარტო საქართველოსგან, არამედ რუსეთისგან დამოუკიდებლობისთვის და აფხაზეთის პროაფხაზური ნაწილი კარგად ხედავს, რომ აფხაზი ეთნოსი უბრალოდ დაამთავრებს თავის არსებობას რუსეთთან მიერთების შემთხვევაში.

– ჩვენ ვლაპარაკობთ 100 000 აფხაზზე. ამას გარდა, თავი რომ დავანებოთ ქართველებს, იქ ერთი ამდენი, თუ მეტი არა, სომეხი ეროვნების მოსახლეობაა, რომლებიც დიდი ალბათობით რუსეთთან მიერთების მომხრე იქნება. 100 000 აფხაზი ფაქტორი იქნება რუსეთისთვის?

– გააჩნია, სად განვიხილავთ ჩვენ 100 000 აფხაზს. 100 000 აფხაზი აფხაზეთის ტერიტორიაზე ფაქტორია.

– და ვინ დაუჭერს მხარს აფხაზებს: დასავლეთი, თბილისი? რუსების წინაშე აფხაზები იმაზე დაუცველები არიან, ვიდრე ჩვენ ვიყავით, ჯერ ჩვენ რა ვიყავით, რომ მერე აფხაზები იყვნენ?! მათი დამცველი არის ვინმე ამ დედამიწაზე? მარტო არიან შეტოვებულები რუსეთს, თუმცა ეს მათი არჩევანიც იყო.

– დიახ, თვითონ შეიტოვეს თავი, მაგრამ აქ ერთი იმედისმომცემი თემაა. გლობალიზაციისა და გახსნილი საინფორმაციო სივრცის ეპოქაში, 100 000 აფხაზიდან, თუნდაც, 10 000-მა რომ რუსეთთან მიერთებას დაარქვას პირდაპირ ანექსია და ოკუპაცია, ეს სხვანაირ რეაქციას გამოიწვევს. განსხვავებით ყირიმისგან, როდესაც ადგილობრივი მოსახლეობისგან ნაკლებად ისმოდა, რომ ყირიმის მიერთება იყო რუსეთის მხრიდან ანექსია და ოკუპაცია. აფხაზეთში ამის ალბათობა ძალიან მაღალია, თორემ სამხედრო ძალით თუ ადამიანური რესრუსით რუსებს აფხაზები რომ ვერაფრით დაუპირისპირდებიან, ეს გასაგებია.

აქვე არის ერთი თემა: ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლება ამისთვის მზად არ აღმოჩნდა. თქვენი კითხვიდანაც ჩანს, რომ აფხაზებს რეალურად დღეს სჭირდებათ მაშველი რგოლი. საქართველოს სათავეში გონიერი ხელისუფლებების ყოფნის შემთხვევაში აი, ამ მომენტისთვის უნდა ვყოფილიყავით მზად. ყველაფერი უნდა გაკეთებულიყო, რომ საზოგადოებრივი აზრი, განწყობები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ ამ კრიტიკული მომენტისთვის ყოფილიყო შემზადებული და სწორედ საქართველო გამოსულიყო ამ შემთხვევაში აფხაზების მაშველი რგოლი, მაგრამ ჩვენი პოლიტიკა არ მიმართულებით არ წარმოებულა. თუმცა თუ რუსეთმა ამ ეტაზე ვერ გაბედა აფხაზეთის პირდაპირ მიერთება, იქნებ სამომავლოდ მაინც საქართველოს ხელისუფლებისთვის ეს გაკვეთილად იქცეს. აფხაზებმა უნდა იგრძნონ, რომ საქართველო მათთვის ნაკლები საშიშროებაა. მათ უდგათ გადარჩენის თემა და უნდა იგრძნონ, რომ რუსი გაცილები მეტი საფრთხეა მათთვის, ვიდრე ქართველი. ამას წინათ ვწერდი, ოცნებას კაცი არ მოუკლავს და აფხაზებისთვის იდეალური ვერსია იქნებოდა ევროკავშირის კანონმდებლობით შებოჭილ საქართველოსთან ურთიერთობა, კონფედერაციის თუ ფედერაციის სახით.

– მეც სულ ამას ვუმეორებ მათ, მაგრამ არ სჯერათ.

 – რადგან არავის მოუგონია იმაზე უკეთესი კანონმდებლობა ეთნიკური უმცირესობებისა და მცირე ერების დასაცავად, როგორიც დღეს აქვს ევროპას და თუკი მივაღწევდით იმას, რომ აფხაზეთი, როგორც საქართველოს ნაწილი, შევიდოდა ერვროკავშირში და აფხაზების, როგორც ეთნოსის, უფლებები დაცული იქნებოდა ევროკავშირის კანონმდებლობით, ეს იქნებოდა მათი სამარადჟამო გადარჩენის საუკეთესო ვერსია, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ეს ოცნების სფეროა.

 

скачать dle 11.3