კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ჩამოვიდა მეფე მირიანის თხოვნით ქართლში საქართველოს სამოციქულო ეკლესიის პირველი მთავარეპისკოპოსი – იოანე პირველი და როგორ აზიარა მან სიკვდილის წინ წმიდა ნინო

2014 წლის 3 ივნისს საქართველოს საპატრიარქოში  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი კრება გაიმართა. კრებას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე.  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა და მათ შორის ეკლესიის დღევანდელი მდგომარეობის შესახებ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი კი იყო, წმიდა სინოდის განჩინება: „საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის პირველი მთავარეპისკოპოსი იოანე პირველი შეირაცხოს წმიდანად და ეწოდოს წმიდა იოანე პირველი – მთავარეპისკოპოსი მცხეთისა და სრულიად ივერიისა; დაიწეროს მისი ცხოვრება, ხატი და შეიქმნას წმიდანის ტროპარ-კონდაკი“.

  როგორც ცნობილია, ღვთისმშობელმა მაცხოვრის ამაღლებიდან მეათე დღეს მონაწილეობა მიიღო წილისყრაში და მას წილად ერგო საქართველო. ისიც ნათქვამია, რომ ღვთისმშობელმა სამჯერ მიიღო ამ წილისყრაში მონაწილეობა  და მას სამჯერვე საქართველო ერგო. ამიტომაც მიიჩნევა საქართველო ღვთისმშობლის წილხვდომილ ქვეყნად და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი – საქართველოს მფარველად. მაცხოვრის ნებით, ღვთისმშობელი იერუსალიმს დარჩა, საქართველოში კი გაემგზავრა წმიდა ანდრია პირველწოდებული, რომელსაც ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა თავისი ხელთუქმნელი ხატი გამოატანა. წმიდა მოციქული ანდრია მოდიოდა იმ ქვეყანაში, რომელიც ინახავდა ძველი აღთქმის დიდ საუნჯეს – წინასწარმეტყველ ელიას ხალენს, რომელიც აქ ნაბუქოდონოსორის მიერ დევნილმა ებრაელებმა ჩამოიტანეს. ასევე, ქრისტიანობის უდიდეს სიწმიდეს – უფლისა და მაცხოვრის ჩვენის, იესო ქრისტეს უკერავ კვართს, რომელიც მაცხოვრის ჯვარცმის მოწმე ებრაელმა, ელიოზმა ჩამოიტანა ქართლის დედაქალაქ მცხეთაში. მოციქულთა დროს დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე ორი ქართული სახელმწიფო არსებობდა: აღმოსავლურ ქართული – ქართლის სამეფო (ბერძნულად იბერია) და დასავლურ ქართული  – ეგრისის სამეფო (ბერძნულად კოლხიდა). მოციქულმა ანდრიამ იქადაგა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. დაბა აწყვერში ქადაგებისა და ხალხის მოქცევის შემდეგ, მან აქ დატოვა ღვთისმშობლის ხატი, რომელიც შემდეგში, საუკუნეების განმავლობაში ესვენა აწყვერის (აწყურის) საკათედრო ტაძარში. დასავლეთ საქართველოში მოციქულ ანდრიასთან ერთად, ქრისტეს მოძღვრებას ქადაგებდა მოციქული სვიმონ კანანელი. მოციქული  მატათა კი დაკრძალულია გონიოში. უძველესი ქრისტიანული წყაროები მიუთითებენ ასევე, მოციქულების – ბართლომესა და თადეოზის ყოფნას აღმოსავლეთ საქართველოში.  

 ქრისტიანობა ქართლში სახელმწიფო სარწმუნოებად  მეოთხე საუკუნეში გამოცხადდა.  წარმოშობით კაბადოკიელი, წმიდა გიორგის ახლო ნათესავი, წმიდა ნინო იერუსალიმიდან მოვიდა ქართლში, რათა ღვთისმშობლის ნება აღესრულებინა (რაც მათ გამოცხადებით ეუწყა) და წმიდა მოციქულთა შემდეგ, კიდევ ერთხელ ექადაგა და განემტკიცებინა ქრისტიანობა ამ მხარეში. 

