კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყველა კაცი ერთნაირია

დაარტყი, შეუყვარდები!..

მუშტი და ცემა-ტყეპა პრობლემას მხოლოდ აღრმავებს. ჯერ არავის გაურკვევია ურთიერთობა ძალისმიერი მეთოდებით. სიტუაცია არაპროგნოზირებადი ხდება და სრულიად წარმოუდგენელი შედეგით მთავრდება...

***

– რა ხდება აქ? – მკაცრად იკითხა ლევანმა, შეჯგუფებული ხალხი ხელით მისწი-მოსწია და გასისხლიანებული ვახოს დანახვაზე გაოცება ვერ დამალა.

– შენ?! კი მაგრამ, ასეთი რა შეიძლებოდა, მომხდარიყო? ჩხუბი? ჩემს რესტორანში? ასეთ  სიტუაციაში? გაოგნებული ვარ... გაუშვით, რას გაგიკავებიათ?! – გაუბრაზდა დაცვის თანამშრომლებს, რომლებსაც მაგრად ჰყავდათ ჩაბღუჯული ვახოც და გიგიც.

– პოლიციის გამოძახებას ვაპირებდით, – უთხრა ლევანს დაცვის ერთ-ერთმა ბიჭმა.

– საჭირო არ არის, ორივე გაუშვით და თქვენს ადგილებზე დაბრუნდით.

– ჰო, მაგრამ, ბატონო ლევან...

– გააკეთეთ, რაც ვთქვი. მე ვარ პასუხისმგებელი, რომ ჩხუბი აღარ გაგრძელდება. ამათ მე მივხედავ. ლიზა, სტუმრები დიდ ოთახში მიიპატიჟე, თქვენ კი წამომყევით... სამივე!

ლიზამ ქმრის ხმაში ისეთი ფოლადი იგრძნო, რომ უსიტყვოდ შებრუნდა სტუმრებისკენ, შეშფოთებული სახეებით და დაუფარავი ცნობისმოყვარეობით რომ აკვირდებოდნენ მოვლენების განვითარებას. ლევანის ტემბრი მათთვისაც გაფრთხილება აღმოჩნდა – უხალისოდ შებრუნდნენ და ლიზას გაჰყვნენ. „ბრძოლის ველზე“ ლევანი, თომა, ვახო, გიგი, ქეთი და ნინიღა დარჩნენ. მოშორებით გაჩერებულ თიკოს დაცვის ერთ-ერთი წევრი ამოუდგა გვერდში, აქაოდა, თუ რამე მოხდება, აქ ვარო. სინამდვილეში, თიკოს უმზერდა შეფარვით და რამდენჯერმე კეთილგანწყობილი ღიმილიც არ დაიშურა...

– იქნებ რომელმემ თქვას, ეს ხელჩართული ბრძოლა ვისი ინიციატივით დაიწყო და, მიზეზიც მაინტერესებს. იმიტომ არა, რომ ზედმეტად ცნობისმოყვარე ვარ, უბრალოდ, რადგან ჩემს ტერიტორიაზე, თანაც, სრულიად შეუფერებელ გარემოში მოხდა, ვალდებულები ხართ, მითხრათ, – თქვა ლევანმა იქ მყოფები შეათვალიერა და ვახოზე შეაჩერა მზერა.

– განსაკუთრებული არაფერი. პატარა გაუგებრობა იყო, – უხალისოდ განუმარტა ვახომ.

ლევანმა წარბი შეიკრა:

– ეს პასუხი არ არის. პატარა გაუგებრობისთვის ასეთ ადგილას ჩხუბს არავინ ტეხს, მით უფრო, შენგან სრულიად წარმოუდგენელი იყო. ამიტომ...

– ჩემთვისაც წარმოუდგენელი იყო... სწრაფად შეაწყვეტინა ვახომ და ცოლს მიუბრუნდა, – წავიდეთ აქედან!

– არა, არა... ასე ადვილად ამ სიტუაციიდან ვერ გამოძვრებით! – მოულოდნელად გაცხარდა ლევანი, – ვახო, გიგი, ჩემს კაბინეტში ავიდეთ და იქ გავარკვიოთ.

