კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჭეშმარიტი სარწმუნოება

ლოცვა მტერთა ბედნიერებაზე

წმიდა ქალწული ფავსტა, ასული კეთილშობილთა და მორწმუნე მშობელთა, 13 წლის იყო, როცა ქრისტეს სარწმუნოებისთვის მისცეს ხელში საწვალებლად ევილას; მაგრამ, მისმა უბრალოებამ, მოთმინებამ და სიმშვიდემ ისე იმოქმედა კერპთაყვანისმცემლის მხეცურ გულზე, რომ, მან, სცნა რა ძალა ღვთისა, შეიბრალა ფავსტა და მიანიჭა მას თავისუფლება, რის გამოც თვითონ მიიღო მოწამის გვირგვინი. ამის შემდგომ იმპერატორმა მაქსიმიანემ მეორე მოხელეს უბრძანა, ფავსტა საშინლად ეწამებინა. მაშინაც რა ქმნა ღვთისაგან განძლიერებულმა ქალწულმა? ნუთუ, მან სთხოვა დასჯა თავისი მტანჯველისა? არა, მხოლოდ წარმოთქვა: „გმადლობ შენ, იესო ტკბილო, გულთა მხილველო, რომ მე შენი წმიდა სახელის აღიარების ღირსი გამხადე... კიდევ, გევედრები შენ, შეიყვარე ჩემი მწვალებელი მაქსიმე, განანათლე იგი სარწმუნოებითა და განამტკიცე შიშსა შინა შენსა“. თუმცა მტანჯველი მეტად ყრუდ ისმენდა მის უბრალოების ხმას, ყურადღებას არ აქცევდა სასწაულებს, რომლებითაც ღმერთმა ადიდა სარწმუნოებისთვის ტანჯულნი, მაგრამ, წმიდა ფავსტას ანგელოზებრივმა სურვილმა თავზარი დასცა და მოალბო მისი ქვა-გული.

 „უმანკო ქალწულის შემწეო და მფარველო! – წამოიძახა მან, – გადმოავლინე ჩემს უღირსებაზედაც მადლი შენი; მიმიღე მონად შენდა; ჭეშმარიტად, შენ მარტო ხარ უფალი და ღმერთი ძალთა!” 

„იმწამსვე გაიხსნა ცა – ანგელოზთა და წმიდანთა შორის გამოცხადდა ძე ღვთისა, მაკურთხეველი ახლად მოქცეულის მაქსიმესა. ზეციური ხილვით აღტაცებაში მოსულმა მოხელემ ირწმუნა ქრისტე და ფავსტასა და ევილასთან ერთად მოინათლა სისხლითა თვისითა (ყველანი დახოცეს ქრისტეს სარწმუნოებისათვის).“

ქრისტიანენო! სცანით ამით, თუ რა დიდი ძალა აქვს ბოროტის მოქმედთა ბედნიერებაზე ლოცვას.

„გიყვარდეთ მტერნი თქვენნი და აკურთხევდით მაწყევართა თქვენთა და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქვენთა და ულოცევდეთ მათ, რომელნი გმძლავრობენ თქვენ და გდევნიდენ თქვენ“ (მათე 5,44; ლუკა 6,28).

 

ღმერთის კარიბჭე

ერთხელ ბერძენმა ფილოსოფოსმა ერთ-ერთ მოსწავლეს უბრძანა, სამი წლის განმავლობაში ვერცხლის ფული მიეცა მათთვის, ვინც მასზე ცუდს იტყოდა. გამოცდის დამთავრების შემდეგ, მასწავლებელმა უთხრა:

– ახლა შენ შეგიძლია, გაემგზავრო ათენში სიბრძნის სასწავლებლად.

ათენში შესვლისას მოსწავლემ დაინახა ქალაქის კარიბჭესთან მჯდომი ბრძენი, რომელიც ყველას ლანძღავდა. იგივე ბედი ეწია ჭაბუკსაც. ყმაწვილს სიცილი აუტყდა.

– რატომ იცინი, როცა გლანძღავ? – ჰკითხა ბრძენმა.

– იმიტომ, რომ სამი წლის განმავლობაში ჩემზე ცუდის მთქმელს ფულს ვაძლევდი, შენ კი ამას უფასოდ აკეთებ.

– შედი ქალაქში, ის შენ გეკუთვნის, – უპასუხა ბრძენმა.

აბბა იოანემ, რომელსაც ჩვეულებად ჰქონდა ამ ამბის მოყოლა, დაამატა: „აი, ღმერთის კარიბჭე...“

 

скачать dle 11.3