კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საბედისწერო შეცდომა

– მარტი, გადავწყვიტე, ამანდა მაინც მოვკლა... – მამაკაცის ხმა გარკვევით ისმოდა. ტექნიკოსს, რომელიც სატელეფონო ხაზების გასასწორებლად გამოიძახეს, შეშფოთებისგან ხელსაწყო გაუშეშდა ხელში... სხვების საუბარში შემთხვევით ჩაერთო. ტექნიკურად ეს შესაძლებელი იყო – მას შეეძლო სატელეფონო საუბრების მოსმენა, თუმცა კანონი ამას კრძალავდა... მაგრამ, ცნობისმოყვარეობამ აიძულა, მოსმენა გაეგრძელებინა...

– მარტი, გესმის ჩემი? ამანდას მოკვლა გადავწყვიტე-მეთქი!

– არ გეჩვენება, რომ ჯერ ძალიან ადრეა? – უპასუხა მეორე ხმამ. ეს, ალბათ, მარტი იყო, – ბარბარას სიკვდილის შემდეგ სულ რაღაც ორი თვეა გასული. ფიქრობ, რომ ეს შენთვის მომგებიანი იქნება? ცოტას ხომ არ დაიცდიდი?

– არა, არა, სიტუაცია მომწიფდა... ამჯერად ყველაფერი უზუსტესად გავთვალე. მკვლელობის იდეალური ვერსია მოვიფიქრე.

– პიტ, შენ ყოველთვის ასე ამბობ, – ამოიოხრა მარტიმ, – რა ვიცი, რა ვიცი...

ტექნიკოს ჯეფ ბაუერსს სუნთქვაც კი შეეკრა. შეცდომა გამორიცხული იყო. იმ ვიღაც ამანდას მართლა უპირებდნენ მოკვლას, თანაც, ამ მკვლელს ერთი ქალი უკვე ჰყავდა მოკლული...

– პიტ, გესმის ჩემი? ამ შემთხვევაშიც დაზღვევის თანხაა მოტივი? როგორც ბარბარას მკვლელობისას?

– არადა საქმეც ეგაა. ეს ეჭვს გამოიწვევდა. უფრო მაგარი რამე მოვიფიქრე. ამანდას ხომ ძალიან ძლიერი ალერგია აქვს პრაქტიკულად ყველაფერზე... ჰოდა, ასეთი რაღაც გადავწყვიტე: როცა თავისი შედევრი  ორცხობილების მომზადებას დაიწყებს, მე ცომში მოზრდილ კოვზ არაქისის ზეთს ან ცერეცოს შევურევ და, მორჩა, წასულია მისი საქმე... აბა, როგორია?!

– პიტ... შენ უკე ნამდვილ მკვლელ-მანიაკად იქეცი, ძალიან გაგიტკბა ქალების ხოცვა. თუმცა, ეს ვერსია არადამაჯერებლად მეჩვენება.

– რატომ, მარტი? პირიქით, ძალიანაც დამაჯერებელია. მე ყველაფერი წავიკითხე ალერგიებზე და, მერწმუნე, ამანდა ეგრევე გაიგუდება. თანაც, სპეციალურად შევურჩევ დღესასწაულის დღეებს, როცა საავადმყოფოებში მხოლოდ მორიგე პერსონალი რჩება და პაციენტების მიღებაზე გრძელ რიგში უწევთ დგომა. ამანდას შემთხვევაში ექიმამდე საქმე არ მივა, ის მანამდე მოკვდება. მერე მე პერსონალს ვუჩივლებ გულგრილობასა  და უყურადღებობის გამო. ჰოდა, სოლიდურ ჯარიმასაც გადავახდევინებ. შესაბამისად, ფინანსური დაინტერესებაც იქნება. რას იტყვი?

– რა უნდა გითხრა, შენ ხომ მაინც გააკეთებ ამას...

– ნუ ღელავ, მარტი. ნახავ, როგორ კარგად გამომივა ყველაფერი.

– მომისმინე, ისევ აპირებ პოლიციისთვის მიუწვდომელი დარჩე? – მარტის ხმაში ირონია ჟღერდა.

– რა თქმა უნდა! გაჩერებას არ ვაპირებ. გამომდის ეს საქმე და, რატომაც არა?! თანაც, ამანდა ნამდვილი ურჩხულია.

– გეუბნები, ნამდვილი ლურჯწვერა ხარ-მეთქი. კარგი, წავედი, კლიენტი მელოდება...

– კიდევ დაგირეკავ. რაღაც მინდოდა გამერკვია და შენი აზრი მაინტერესებს.

ჯეფ ბაუერსმა ძლივს მოითქვა სული. არა, ამ ამბავს ასე ვერ დატოვებდა. მართალია, უკანონობა იყო სხვისი საუბრის მოსმენა, მაგრამ გაჩუმება ერთი ადამიანის სიკვდილს უდრიდა. თუმცა, ჯერ ამ ვიღაც პიტის გვარი და მისამართი უნდა გაეგო, რაც დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა. დარწმუნებულმა იმაში, რომ პიტი უკვე აღარ ელაპარაკებოდა მარტის, ჯეფმა დარეკა სატელეფონო სადგურში და გაარკვია, რომელი ნომრიდან რეკავდა პიტი. შემდეგ აკრიფა დისპეტჩერის ნომერი და სთხოვა, კონკრეტული ტელეფონის ნომრის მფლობელის ვინაობა ეთქვა. ერთი წუთის შემდეგ ბაუერსმა უკვე იცოდა, რომ ამანდას მოკვლას ვინმე პიტერ მერიკი აპირებდა, ფიჭვების ქუჩა ¹223-ში. ამანდა, ალბათ, მისი ცოლი იყო. სავარაუდოდ, ბარბარაც მისი ცოლი იყო, რომელიც ორი თვის წინ გამოასალმა სიცოცხლეს. პოლიციაში წასვლის დრო იყო. ჯეფმა უცებ გაიხედა და აღმოაჩინა, რომ სატელეფონო-ტექნიკური ჯიხური ზუსტად 223-ე სახლის მოპირდაპირე მხარეს იდგა. კანი დაუბუსუსდა, როცა აივანზე დაინახა კაცი, რომელიც ტელეფონზე საუბრობდა. ეჭვი არ შეჰპარვია, რომ ეს სწორედ მკვლელი-მანიაკი იყო და სასწრაფოდ ისევ შეაერთა სადენი.