– ბატონო ლევან, გასარკვევი მართლაც არაფერია, – გასისხლიანებული ტუჩი ხელის ზურგით მოიწმინდა გიგიმ და ნინის შეჰღიმა, – ბოდიშს გიხდით ამ ინციდენტისთვის და მივდივართ. ვწუხვარ, რომ ასე მოხდა.

– ნინი, ქეთი, თქვენ მაინც მითხარით, რა მოხდა? ასე როგორ შეიძლება? – ხელები გაშალა ლევანმა, – ყველაფერს წარმოვიდგენდი, მაგრამ – ჩხუბი? თანაც, ცხვირ-პირის დასისხლიანებით?! არ ვიმსახურებდი თქვენგან ამას. თბილისი პატარაა, ხვალ ეს ამბავი მთელ ქალაქს ეცოდინება და უამრავ უსაფუძვლო და არასასიამოვნო ჭორს დაუდებს სათავეს, რაც, ჩემს ოჯახს, რბილად რომ ვთქვათ, პრობლემას შეუქმნის. ამიტომ, სიმართლე უნდა ვიცოდე, გესმით, ხომ?

– რა თქმა უნდა, ბატონო ლევან, მაგრამ გარწმუნებთ, იმას, რაც მოხდა, თქვენს ოჯახთან არანაირი კავშირი არა აქვს, – მოღუშულმა ჩაილაპარაკა ვახომ.

– შეიძლება, მაგრამ, ეს მარტო შენ იცი და გიგიმ. მეც უნდა ვიცოდე, რა იყო ჩხუბის მიზეზი, – უკან არ დაიხია ლევანმა, – თქვენ, მგონი, ნინის საქმრო ხართ, არა? ხომ არ მეშლება? – პირქუშად შეხედა თომას, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩუმად იდგა და სევდიანად ადევნებდა თვალს, როგორი ალერსიანი მზერით „ელაპარაკებოდნენ“ ერთმანეთს ნინი და გიგი. ლევანის შეკითხვამ გამოარკვია.

– არა, მე არავინ არ ვარ, შემთხვევით მოვხვდი თქვენს წვეულებაზე და, ძალიან ვწუხვარ, რომ ზეიმი ჩაგიშალეთ. მომხდარის მთელ სიმძიმეს საკუთარ თავზე ვიღებ.

– გამაოგნებელი ამბავია! რას ნიშნავს არავინ ხარ და აქ შემთხვევით აღმოჩნდი? ეს რა პასუხია?

– სამწუხაროდ, სხვა პასუხი არ მაქვს. კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს. კარგად ბრძანდებოდეთ, – თომას ნინისთვის აღარ შეუხედავს, შებრუნდა და, ნელა, თითქოს ნაბიჯის გადადგმა უჭირდა, იქაურობას მოშორდა.

– ჩვენც წავიდეთ, – ვახომ ცოლს მკლავში მოჰკიდა ხელი და გამეტებით მოუჭირა, – წავიდეთ-მეთქი!

ლევანი კიდევ აპირებდა რაღაცის თქმას, მაგრამ, სწორედ ამ დროს მასთან დაცვის უფროსი მივარდა და რაღაც ჩასჩურჩულა. ლევანი შესამჩნევად გაფითრდა და აღმოხდა: – ეგ რაღა უბედურებაა კიდევ? ვინ არის და რა უნდა?

– ვერ გავარკვიეთ, ბატონო ლევან. მგონი, გიჟია... ფლეშ-მობი მოგვიწყო რესტორნის წინ, სკვერში და გულის ფორმის ფანრებს უშვებს.

– ღმერთო, რაღა მაინცდამაინც ჩემი რესტორნის წინ დაემართა სიგიჟის შეტევა? ფლეშ-მობი რაღა ოხრობაა?! 

– რამდენიმე ადამიანი შეიკრიბება და ცეკვავს, – აუხსნა დაცვამ.

– რა?! ყველამ პირი შეკარით თუ რაშია საქმე? წამოდი ერთი, მაჩვენე...

– პოლიციაც ხომ არ გამოვიძახოთ? – შესთავაზა დაცვამ.

