რა მოხდა ამ დღეს
9 ივნისი
1920 – დაიწყო სომხეთ-თურქეთის ომი, რომლის შედეგადაც სომხეთი თურქეთის სატელიტი ქვეყანა გახდა.
1931 – მოსკოვსა და ლენინგრადს შორის მოძრაობა დაიწყო მატარებელმა – „წითელი ისარი“.
1959 – წყალში ჩაუშვეს პირველი წყალქვეშა ნავი „ჯორჯ ვაშინგტონი“, ბორტზე ბალისტიკური რაკეტებით.
10 ივნისი
1898 – ამერიკელებმა დააარსეს გუანტანამოს სამხედრო ბაზა.
1909 – დაარსდა ქალაქი კანბერა – ავსტრალიის კავშირის დედაქალაქი.
1936 – შეიქმნა კინოსტუდია „სოიუზმულტფილმი“.
1940 – იტალია შეუერთდა თავის მოკავშირეს – ჰიტლერულ გერმანიას და საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს ომი გამოუცხადა.
1940 – ფაშისტურმა გერმანიამ დაამთავრა ნორვეგიის ოკუპაცია.
1943 – უნგრელმა ლასლო ბირომ გამოიგონა ბურთულიანი კალამი. ის ასრულებდა ბრიტანეთის სამეფოს საჰაერო ძალების დაკვეთას. მათ სჭირდებოდათ კალამი, რომელიც დიდ სიმაღლეზე, დაბალი წნევის პირობებში შეძლებდა წერას.
11 ივნისი
1942 – ვაშინგტონში დაიდო ხელშეკრულება საბჭოთა კავშირსა და ამერიკას შორის ურთიერთდახმარებაზე ომის დროს და თანამშრომლობაზე – ომის შემდგომ პერიოდში.
1991 – ფირმა „მაიკროსოფტმა“ გამოუშვა ოპერატიული სისტემა MS DOS 5,0.
1992 – რუსეთში მიიღეს პრივატიზაციის სახელმწიფო პროგრამა
12 ივნისი
1897 – კარლ ელზენერმა დააპატენტა არმიისთვის დასაკეცი დანა (ეგრეთ წოდებული, შვეიცარიული დანა).
1898 – ფილიპინები გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო.
1955 – იაკუტიაში აღმოაჩინეს ალმასის საბადოები.
1991 – რუსეთის პირველი პრეზიდენტი გახდა ბორის ელცინი.
13 ივნისი
1494 – ქრისტეფორე კოლუმბმა აღმოაჩინა კუბა.
1859 – რუსეთმა დაასრულა ჩეჩნეთის დაპყრობა.
1944 – დაიწყო ლონდონის დაბომბვა გერმანული რაკეტებით – „ფაუ-1“.
1956 – პარიზში შედგა ჩემპიონთა თასის პირველი ფინალი. თასის მფლობელი გახდა მადრიდის „რეალი“.
1958 – ჩინეთმა აამუშავა თავისი პირველი ატომური რეაქტორი.
14 ივნისი
1777 – ფილადელფიის კონტინენტურმა კონგრესმა დაამტკიცა ამერიკის შეერთებული შტატების დროშა – თეთრი და წითელი ზოლებით და ლურჯ ფონზე თეთრი ვარსკვლავებით.
1841 – თავისი პირველი სხდომა ჩაატარა კანადის პარლამენტმა.
1847 – რობერტ ბუნზენმა გამოიგონა სანათური, რომელშიც შესაძლებელი იყო ალის ზომის რეგულირება.
1940 – ფაშისტური გერმანიის ჯარებმა დაიკავეს პარიზი.
15 ივნისი
1389 – კოსოვოს ბრძოლაში ოსმალეთის არმიამ გაანადგურა ქრისტიანთა (სლავთა და ჯვაროსანთა) გაერთიანებული ლაშქარი და დაიკავა ბალკანეთის ნახევარკუნძული.
1826 – არკანზასი გახდა ამერიკის შეერთებული შტატების 25-ე შტატი.
1844 – ჩარლზ გუდიარმა დააპატენტა ვულკანიზაციის მეთოდი რეზინის შესაკეთებლად.
1940 – საბჭოთა კავშირმა მოახდინა ლიტვის ანექსია.