კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბრძნული აზრები

კვინტილიანე: უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენ არა თუ ვერ გაგვიგონ, არამედ ვერ შეძლონ, არ გაგვიგონ.

ჰეროდოტე: უკეთესია, შურის საგანი იყო, ვიდრე თანაგრძნობისა.

ლინკოლნი: არასოდეს თქვა, რომ ღმერთი შენს მხარეს არის, უკეთესია ილოცო, რომ შენ იყო ღმერთის მხარეს.

ლაროშფუკო: ჭეშმარიტი მჭევრმეტყველება ისაა, რომ თქვა ყველაფერი, რაც საჭიროა, და არა ის, რომ თქვა მეტი, ვიდრე საჭიროა.

ლაო ძი: ღირსეული კაცი თავის დამარცხებას საკუთარ თავს აბრალებს, უღირსი – სხვას.

ფრიში: ადამიანის ღირსება მის არჩევანშია.

კანტი: ადამიანის ღირსება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ავლენს საკუთარ მეს თავის ქცევებში.

პანინი: ადამიანისთვის საკმარისი არ არის ცოდნათა შეძენა; უნდა იცოდე ცოდნის სარგებლით გაცემაც.

ჰიუგო: არმიის შემოჭრას შეიძლება, შეეწინააღმდეგო, იდეის შემოჭრას ვერ შეეწინააღმდეგები.

მამარდაშვილი: ერი არის თვითქმედითი, თვითშემქმნელი არსი, რომელიც ყოველ წუთს იბადება ჩვენი ძალისხმევით. ეს ნიშნავს, რომ ამ ძალისხმევის შიგნით იბადება რაიმე არსი, რომელიც არის ადამიანთა გარკვეული რიცხვის ერთობა ისტორიული ბედისწერის წინაშე. ეს არის ერი.

ვოლტერი: ენას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმიტომაც, რომ მისი საშუალებით ჩვენი აზრების დაძლევა შეგვიძლია.

პასკალი: დრო მხოლოდ იმიტომ კურნავს მწუხარებას და შეურაცხყოფას, რომ ადამიანი იცვლება: ის უკვე სხვაა და არა ის, რაც უწინ იყო. არც შეურაცხმყოფელი და არც შეურაცხყოფილი აღარ ჰგვანან თავიანთ თავს. ძალაუნებურად გახსენდება შეურაცხყოფილი ხალხი; შეხედეთ მას ორი თაობის შემდეგ: ესენი კვლავ ფრანგები არიან, მაგრამ არა იგივე ფრანგები.

ბეკონი: იმედი კარგი საუზმეა, მაგრამ ცუდი ვახშამი.

დოვლატოვი: იმედი მიზანია და არა საშუალება.

ჰესე: ის, ვინც ცხოვრებაში საკუთარი გზით მიდის, გმირია; ის, ვინც ახორციელებს იმას, რისი ნიჭიც გააჩნია, გმირია...

ცვაიგი: ზოგს იმის გამო თვლიან მამაცად, რომ შეშინდა და გაქცევა ვერ მოახერხა.

ავრელიუსი: მოიკვეთე წარმოდგენა და მოიკვეთ დრტვინვას იმის გამო, რომ ბოროტი გიყვეს. მოიკვეთე დრტვინვა ბოროტის გამო და მოიკვეთ თვითონ ბოროტებასაც.

როდა: მამაკაცები მეტს აღიარებდნენ, რომ იცოდნენ, რამდენი რამ იციან ქალებმა.

გასეტი: ქალი მტაცებელი ცხოველი კი არა, მსხვერპლია, რომელიც მტაცებელ ცხოველს უსაფრდება.

скачать dle 11.3