– ჰო, პოლიციაც და პრესა-ტელევიზიაც არ დაგავიწყდეთ... შენც გაგიჟდი თუ საღი აზროვნების უნარი დაკარგე? გეუბნები, სკანდალი არ მჭირდება-მეთქი! გგონია, ბევრს ვუყვარვარ და მტრები არ მყავს? არავინ იცის და წარმოდგენაც მიჭირს, რა კუდს გამოაბამენ ამ ყველაფერს.

– მაშინ, საერთოდ ნუ მივაქცევთ ყურადღებას და ეგ იქნება.

– ყურადღებას ნუ მიაქცევ – კარგია. ბიჭები წაიყვანე და უხმაუროდ გაწმინდე ტერიტორია. რას მიყურებ? არ მითხრა, უხმაუროდ არ გამოვაო, თორემ, ახლავე დაგითხოვ სამსახურიდან...

ვახომ ცოლს წუთით ხელი უშვა და გიგის ხმადაბლა გადაულაპარაკა:

– ეს თუ ზუკას ნამოქმედარი არ იყოს, თავს მოვიჭრი და სკანდალი ახლა ნახე.

– მეც მაგას ვეჭვობ და, აზრზე არ ვარ, რა უნდა მოვიმოქმედოთ.

– ჰო, ვერც მე ვფიქრობ. თიკო მივუშვათ... მიდი, უთხარი!

თიკოს საერთოდ არ ესმოდა, რა ხდებოდა მის გარშემო. ბოლომდე შეირგო სიმპათიური ბიჭის ყურადღება და კეკლუცად პასუხობდა მის შეკითხვებს. სულაც არ გაუხარდა, გიგიმ მკლავში რომ მოკიდა ხელი და გვერდზე გაათრია.

– რა გინდა? – შეუბღვირა მაშინვე, – ხელს რატომ მიშლი ურთიერთობის აწყობაში?

– რა დროს ურთიერთობაა, მალე აქაურობა დაინგრევა. მოჰკიდე ხელი მაგ შენს რაინდს და წადით, ზუკა დააოკეთ, თორემ, წეღანდელი ჩხუბი მონაგონი იქნება.

– ზუკას აქ რა უნდა? – თვალები ფართოდ გაახილა თიკომ, – რაღაც გეშლება.

– არაფერიც არ მეშლება. რასაც გეუბნები, გააკეთე, – მოუჭრა გიგიმ და ისევ ნინისთან დაბრუნდა. თიკომ მხრები აიჩეჩა, აქაოდა, ვერაფერი გავიგეო, მაგრამ, გიგის ნათქვამის შესასრულებლად მაინც წავიდა და თავისი ახალგამოჩეკილი თაყვანისმცემელიც თან გაიყოლა.

ლიზამ საკმაოდ გვიან გაიგო იმის შესახებ, რაც რესტორნის წინ ხდებოდა, უფრო სწორად, მაშინ, როცა დარბაზში შეგროვილი ხალხის ყურადღება გარედან შემოსულმა ხმაურმა მიიპყრო: „უი, შეხედეთ... იქ ვიღაც მღერის და ცეკვავს“; „შეხედეთ, შეხედეთ... განათებული გულები მიცურავს ცისკენ...“ „ყოჩაღ, ლიზა, ეს სიურპრიზი, ალბათ, ლევანმა მოგიწყო...“ ლიზა გაოგნდა. გულმა უსიამოვნოდ დაუწყო ძგერა და, ცუდი წინათგრძნობით შეპყრობილი, აივანზე გავიდა... ზუკას გაბრწყინებული სახე და ჰაეროვანი კოცნა სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მუხლებში სისუსტე ეგრძნო... შეშინებული მოებღაუჭა აივნის რიკულებს და შეჰკივლა...

ლევანს ცოლის ცუდად გახდომის ამბავი მაშინ აცნობეს, როცა რესტორნიდან გასვლასა და სიტუაციაში გარკვევას აპირებდა. ყველაფერი მიატოვა და იქით გაქანდა, სადაც გულწასული ლიზა ეგულებოდა. მისთვის მხოლოდ ცოლის და მომავალი შვილის ჯანმრთელობა იყო მთავარი, დანარჩენი საერთოდ არ ადარდებდა. გულგახეთქილი მივარდა ლიზას, ხელში აიტაცა და მანქანისკენ გააქანა. მთელი მისი ყურადღება ცოლის გაფერმკრთალებული სახისკენ იყო მიპყრობილი და გარშემო მყოფებს ვეღარც ამჩნევდა. 