ქრისტიანული საქართველოს საეკლესიო ცენტრი ოდითგანვე მცხეთა-თბილისის ეპარქია იყო და საქართველოს საეკლესიო ცხოვრებაში მისი მნიშვნელობა იმდენად დიდი გახლდათ, რომ ზოგჯერ, ქართულ და უცხოურ წერილობით წყაროებში, საქართველოს ეკლესია შემოკლებით „მცხეთის კათოლიკე სამოციქულო ეკლესიის“, „მცხეთის საყდრის“, „მცხეთის საპატრიარქო ტაძრის“ ან, მარტივად, „მცხეთის ეკლესიის“ სახელით იხსენიებოდა. ერთიანი საქართველოს ეკლესიასთან მცხეთა-თბილისის ეპარქიის გაიგივების ტრადიციას, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებისთანავე, აქაური მღვდელმთავრის საქართველოს საეკლესიო საჭეთმპყრობლად აღიარების დაწყებამ ჩაუყარა საფუძველი. მეფე მირიანის ნათლისღებით და საქართველოში ქრისტიანობის დახელმწიფო რელიგიად გამოცხადებით, საბოლოოდ განისაზღვრა ქვეყნის სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური და აღმსარებლობითი ორიენტაცია. საქართველოს ეკლესიას პირველ ეტაპზე, ვახტანგ გორგასლის საეკლესიო რეფორმამდე და კათოლიკოსის ინსტიტუტის შემოღებამდე, მთავარეპისკოპოსი მართავდა. აქედან მოყოლებული მცხეთის მთავარეპისკოპოსი საქართველოს ერთიანი ეკლესიის მწყემსმთავრად მიიჩნეოდა. 