– მარტი, მომისმინე... იცი, რა ვიფიქრე? მე ხომ მკვლელი-მანიაკი ვარ. მარტო ცოლების მოკვლით იმიჯს დიდხანს ვერ შევინარჩუნებ... მოტივის გარეშე მკვლელობაც მჭირდება.

– ჯანდაბა, პიტ... მე საიდან უნდა ვიცოდე, რა გჭირდება მკვლელი-მანიაკის იმიჯის შესაქმნელად? გითხარი, საქმე მაქვს-მეთქი.

– არა, მომისმინე, მაგალითად, ახლა კარგი ვარიანტი მაქვს. ჩემს მსხვერპლებს შორის ჯერ არ ყოფილა სატელეფონო ხაზების ტექნიკოსი. შემთხვევით დავინახე, როგორ მუშაობს ჩემს წინ ჯიხურში ახალგაზრდა კაცი... მივალ, უცებ შუბლში დავახლი ტყვიას და წამოვალ. ვინ გაიგებს მკვლელის ვინაობას? არავითარი მოწმე, არავითარი მოტივი. იდეალური მკვლელობა იქნება, ხომ, მარტი?

– პიტ, გეყოფა. რაც გინდა, ის ქენი. მუშაობა მაცალე... 

ჯეფ ბაუერსს შიშისგან ცივმა ოფლმა დაასხა. მისი სიცოცხლე საფრთხეში იყო. სასწრაფოდ რაღაც უნდა ეღონა – უნდა მოეხვეტა თავისი ხელსაწყოები და გაქცეულიყო, რომ როგორმე თავი გადაერჩინა. ჯეფმა სწრაფად ჩააწყო ხელსაწყოები სპეციალურ ჩანთაში. მერე მოვიდოდა და მიხედავდა აქაურობას, ახლა კი გაქცევა უნდა მოესწრო. თითქმის მორჩა, ჩანთა შეკრა კიდეც, მაგრამ, ერთბაშად იგრძნო, რომ მის ზურგს უკან ვიღაც იდგა, სუნთქვაც კი ჩაესმა მისი... ეჭვი არ შეჰპარვია იმაში, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო... ახლა ესროდა – პისტოლეტის ლულა, ალბათ, კეფაში ჰქონდა დამიზნებული... ოდნავ შებრუნდა და დაინახა კიდეც მკვლელის ხელში მოგრძო, მუქი ფერის ნივთი... სხვა აღარაფერი დარჩენოდა, ჩანთას ხელი დაავლო, მთელი ძალით მოუქნია და მანიაკს სახეში შემოსცხო... პიტერ მერიკი დაეცა, ჯეფს ბევრი არ უფიქრია, ჩანთას ხელი შეუნაცვლა და კიდევ ერთხელ ჩაარტყა თავში...

***

პოლიციის სერჟანტი გვამთან დაიხარა.

– მკვდარია... ახალგაზრდავ, რას ერჩოდით ამ ადამიანს? – მიუბრუნდა ჯეფ ბაუერსს.

– მას ჩემი მოკვლა უნდოდა, მე თავს ვიცავდი.

– რითი აპირებდა თქვენს მოკვლას, ამით? – და პოლიციელმა მობილურ ტელეფონზე მიუთითა, რომელიც მიცვალებულს ხელში ჰქონდა ჩაბღუჯული.

– ჰო, მაგრამ, ის სერიული მკვლელია... მან თავისი ცოლები დახოცა და კიდევ ერთ ცოლს, ამანდას უპირებდა მოკვლას.

– ვინ? პიტერ მერიკი? – განცვიფრდა დეტექტივი ვაგნერი, რომელიც პოლიციელს ახლდა სასამართლოს ექსპერტთან ერთად, – მას ცოლი არ ჰყავს და არც არასოდეს ჰყოლია.

– როგორ, ჩემი ყურით მოვისმინე, როგორ ეუბნებოდა ვიღაც მარტის, როგორ მოუღო ბოლო ბარბარას, ხოლო დაზღვევის თანხა მიითვისა... კიდევ ის, რომ ადამიანების ხოცვა გართობად გადაექცა. ჩემი მოკვლა კი იმიტომ უნდოდა, რომ მის კოლექციაში არ იყო მკვლელობა არაფრის გამო, მოტივის გარეშე.

– პიტერ მერიკი დეტექტიურ რომანებს წერდა... ის თავის ახალ წიგნში ყოველთვის კლავდა... რამდენიმე თვის წინ გამოცემული მისი რომანი „ბარბარას“ ბესტსელერების ათეულში მოხვდა. ნუთუ ამის შესახებ არ იცოდით?!

 

 

скачать dle 11.3