კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სასარგებლო რჩევები - დაბერების წინააღმდეგ

ქალბატონების უმრავლესობისთვის დაბერების სიმბოლო მხოლოდ დანაოჭებული სახის კანი, ყელი, დეკოლტე და ხელებია, ანუ ის, რაც უფრო მეტად ჩანს ვიზუალურად, ამიტომ, გაცილებით მეტ მზრუნველობას იჩენენ გარეგნულ მხარეზე, მაგრამ, არ იციან, რომ ნებისმიერი ქალი მით უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება, რაც უფრო მეტად ზრუნავს არა მარტო კანზე, არამედ, ჯანმრთელობასა და ფსიქოემოციურ განწყობაზე.

დავიწყოთ სიარულით.

ალბათ, ხშირად შეგხვედრიათ ქუჩაში სოლიდური ასაკის ქალბატონი, რომელიც საკმაოდ „ქორფად“ გამოიყურება არა მხოლოდ იმის გამო, რომ კანი აქვს მოვლილი, არამედ იმიტომ, რომ დადის წელში გამართული, ყელმოღერებული და ნაბიჯებსაც თამამად დგამს. ასეთი ქალი დარწმუნებულია თავის ღირსებებში და ცდილობს, ამაში სხვაც დაარწმუნოს. როგორ?! ძალიან მარტივად – მომხიბლავი ღიმილით. დიახ, ნაზი, ქალური ღიმილი მინიმუმ ხუთ-ექვს წელს მოგიხსნით ასაკობრივი „ბალანსიდან“. რადგან ღიმილი ვახსენეთ, იმასაც დავამატებთ, რომ ნუ შეგეშინდებათ მიმიკური ნაოჭების, გაიღიმეთ ხშირად და თამამად. უფრო მეტიც, იცინეთ ხმამაღლა და გულით. ნუ მიაქცევთ ყურადღებას იმ აზრს, რომ ხმამაღალი სიცილი კარგ ტონად არ ითვლება. ვისაც ამაში ეჭვი ეპარება, ვეტყვით, რომ, ამერიკელი კოსმეტოლოგების მტკიცებით, არაფერი ისე არ აბერებს ქალს, როგორც მიმიკური ნაოჭების უქონლობა. ეს, ცხადია, არ ნიშნავს იმას, რომ ძალით გავიღრმავოთ ნაოჭები, მაგრამ, ამერიკელი კოსმეტოლოგები გვირჩევენ, რომ შევამსუბუქოთ მათთან ბრძოლა, რადგან, მათი თქმით, თვალების კუთხეებთან წვრილი „სხივების“ არქონის შედეგად სახეს აკლდება სითბო, ხასიათის გამომხატველი მზერა და სახე პლასტმასის ნიღაბს ემსგავსება, რაც კიდევ უფრო გაუსვამს ხაზს ასაკს.

ამ ყველაფერთან ერთად, მაქსიმალურად დატვირთეთ ორგანიზმი ფიზიკურად, საუკეთესო ვარიანტია სუფთა ჰაერზე სირბილი, ველოსიპედით სეირნობა, ცურვა ან ცეკვა.

ფსიქოთერაპია გაახალგაზრდავების ერთ-ერთი აპრობირებული მეთოდია. ამისთვის სულაც არ დაგჭირდებათ სპეციალისტთან ვიზიტები, უბრალოდ, უნდა იცოდეთ, როგორ მოიხსნათ სტრესი, ეს კი სულაც არ არის რთული. მაგალითად, შეგიძლიათ, უფრო ახლო ურთიერთობები გააბათ თქვენზე ბევრად უფრო ახალგაზრდა და მხიარულ ახალგაზრდებთან – არ დაგავიწყდეთ, რომ ასაკიც და მხიარული განწყობაც გადამდებია.

ინტელექტუალური განვითარება კიდევ ერთი ხერხია ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად. ამიტომ, შეუთავსეთ ერთმანეთს სასიამოვნო და სასარგებლო და დაიწყეთ რომელიმე ენის შესწავლა. ეს არ გაგიჭირდებათ, რადგან დღეს ამისთვის უამრავი საშუალება არსებობს.

და, კიდევ: თუ მარტო ცხოვრობთ, ან, მიგაჩნიათ, რომ ოჯახის წევრები საკუთარი პრობლემებით არიან დაკავებულები და თქვენთვის იშვიათად იცლიან, თქვენ კი ძალიან გჭირდებათ სითბო და სიყვარული, რომელიც ხანდახან საგრძნობლად გაკლიათ, შეიძინეთ ძაღლი ან კატა – ეს საუკეთესო ფსიქოთერაპიაა.

скачать dle 11.3