კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის მიდის რქებით “მის თბილისი„ და რის გამო გრძნობს დიდ პასუხისმგებლობას “მისტერ თბილისი„

28 მაისს სამოდელო სააგენტო „ბესტ მოდელის“ და მისი ხელმძღვანელის, კახი ხაბეიშვილის ორგანიზატორობით, ჩატარდა სილამაზის კონკურსი „მის და მისტერ თბილისი“. „მის თბილისი“ სალომე ხუხია გახდა, ხოლო „მისტერ თბილისი“ – გიორგი  კენჯია. სალომე ახლო მომავალში გაემგზავრება კონკურსზე „მის პრინცესა“, რომელიც თურქეთში ჩატარდება, ხოლო გიორგი – „მისტერ კონტინენტალზე“. მანამდე კი დასასვენებლად პარიზში გაემგზავრებიან. 

 სალომე ხუხია: ბიზნესის მართვაზე ვაპირებ სწავლის გაგრძელებას. დედა ჩემს გადაწყვეტილებას ყოველთვის პატივს სცემს, ეთანხმება. ერთად ვმსჯელობთ, რჩევას მაძლევს. ასე იყო კონკურსის შემთხვევაშიც და მიხარია, რომ მივიღე მონაწილეობა მასში და გავხდი „მის თბილისი“. როდესაც კახი ხაბეიშვილთან მოვედი „ბესტ მოდელსში“, მაშინვე გადავწყვიტე, დავრჩენილიყავი. აქ ძალიან თბილი გარემოა, ბევრ ჩვენებაში ვიღებ მონაწილეობას, დავდივარ ქასთინგებზე და ახლა უკვე „მის თბილისი“ ვარ. საკმაოდ მიზანდასახული ვარ, ფარ-ხმალს არასდროს ვყრი. ძალიან მიყვარს ცხენით ჯირითი. არ ვარ მშიშარა, როცა რაღაცას ვაკეთებ, ყოველთვის „რქებით ვაწვები”. ექსტრემი მიყვარს და იმედია, ამ მხრივაც გამოვცდი საკუთარ თავს. 

– როგორი ბიჭები მოგწონს? 

– სიმპათიური და მამაკაცური. მთავარია, კარგი შინაგანი სამყარო დაგანახოს, თუმცა, არ უნდა მოტყუვდე, სიფრთხილე უნდა გამოიჩინო. კარგად უნდა გაიცნო და დააკვირდე. ცანცარა ბიჭები არ მომწონს. ჩამოყალიბებული აზროვნება უნდა ჰქონდეს, უნდა იცოდეს, როგორ მოგხიბლოს. ასაკზე არ მაქვს გართულება, მთავარია, მამაკაცმა, რომელსაც გოგონასთან აქვს ურთიერთობა, იცოდეს, რა უნდა. მხოლოდ სიყვარული ხომ არ არის მთავარი. სიტყვებითაც უნდა მოგაწონოს თავი, ქცევითაც და ყურადღებითაც. თუ ბიჭს უყვარხარ, ის ყველაფერს გააკეთებს, დაგირეკავს და ინიციატივასაც გამოიჩენს.  

გიორგი კენჯია: ამჟამად ვსწავლობ ჯავახიშვილში, მედიცინის ფაკულტეტზე. პარალელურად, დავდივარ „ბასეინზე”, აქტიურად ვვარჯიშობ. ფიტნესით დიდად არ ვარ დაკავებული, მაგრამ ახლა აქტიურად მინდა დავიწყო ვარჯიში, რადგან მალე „მისტერ კონტინენტალზე“ მივემგზავრები და უფრო მეტი პასუხისმგებლობა მაქვს საკუთარ თავზე აღებული. კარგად უნდა წარვადგინო საერთაშორისო კონკურსზე საქართველოს სახელი. იმედიანად ვარ განწყობილი, თუმცა, ჯერჯერობით ადრეა ამაზე საუბარი. აქვე მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო კახი ხაბეიშვილს იმ შრომისა და ძალისხმევისთვის, რაც მან ამ კონკურსში ჩადო. მიხარია, რომ ყველაფერი ძალიან კარგად ორგანიზებული და ლამაზი იყო. ეს ყველაფერი კი სწორედ კახის დამსახურებაა. 

– დიდი ხანია, მოდელი ხარ? 

– საკმარისი გამოცდილება მაქვს. ახლა „ბესტ მოდელსში“ ვარ და ამ სფეროში საკმაოდ ვაქტიურობ. ადრე ერთ-ერთ კონკურსში გამოვედი, იქაც გავიმარჯვე. „ბესტ მოდელსის“ კონკურსში  ახლა პირველად გავედი. თავიდან არ ველოდებოდი, თუ გავიმარჯვებდი, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ პესიმისტურად ვიყავი განწყობილი. სადღაც ბოლოსკენ, უკვე ვფიქრობდი, გავიმარჯვებ-მეთქი. ძალიან კარგი და სასიამოვნოა ის შეგრძნება, რომელიც გამარჯვებას მოჰყვა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელებში ამდენ თბილ მილოცვას ვიღებ. მაგრამ, იმავდროულად, ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. 

– სალომეს, ანუ „მის თბილისს“, აქამდე იცნობდი?

– ჩემი მეგობარია სალომე, ძალიან კარგი გოგონაა, ინტელექტითაც, ვიზუალითაც, ყველაფრით კარგი გოგოა. ძალიან მიყვარს სალომე. ვინც მას გაიცნობს, ყველა დარწმუნდება, რომ სწორედ ის უნდა გამხდარიყო „მის თბილისი 2014“, ძალიან საყვარელი გოგონაა.

– ასეთი გოგონები მოგწონს? 

– ზოგადად, მოდელი გოგონები არ მომწონს, მაგრამ სალომე, როგორც მოდელი და მოდელობის გარეშეც მომწონს. მოდელი გოგონები უფრო გამხდრები არიან და მე უფრო ბიონსესნაირი გოგონები მომწონს.

– ფორმებიანი, ყველაფერი თავის ადგილზე, რომ აქვთ?

– კი, ასეთები მომწონს. ბიჭისთვისაც და გოგონასთვისაც გარეგნობას მაინც პირველი ადგილი უკავია. თუმცა, მას სხვა რაღაცეებიც უნდა მოჰყვებოდეს: ინტელექტი, საზოგადოებასთან ურთიერთობა. როცა ვიღაც მომწონს, რა თქმა უნდა, თავიდან გარეგნობას ვაქცევ ყურადღებას, მერე კი, სხვა დანარჩენს. იმედი მაქვს, ისეთ გოგონას ვიპოვი, როგორიც მე მომწონს. თუმცა, ამ მხრივ, ცოტა პესიმისტურად ვარ განწყობილი. რაც შეეხება ხასიათს, შებოჭილი და ჩარჩოებში მოქცეული არ უნდა იყოს. პირიქით, გოგონა თავისუფალი და ლაღი უნდა იყოს. მე თუ ვინმე მომწონს, არასდროს მიჭირს ჩემი ემოციების, გრძნობების გამოხატვა. თუ მომწონს, პირდაპირ შემიძლია, ვუთხრა და არ დავიწყო შემოვლითი გზების მოძებნა. 

 

скачать dle 11.3