კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ აქვს საშიში ენერგეტიკა სახლში აღმოჩენილ უცხო ნივთებს და შესაძლებელია თუ არა ნეგატიური ენერგიის განეიტრალება სარკის დახმარებით

დღეს ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ კონკრეტულ ადამიანზე ცუდი ენერგიის მიმართვა და მისთვის ზიანის მიყენება ძალიან ადვილია, თუმცა, მისი განეიტრალება ყველას შეუძლია. ამ თემასთან დაკავშირებით ინტერვიუ ვთხოვეთ ქალბატონ ნინოს, რომელიც მსგავს საკითხებში ერთ-ერთ კომპეტენტურ ადამიანად ითვლება, ხოლო მისი რჩევებით არაერთმა ადამიანმა შეიმსუბუქა ცხოვრება.

 

ნინო: დღეს ძალიან მომრავლდნენ ბოროტი ადამიანები. ამას გაჭირვებულ ყოფას, მოუწყობელ კარიერას თუ პირად ცხოვრებას აბრალებენ, მაგრამ, ეს ასე არ არის. თუ შენ ვერ გამოდექი ამ ცხოვრებაში, სხვისი რა ბრალია? ფაქტია, ჩვენ ირგვლივ ძალიან ბევრი ნეგატიური ენერგია დაგროვდა, იმატა შურმა და ღვარძლმა, ეს კი ათასგვარი ბოროტებისკენ უბიძგებს მათ. 

– ბევრისგან მსმენია, სახლში ისეთი ნივთი ვიპოვე, რომელიც ადრე არასდროს გვქონია და საიდან აღმოჩნდა ის ჩვენს საცხოვრებელ ბინაში, აზრზე ვერ მოვდივართო. ასეთი ნივთების აღმოჩენა მართლაც სახიფათოა ოჯახის წევრებისთვის?

– დიახ, ჩემთან ზოგს ბოქლომი მოაქვს, ზოგს რა და ზოგს – რა... ვერ ხვდებიან, ვინ დადო ის მათ სახლში, ან, საერთოდ რა ძალა გააჩნია ამ, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივ ნივთებს. გეტყვით, რომ ეს ნივთები ძალიან საშიშია ოჯახის წევრებისთვის, რადგან, შესაძლოა, ისეთი ნეგატიური ძალით იყოს დამუხტული, ანუ – მოჯადოებული, რომ თქვენი ბედ-იღბალი თავდაყირა დააყენოს, სასოწარკვეთაში ჩაგაგდოთ და თავის მოკვლამდეც კი მიგიყვანოთ. რა არის ჯადო, რომელზეც ამდენს ლაპარაკობენ და მაინც ბოლომდე ვერ ხვდებიან, რა შედეგები მოსდევს მას? მოკლედ და კონკრეტულად გეტყვით, რომ ჯადო – ეს არის წინასწარ განზრახული ბოროტება კონკრეტული პიროვნების მიმართ. ამ მიზნით, რომელიმე საგანი გაჟღენთილია ცუდი ენერგიით და მიმართულია იმ ადამიანისკენ, ვისი ჯინიც სჭირთ და ვისი მისამართითაც კეთდება ის. რაც მეტია ბოღმა და შური, მით უფრო ძლიერია ჯადო.

– მისი განეიტრალება თუ არის შესაძლებელი და რა ფორმით ხდება ეს? 