 ქართული წყაროების მიხედვით, წმიდა ნინოს მიერ ქრისტიანობაზე ახლად მოქცეულმა ქართლის მეფე მირიანმა ელჩები გააგზავნა კონსტანტინე დიდთან და სთხოვა მღვდლების გამოგზავნა. იმპერატორმა მცხეთაში გამოაგზავნა იოანე ეპისკოპოსი, ორი მღვდელი და ერთი დიაკვანი.  იოანე მთავარეპისკოპოსი  იყო ქართლის პირველი ეპისკოპოსი 326 წლიდან მეოთხე საუკუნის 40-იანი წლების ჩათვლით. ქართულ საისტორიო წყაროებში – მისი სახელის ფორმა არის „იოვანე“. ამასთან, „მოქცევაი ქართლისაიში“ იხსენიება, როგორც ეპისკოპოსად, ასევე მთავარეპისკოპოსად, ხოლო „ცხოვრება ქართუელთა მეფეთაში“  – მხოლოდ ეპისკოპოსად. ეპისკოპოსის და მღვდლების ჩამოსვლისთანავე მოინათლნენ მირიან მეფე, ნანა დედოფალი და მთელი მათი სახლეულობა. სამეფო ოჯახის ნათლობის შემდეგ, იოანე ეპისკოპოსმა და ხუროებმა მოახსენეს მეფეს და ეპისკოპოსს, რომ სურდათ, ეპოვათ  ერთი სურნელოვანი ხე, რომელსაც სხვა ხეებისგან განსხვავებით, ფოთლები არ სცვიოდა. როგორც „მოქცევაი ქართლისაიდან“ ვიგებთ, ეს ხე მოჭრეს 25 მარტს, პარასკევ დღეს. მოგვიანებით, მაისში, მისგან დაამზადეს სამი ჯვარი, რომლებიც ქართლის სამეფოს სხვადასხვა კუთხეში აღიმართა. რადგან 326 წელს 25 მარტი პარასკევი დღე იყო, ამ ქრონოლოგიური მონაცემებით მტკიცდება ქართლის მოქცევის ზუსტი თარიღი და შესაბამისად, იოანეს მოღვაწეობის დასაწყისი ქართლის მთავარეპისკოპოსის რანგში. მაშასადამე, კონსტანტინე დიდის მიერ გამოგზავნილი სამღვდელოების ქართლში ჩამოსვლა და სამეფო ოჯახის ნათლობა უნდა მომხდარიყო 326 წლის მარტში. სამეფო ოჯახის ნათლობისა და ჯვრების აღმართვის შემდგომ, მირიან მეფემ გააგზავნა ელჩობა კონსტანტინე დიდთან, ამჯერად, ქვისმთლელთა და კირით-ხუროთა სათხოვნელად, ეკლესიების ასაშენებლად. ელჩობის შემადგენლობა არ არის ნათელი, თუმცა, შესაძლოა, სწორი იყოს „მეფეთა ცხოვრების“ ვერსია, რომლის მიხედვითაც მასში იოანე ეპისკოპოსი და ერთი ვიღაც წარჩინებული შედიოდნენ. როდესაც მირიან მეფემ და მისმა სამეფო კარმა მიიღო ქრისტიანობა, იმპერატორმა კონსტანიტინემ საქართველოში საჩუქრად გამოგზავნა მაცხოვრის ფეხთაფიცარი, ძელიცხოვლის ჯვრის ნაწილები, რომელზეც ქრისტე გააკრეს და ორი სამსჭვალი. კონსტანტინე იმპერატორმა გამოგზავნილ პიროვნებებს დაავალა, სადაც პირველად შეხვალთ, იქ ააშენეთ ეკლესია და შეინახეთ ისინიო. მათაც ერუშეთში დატოვეს ფეხთაფიცარი, ხოლო მანგლისში ააშენეს ეკლესია, სადაც დატოვეს სამსჭვალი.  ეს აზრი მტკიცდება სხვა გარემოებითაც: „წარგზავნილებმა უკანა გზაზე ჯერ ერუშეთში ჩაყარეს ეკლესიის საძირკველი და იქ მაცხოვრის ფერხთაფიცარი დატოვეს, ხოლო შემდეგ მანგლისში და იქ სამსჭვალნი დატოვეს“. ამ ამბით შეწუხებელი მირიან მეფე იოანე მთავარეპისკოპოსმა ანუგეშა. უთხრა, რომ სამაგიეროდ, მცხეთაში ინახებოდა მაცხოვრის კვართი და ელია წინასწარმეტყველის  ხალენი. ამ ამბის შემდეგ იოანე ეპისკოპოსი იხსენიება სოჯი დედოფლის ამბავში, რომელიც შემორჩენილია მხოლოდ „მოქცევა ქართლისაის“ ჭელიშურ და სინურ ვერსიებში. ბოდში ნათელღებულმა სოჯი დედოფალმა სასიკვდილოდ დასნეულებული წმიდა ნინოსგან მირიან მეფეს და იოანე მთავარეპისკოპოსს წერილები მცხეთაში ჩამოუტანა. იოანესადმი მოწერილი წერილის შინაარსი ჩვენთვის უცნობია, ხოლო რაც შეეხება მეფისადმი წერილს, მასში წმიდა ნინო მეფეს სთხოვდა: მისთვის ბოდში გაეგზავნა მთავარეპისკოპოსი საზიარებლად, რადგან გრძნობდა, რომ მისი გარდაცვალების დრო მოახლოებულიყო. იოანე მთავარეპისკოპოსი მეფეს მიუვლენია ბოდში წმიდა ნინოს მოსაკითხად და მცხეთაში წამოსაყვანად. იოანეს თანდასწრებით მიუცია ნინოს სალომე უჯარმელისთვის ელენე დედოფლის  წერილი, რომელშიც ქართლის განმანათლებელს, მახარებელსა და მოციქულს უწოდებდა და ნანა დედოფლისთვის გადასაცემი ძელიცხოველი. ამის შემდეგ იოანე მთავარეპისკოპოსმა აზიარა ნინო ქრისტეს სისხლსა და ხორცს. თავად იოანე მთავრეპისკოპოსი კი გარდაცვლილა მირიანის შემდგომი მეფის დროს – „მოქცევაი ქართლისაის“ ყველა ვერსიის თანახმად, ბაკურ რევის ძის მეფობის ხანაში.

 

 

скачать dle 11.3