კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იპოვა ჭიათურაში მცხოვრებმა 54 წლის ქალმა ზესტაფონის რაიონის სოფელ ბოსლევში ნათლია, რომელიც მას წლებია, არ უნახავს

54 წლის მაია აკაკის ასული მიროტაძე-ფრიდონაშვილი ეძებდა: დაახლოებით 65-70 წლის მერი ბუაძეს (მეუღლის გვარი – ლომსაძე).

ისტორია: ვეძებ ნათლიაჩემს – მერი ბუაძეს (მეუღლის გვარი – ლომსაძე). ის დაახლოებით 65-70 წლამდე უნდა იყოს. სამწუხაროდ, მერის ზუსტი ასაკი არ მახსოვს. უკვე 20 წელია, რაც მასთან კავშირი აღარ მაქვს. ძალიან მინდა, მისი მოძებნა და ნახვა. როგორც მახსოვს, ბოლოს მერი ბუაძე ზესტაფონში, კვალითის დასახლებაში ცხოვრობდა. ამჟამად მე ჭიათურაში ვიმყოფები და აქედან გიკავშირდებით.

ჟურნალისტის შენიშვნა: ეს ისტორია ჟურნალ „თბილისელების“ რუბრიკა „დაკარგულებში“ (¹18 – 05.05.14.–11.05.14) დაიბეჭდა. დაკარგული ნათლიის პოვნაში ძალიან დამეხმარა ქალბატონ მერი ბუაძის ყოფილი მეზობელი, ქალბატონი ნანული მახათაძე, რომელიც სტატიის მიმართ გულგრილი არ დარჩენილა და იმდღესვე დაგვიკაშირდა.

ინტერვიუ მაია მიროტაძესთან (ვინც ეძებდა ნათლიას):

– მაია, რა რეაქცია გქონდათ, როცა გაიგეთ, რომ თქვენი ნათლია ნაპოვნია?

– ძალიან გამიხარდა, განსაკუთრებით კი მოხარული ვარ, რომ ნათლიაჩემი ჯანმრთელად და კარგად არის. როგორც თქვენგან გავიგე, ის ისევ ზესტაფონის რაიონში ცხოვრობს. უბრალოდ, ახლა, როგორც ჩანს, სხვა სოფელშია. მე აუცილებლად ჩავალ და მოვინახულებ. ეს მაშინვე გადავწყვიტე, რა წამსაც გავიგე, რომ ის ნაპოვნია. დარწმუნებული ვარ, მერისაც გაუხარდება და ეს მისთვის დიდი სიურპრიზი იქნება. რამდენადაც ვიცი, მან ჯერ კიდევ არ იცის, რომ ვეძებდი და ვიპოვე, რადგანაც ის მეზობელი, რომელიც მის პოვნაში დაგვეხმარა, თბილისში იმყოფება და ვერ შეძლო, მერისთვის ეს ამბავი გადაეცა. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო იმ ქალბატონს, ვინც თქვენ გამოგეხმაურათ.

– მაინც, ნათლიასთან შეხვედრას როდის გეგმავთ?

– როგორც კი პირველივე შანსი მომეცემა, რომ ზესტაფონში წავიდე, ამას გავაკეთებ. ნათლიის პოვნა მართლაც ძალიან მინდოდა. ჩემთვის ეს იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ თქვენ წარმოიდგინეთ, ძმა ახალი დაღუპული მყავს, მაგრამ მერი ბუაძეს მაინც ვეძებდი. ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, მერი მიცნობს თუ არა, როცა დამინახავს, რადგანაც ჩვენ ერთმანეთი ძალიან დიდი ხანია, არ გვინახავს.

– როგორ ფიქრობთ, თქვენი ნათლია თუ გეძებდათ? 

– არ ვიცი, მეძებდა თუ არა, მაგრამ, იმდენად კარგი ადამიანია, რომ დარწმუნებული ვარ, ჩემი ცხოვრების ამბები და საერთოდ, როგორ ვარ, მას ყოველთვის აინტერესებდა. არც ის არის გამორიცხული, რომ ისიც მეძებდა. თუმცა, არ ვიცი, რა მეთოდებით. პირადად მე, ნათლიას ნამდვილად ვერ ვიპოვიდი, რომ არა თქვენი დახმარება. მაინტერესებს, მერის მშობლების ამბავი. მას გადასარევი მშობლები ჰყავდა, სავარაუდოდ, ისინი ამჟამად ცოცხლები აღარ არიან, რადგან ახლა საკმაოდ ასაკოვანები იქნებოდნენ. ერთი სიტყვით, მე და ნათლიაჩემს ბევრი გვექნება ერთმანეთთან სასაუბრო, გასახსენებელიც ბევრი გვაქვს.

– ვინ გგულშემატკივრობდათ ნათლიის მოძებნის საკითხში?

– თითქმის ყველა ჩემი ახლობელი, ვინც კი იცოდა, თუ რამდენს ნიშნავს ჩემთვის ჩემი ნათლია. ყველა მგულშემატკივრობდა, მაგრამ იმის გამო, რომ მე და მერის ერთმანეთი უკვე 20 წელია, არ გვინახავს, არავის ჰქონდა იმედი, რომ ეს ისტორია ასეთ მოკლე დროში და ასე კარგად დასრულდებოდა. როგორც ჩანს, მე მისი პოვნა იმდენად მინდოდა, რომ ღმერთმა შეისმინა და მაპოვნინა. აწი რაღა უნდა მოხდეს, რომ ჩვენ ერთმანეთი დავკარგოთ.

თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 239-23-52; 239-23-53; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.

 

скачать dle 11.3