–  რაც შეეხება მის განეიტრალებას, არსებობს უძველესი ხერხები, რომლებიც ამ ნეგატიურ ენერგიას ებრძვის და ახერხებს კიდეც მისი ზემოქმედების განეიტრალებას. მოკლედ, კარგი იქნება, თუ შეკერავთ ლურჯი ნაჭრის პატარა ტომსიკას, მასში ჩაყრით მარილს და ატარებთ თილისმად, რომ ნეგატიური ენერგია არ მოგეკაროთ და ზიანი არ მიაყენოს თქვენს ცხოვრებას. სახლში კი ჯადოს განეიტრალება ასე შეგიძლიათ: მარილი დაყარეთ პატარა თეფშზე, მასზე დააწვეთეთ ლურჯი სანთლის წვეთები, მოუკიდეთ ცეცხლი და, კვამლს რომ აუშვებს, ამ თეფშით საათის ისრის მიმართულებით შემოიარეთ ოთახი. ეს რიტუალი უნდა ჩაატაროთ თვის ბოლო კვირაში, შაბათ დღეს, საღამოს საათებში. ეს კვამლი სახლს იცავს ნეგატიური ენერგიის ზემოქმედებისგან. ამ რიტუალის გაკეთების დროს სახლის კარ-ფანჯარა კარგად დაკეტეთ, შემდეგ კი, როცა კვამლი აღარ აუვა მარილს, კარ-ფანჯარა გახსენით. ამ კვამლს გარეთ გაჰყვება ის ცუდი ენერგია, რომელიც სახლში იყო დაგროვილი და ხელს გიშლიდათ წარმატებული და მშვიდი ცხოვრების მოწყობაში.

– თუ სახლში ასეთ ნივთს აღმოვაჩენთ და მას, უბრალოდ, ნაგავში მოვისვრით?

– ასე მოქცევა საშიშია. რა მნიშვნელობა აქვს, მისაღებ ოთახში დადებთ მას, თვალში საცემ ადგილას თუ ნაგვის ურნაში ჩააგდებთ, მისი ენერგია ხომ სახლში ტრიალებს და მოქმედებას მაინც განაგრძობს?! უმჯობესია, ბინაში აღმოჩენილი საეჭვო ნივთი ღამით გზაჯვარედინზე გაიტანოთ და იქ დატოვოთ, ან გამდინარე წყალში მოისროლოთ. გაუგიათ, თილისმის ტარება იცავს ავისგანო, დაიკიდებენ ათასგვარ ჯინჯილას გულზე და დადიან, თითქოს ეს დაიცავთ. აბა, გეკითხებით, ეს ნორმალურია? ჯერ ხომ უნდა გაარკვიო, რისგან გჭირდება დაცვა, რა უნდა ატარო, და ასე შემდეგ. ერთი გოგონა გავიცანი, გულზე მაკრატლის ფორმის კულონი ეკიდა. არც მიკითხავს, თავად მითხრა: ეს იცით, რა მაგარი თილისმაა? მითხრეს, თუ გეკეთება, ყველა საქმეს, პირადულს თუ სამსახურებრივს, ადვილად გადაჭრიო. გამეცინა და ვუპასუხე: შვილო, მხოლოდ ეს რომ შველოდეს პრობლემის მოგვარებას, მთელი საქართველო მაკრატლებს დაიკიდებდა და გვეშველებოდა-მეთქი. ასე მარტივად ნამდვილად არ არის საქმე. მოკლედ, ამ გოგონამ თავად არ იცოდა, რისგან სჭირდებოდა დაცვა, რომელი თილისმა უნდა ეტარებინა და, საერთოდ, ჰქონდა თუ არა გულზე დაკიდებულ ნივთს მისი დაცვის უნარი.

– ამის გაგება როგორ უნდა შევძლოთ?

