კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მხოლოდ ფაქტები

* ერთი პერიოდი, ლონდონელ დენდებს ისეთი გახამებული პერანგები ეცვათ, რომ თავს თამამად ვერ ატრიალებდნენ იმის შიშით, რომ ყურები არ გაეჭრათ.

* ბიტკოინი – ელექტრონული ვალუტაა, რომელიც უზრუნველყოფს გადამხდელის ყველა მონაცემის გასაიდუმლოებას. მისი სიმბოლო სტილიზებული ნიღაბია.

* ერთ-ერთ ხელის ჩამორთმევას, რომელსაც ხშირად იყენებენ სპორტსმენები, ინგლისურად არმრესტლინგი ჰქვია.

* ერთ-ერთ ჰელოუინის დღესასწაულზე „Google-ის” ლოგოტიპის ყველა o ასო გოგრად „გადაიქცა“.

* ნომატოფობია სახელის ან სიტყვის შიშია.

* სულ ცოტა ხნის წინ ჩილის საფეხბურთო კლუბი „დეპორტივო ტინო“ დაჯარიმდა. საქმე ისაა, რომ კლუბი მეოცე საუკუნის დასაწყისში ჩამოყალიბდა პალესტინიდან წამოსული ფეხბურთელებისგან და ერქვა „დეპორტოვო პალესტინო“. სახეშეცვლილი კლუბის სპორტულ ფორმებზე ერთიანი პალესტინის 1947 წლამდე რუკა კონტურითაა გამოსახული, კლუბის ფერი კი პაკისტანის დროშისას ემთხვევა. სწორედ ამან გამოიწვია ებრაელთა ორგანიზაციების პროტესტი და ჩილის ფეხბურთის ფედერაციის ჯარიმა.

* სანკტ-პეტერბურგის გზამკვლევში მითითებულია 300 წლის წინ აგებული პეტრე პირველის ხის სახლი, რომელიც შესანიშნავადაა შემონახული, რადგან ქვის შენობაშია მოქცეული – კონსტრუქცია მატრიოშკას მოგაგონებთ. 

*1920 წელს თომას მანმა აღიარა, რომ იდეა თავისი ნოველისთვის „სიკვდილი ვენეციაში“, უკარნახა 71 წლის იოჰან ვოლფგანგ გოეთეს სიყვარულის ისტორიამ 17 წლის ულრიკ ფონ ლევეტცოვისადმი. ნოველაში მწერალ ფონ აშენბახს ბიჭუნა შეუყვარდა.

* საბჭოთა პოლარელები 1950 წლამდე კოლჩაკის რუკას იყენებდნენ. ადმირალი კოლჩაკი წლების განმავლობაში იკვლევდა პოლარეთს.

* ცნობილი მინეროლოგი  ფრიდრიხ მოოსი, რომელმაც მოგვიანებით, მინერალთა სიმტკიცის ცნობილი სკალა შეიმუშავა, 1800-იანი წლების დასაწყისში, ნოიდორფის მაღაროში უფროს ოსტატად მუშაობდა.

* კაფე „ბრანჩიანოს“ სარეკლამო პოსტერზე გამოსახულია ფინჯანი ყავით, რომლის ზედაპირზე ტალღებით იწერება WiFi.

скачать dle 11.3