მასპინძლების გარეშე დარჩენილმა სტუმრებმა ნელ-ნელა დაიწყეს დაშლა, თან ჩურჩულებდნენ.

თიკო ზუკასთან მიიჭრა:

– გაგიჟდი? რა ჯანდაბას აკეთებ, ეს სისულელე რამ მოგაფიქრა?

ზუკამ დამცინავად შეხედა აფოფრილ გოგოს.

– ოჰო, შენც აქ ყოფილხარ... რაო, იცეკვე და იკუნტრუშე? კარგია ბომონდურ თავყრილობაზე ყოფნა? ეს აყლაყუდა ვინ არის? ყოჩაღ, როგორც იქნა, დაგადგა საშველი?

– ენას კბილი დააჭირე და ეს შენი მოხტუნავე გოგო-ბიჭები აქედან გაიყვანე, სანამ პოლიცია არ გამოუძახებიათ. პრობლემებს ნუ შეიქმნი, ძალიან გინდა, ხულიგნობისთვის დაგიჭირონ?

– რატომ უნდა დამიჭირონ? მე არავის კერძო საკუთრებაში არ ვიჭრები. ქუჩა კი ყველასია. კანონს არ ვარღვევ, საყვარელო...

– ახალგაზრდავ, გოგონა სიმართლეს გეუბნებათ. აქედან უნდა წახვიდეთ ყველა, თანაც, დაუყოვნებლად. ბატონი ლევანის მოთხოვნაა და ჩვენც იმიტომ ვართ აქ, რომ ტერიტორია გავწმინდოთ, – თიკოს წამოეშველა დაცვა და დანარჩენებიც მის გარშემო მოგროვდნენ.

ზუკამ მხრები აიჩეჩა:

– რა გაეწყობა, წავალთ. პრინციპში, მე უკვე გავაკეთე ჩემი საქმე. სულ კარგად ბრძანდებოდეთ... მშვენიერო თიკო, სამსახურში შევხვდებით! – ზუკა შებრუნდა და მოცეკვავე გოგო-ბიჭებს ხელები აუქნია: – წავედით! ყველას დიდი მადლობა...

– ვინ არის, შენ იცნობ? – ჰკითხა თიკოს განცვიფრებულმა დაცვამ.

– ჩემი თანამშრომელია, – ამოიოხრა გოგომ და ბიჭს დამნაშავესავით შეხედა.

– ესე იგი, ეს ყველაფერი შენ გამო მოაწყო? – გულდაწყვეტით ჩაილაპარაკა ბიჭმა.

– არა, მე არაფერ შუაში ვარ. მართლა. გგონია, ვუყვარვარ და ამ ფორმით ამიხსნა სიყვარული? ზუკას სულ სხვა უყვარს. ჩვენ მხოლოდ თანამშრომლები ვართ. ოღონდ, ნუ მკითხავ, ვინ არის ის ქალი. ჩემი საიდუმლო არ არის და არ მაქვს მისი გამხელის უფლება.

– არც მაინტერესებს, – გაუბრწყინდა სახე ბიჭს, – გულზე მომეშვა და ეს არის მთავარი.

თიკოს  თვალები აუციმციმდა:

– მართლა? ანუ, გეწყინებოდა, ზუკა ჩემი შეყვარებული რომ აღმოჩენილიყო? – ჰკითხა დაუფარავი სიხარულით.

– გულახდილად გითხრა? – შეყოყმანდა ბიჭი.

– აუცილებლად... – შეაგულიანა თიკომ.

– კი, ძალიან მეწყინებოდა... იმიტომ რომ მართლა მომეწონე. მგონი, ერთი ნახვით შეყვარების შესაძლებლობასაც ვიჯერებ. მაგრამ, შენ რომ ჩემთვის სახელი არ გიკითხავს? ეს ნორმალურია?

– მოვასწრებ, რა მეჩქარება? – კეკლუცად გაუღიმა თიკომ, – გამაცილებ დღეს?

– რა თქმა უნდა. ოღონდ, ცოტა ხანს უნდა დამელოდო – ერთ საათში შევიცვლები და წავიდეთ... თან, მანქანით ცოტას გაგასეირნებ. მინდა, მეტი ვიცოდე შენზე... ისე, აჩიკო მქვია.