– ძალიან მარტივად. უბრალოდ, ინფორმაცია უნდა გქონდეს ასეთ რამეებზე და გაერკვევი, რა გიქმნის ცხოვრებაში წინაღობებს, რისგან უნდა დაიცვა თავი და როგორ აირიდო პრობლემები თუ გაუგებრობები. საერთოდ, თილისმას დიდი ძალა აქვს. მას ლათინურად „ამულეტი” ჰქვია და დაცვის საშუალებად მოიაზრება. თილისმის სამი სახეობა არსებობს, კერძოდ: უბედურებისა და ხიფათისგან დამცავი, პროფილაქტიკური და დაავადებებისგან დამცავი. როგორც წესი, ადამიანი მათ უნდა ატარებდეს სხეულთან ახლოს, მაგალითად, ძაფით გულზე დაიკიდოს. მაგალითად, წითელ ნაჭერში გახვეულ, გულზე დაკიდებულ სარკეს შეუძლია, მოსალოდნელ უბედურებასა და ხიფათს აგვარიდოს. ასევე, მას შესწევს უნარი, გახსნას ჩაკეტილი ბედ-იღბალი, უბედურებისგან გვიხსნას და წარმატებებისაკენ გვიბიძგოს. ის თავის თავზე იღებს უარყოფითი ენერგიების შემოტევას და იმის ძალაც შესწევს, აქტიურად ებრძოლოს მათ. ასეთი თილისმის ტარების ვადა სულ ორი-სამი თვეა, შემდეგ ის უნდა გააყოლოთ გამდინარე წყალს და ახალი თილისმით შეცვალოთ. თუ გინდათ, სექსუალური პრობლემები მოიგვაროთ და გონება გაგინათდეთ, გულზე დაიკიდეთ გასაღების ფორმის სამკაული და ის ატარეთ თილისმად. ასევე, თუ შეყვარებულ წყვილს სექსუალური პრობლემები აქვს, ძველი გასაღები უნდა დაიდონ ლეიბის ქვეშ – ეს, როგორც თილისმა, მალე იმოქმედებს და ნელ-ნელა ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგება.

– ძველი ხალხი ამბობს, რომ სარკე ბევრი უბედურებისგან გვიცავს და სიკეთის მოტანაც შეუძლიაო. ამაზე რა კომენტარს გააკეთებთ?

– სარკე, თუ მისი სწორი მართვა იცით, გათვალვისა და ჯადოსგან დაგიცავთ. სხვათა შორის, ნეგატიური ინფორმაციისა და ბოროტი ზრახვების განეიტრალება ყველაზე კარგად სარკეს შეუძლია. კარგად გაწმინდეთ სარკე წყალში გახსნილი ძმრით, დადექით მის წინ, დიდხანს უცქირეთ საკუთარ თავს, მოდუნდით და თან გონებაში იმეორეთ, რომ თქვენ ძლიერი პიროვნება ხართ, ვერ იმოქმედებს თქვენზე სხვა ადამიანის ფარული ზრახვები, შური და ბოღმა. მერე თვალები დახუჭეთ და იფიქრეთ კარგზე. გაახილეთ თვალები, ისევ დააკვირდით საკუთარ თავს სარკეში და მიხვდებით, რომ უფრო გაძლიერდით, მეტად თავდაჯერებული პიროვნება გახდით. სარკე თქვენგან ამ დროს იღებს უარყოფით ენერგიას და გმუხტავთ დადებითით. ეს რიტუალი საკუთარ ძალებში თვითრწმენას ბადებს, რაც ადამიანის წარმატებისთვის, დამეთანხმეთ, ნამდვილად აუცილებელია. ეს მეთოდი დაახლოებით თხუთმეტ-ოც წუთს წაგართმევთ დღეში, სამაგიეროდ, კარგად წაგადგებათ. სხვათა შორის, ამით აურასაც ისუფთავებთ. თუ ხვდებით, რომ ხშირად ითვალებით, ჩასვით ჩარჩოში თქვენი ფოტო, რომელიც მოგწონთ და რომელშიც კარგად გიჩანთ სახე, დადეთ ისე, რომ სარკეს უყურებდეს და ასე დატოვეთ. ეს ავ თვალსა და მისგან გამოწვეულ ნეგატიურ მოქმედებას აგარიდებთ. ხოლო, თუ დეპრესიული ხართ, ხშირად დადექით სარკესთან და იფიქრეთ წარსულში განცდილ სასიამოვნო დღეებზე, რომანტიკულ შეხვედრებზე და ასე შემდეგ. ეს დაგამშვიდებთ კიდეც და ოპტიმიზმისკენაც გიბიძგებთ. ოდითგანვე ცნობილია, რომ, თუ ადამიანს ხშირი კონტაქტი აქვს სარკესთან, ადვილად გაანეიტრალებს ჯადოს, გათვალვას და საგვარეულო წყევლასაც კი.

 

скачать dle 11.3