კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ანეკდოტები

ელოდა, ელოდა ქალი თეთრ რაშზე ამხედრებულ პრინცს... ბოლოს მოვიდა ფოსტალიონი და მოუტანა პენსია...

***

პლაჟზე რომ კარგად გამოჩენილიყო, მაკამ თებერვლიდანვე დაიწყო თავისი დაქალის გამოკვება.

***

– რომელი ჯობია – „ვალიდოლი“ თუ „ვალერიანკა“, ქმრისთვის მინდა?

– და რა პრობლემა აქვს?

– ფეხსაცმელები – 220 ლარი.

***

„ჩებურაშკა“ – თავისი არსით ქალია, ფუმფულა, თბილი, უყვარს ყურებით და მთელი თავისი სიცოცხლე ნიანგთან ცხოვრობს.

***

– გოგონა, გოგონა... ერთი წუთით, იცით, თქვენ ფრანგ მსახიობს მაგონებთ!

– მართლა?! ვის? – მობრუნდა გოგო.

– დდდარტანიანის ცხენს...

***

– მამა, შენ რა გინდოდა, რომ გამოვსულიყავი – ბიჭი თუ გოგო...

– ეჰ, საერთოდ, მე მხოლოდ დროის გატარება მინდოდა...

***

ტიპი ძმაკაცს უყვება. 

– ბიჭო, გუშინწინ მივდივარ სახლისკენ, უკვე კარგად ბნელა, ვხედავ გაზონთან ბაყაყია დასკუპებული. ავიყვანე ხელში, სახლში მივიყვანე და საწოლში ჩემ გვერდით, ბალიშზე დავსვი. დილით გავიღვიძე და... რას ვხედავ, ულამაზესი ქერათმიანი გოგო არ წევს?! ჩემი გჯერა?

– როგორ არა.

– აი, ჩემი ცოლი კი ვერაფრით დავაჯერე.

***

– წარმოგიდგენია, ჩემს კატას თაგვი დასცინის...

– ეს როგორ?

– სათაგურში ყველს „ვალერიანკას“ უსვამს...

***

ზის ყვავი ხეზე, ნისკარტში ყველის ნაჭერი უჭირავს. ჩამოიარა მელიამ.

– შენზე ამბობენ კარგი ხმა აქვს, მაგრა მღერისო, მეც მინდა, გავიგონო, იმღერეო.

და როგორც არის, რა... ყვავმა დააღო პირი, გამოუვარდა ყველი... დასტაცა მელიამ პირი და გაიქცა...

მეორედ გამოიარა მელიამ. ყვავს კიდევ ყველი უჭირავს პირში...

– აბა, ყვავო, იმღერებ? – შესძახა მელიამ.

ყვავი ხმას არ იღებს.

– ვა, ჭკუა გისწავლია!

– აბა, როგორ?!

***

სამსახურიდან სალონში გამოვიარე, გაფუჭებული მაღვიძარა გამოვიტანე. გამახსენდა, ცოლმა ასანთი დამაბარა – ვიყიდე გაზის გრძელი სანთებელა. სახლს ვუახლოვდები, გამვლელი მომიახლოვდა და მთხოვა, სიგარეტს ხომ ვერ მომიკიდებო. მეც ამოვიღე გაზის სანთებელა და მოვუკიდე. ტიპი დაიბნა და სახეზე რომ არ შეტყობოდა, რომელი საათიაო მკითხა, მეც მაღვიძარა ამოვიღე...

***

ეკითხება, ერთხელ, კაცი ღმერთს: 

– რატომ არის, ღმერთო, რომ გოგონები ასეთი კარგები არიან, თბილები, ალერსიანები, ნაზები...

და მიიღო პასუხი:

– გოგონებს მე ვქმნი, ქალებს კი იმათგან თქვენ აკეთებთ.

***

ცოლ-ქმარი ჩხუბობს... ბოლოს ქმარი დაიღალა და ეუბნება ცოლს.

– ჯანდაბას, იყოს ისე, როგორც შენ გინდა!

– არაფერიც, უკვე გადავიფიქრე.

***

ცოლ-ქმარი დასაძინებლად დაწვა. 

– ჩემო სიყვარულო, მოდი, ისე გავაკეთოთ, როგორც ფილმებშია, – ეუბნება ცოლი ქმარს...

ქმარმა მოსინჯა ყველაფერი და კმაყოფილი გადაბრუნდა.

– ეჰ, ეტყობა, ჩვენ სხვადასხვა ფილმს ვუყურებთ, – ამოიოხრა ქალმა.

***

– მამი, მე რომ გავთხოვდები, არსადაც არ წავალ, თქვენთან ვიცხოვრებ.

– რატომ მემუქრები?!

скачать dle 11.3