თიკომ თავი დაუქნია.

– ბარში ვიქნები, აჩიკო... მშვენიერი სახელია, არ დამავიწყდება.

– კოქტეილზე მე დაგპატიჟებ, – აჩიკო ბედნიერებისგან დაფრინავდა.

... რესტორანში ხალხი თითქმის აღარ იყო. ბართან რამდენიმე სტუმარი ტრიალებდა. მომსახურე პერსონალს დაბნეული და დამფრთხალი სახეები ჰქონდა.

– კიდევ მოხდა რაიმე? – იკითხა აჩიკომ.

– ქალბატონი ლიზა გახდა ცუდად. საავადმყოფოში წაიყვანა ბატონმა ლევანმა, – უპასუხა ბარმენმა.

– რას ამბობ? რა დაემართა?

– რა ვიცი, ეტყობა, ზემოთ, დარბაზში უჰაერობა იყო და გული გაუხდა ცუდად. აივანზე კი გასულა, მაგრამ მაინც არ უშველა. ბატონი ლევანი ლამის გაგიჟდა, ხელი დაავლო და თავისი მანქანით წაიყვანა.

– უჰაერობა? როგორ, ვენტილაცია ჩართული არ იყო? – კიდევ უფრო გაუკვირდა აჩიკოს.

– რა ვიცი, აბა, – მხრები აიჩეჩა ბარმენმა, – შეიძლება, სხვა მიზეზიც არის, მაგრამ, მე ვინ მეტყვის?

– მდაა, არ არის კარგი ამბავი...

თიკოს ცუდად ენიშნა ლიზას ცუდად გახდომის ამბავი, გულის სიღრმეში შეებრალა კიდეც. ლევანზე კი ისევ გაბრაზდა... მაგრამ, აჩიკოს ღიმილმა ორივე მალე დაავიწყა.

– დაგელოდო, ხომ? – გაეცინა და ბარის სკამზე მოკალათდა.

– აუცილებლად... შევთანხმდით?

***

კლინიკის ფართო დერეფანში სიჩუმე იყო. ბოლთას მხოლოდ ლევანი სცემდა... სავარძლებზე ნინი, გიგი, ვახო და ქეთი ისხდნენ. ქეთი სუნთქვაშეკრული ელოდა, როდის ეტყოდა ვახო რამეს, მაგრამ ის დუმდა და ცოლს საერთოდ არ უყურებდა... გიგის ნინის ხელები ეჭირა და ნაზად ეფერებოდა. ნინიმ რამდენჯერმე შეხედა მის შესიებულ წარბს, გახეთქილ ტუჩს და თავი უკმაყოფილოდ გადააქნია.

– გიჟი ხარ, ნამდვილი გიჟი... – უთხრა ხმადაბლა. 

გიგი გაიბადრა:

– მორჩა, სისხლი დავღვარე შენთვის. მეტი როგორღა დაგიმტკიცო, რომ მიყვარხარ? თუ გინდა, ხმამაღლაც ვიყვირებ!

– ჩუმად, სირცხვილია... ნეტავი, როგორ არის?  ეს ყველაფერი ზუკას დანახვის გამო დაემართა... კიდევ კარგი, ლევანი ვერაფერს მიხვდა.

– ჰო, დებილია ეგ ზუკა. ნეტავი, იცის, რა შედეგი გამოიღო მისმა მონო-სპექტაკლმა? უნდა დავურეკო.

– ჯერ გავიგოთ ლიზას ამბავი და მერე. უხერხულია... ნახე, ლევანი მკვდარს ჰგავს, ფერი აღარ ადევს სახეზე.

– ასეთები ხართ ქალები, გვანერვიულებთ, – გიგიმ ალერსით მოუჩეჩა ნინის თმა და შუბლზე აკოცა.

საორდინატოროდან ექიმი გამოვიდა:

– პაციენტის მეუღლე რომელია?

– მე ვარ. რა ხდება, როგორ არის ჩემი ცოლი?

– გონს მოვიდა, მაგრამ, ნაადრევი მშობიარობა დაეწყო... ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ნაყოფის გადასარჩენად, თუმცა, ვერაფერს დაგპირდებით!..

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3