იდეებ რა ვუყო
მომენტის მოლოდინში
თუმცა ნაფტალინიდან ამოღებულ მუმიას ჰგავს რაკი ლაპარაკი იცის, თავის მოსაზრებებსაც ხშირ-ხშირად გვაცნობს. ასე მაგალითად, გასულ კვირას „იუჟნაია ოსეტიას“ „პრეზიდენტმა“ ჯაყო-ლეონიდ თიბილოვმა განაცხადა, რომ „იუჟნაია ოსეტიას“ რუსეთის ფედერაციაში გაერთიანება მხოლოდ დროის საკითხია. დროის, ვინაიდან, თითოეულ სეპარატისტში თვლემს ეს იდეა (უცებ ძილში რომ გაიპარონ?!).
მომყავს ციტატა: „პერსპექტივაში ოსეთის გაყოფილი ხალხი უნდა გახდეს ერთიანი (სამწუხაროდ, ჯაყო-ლეონიდი არაფერს ამბობს, როგორ ახერხებდა ეს „ორად გაყოფილი“ „ერთიანი“ ოსი ხალხი კომუნიკაციების არარსებობის პირობებშიც კი, კავკასიონის ორივე ქედზე ცხოვრებას?! თუმცა ისიცაა, რომ ჯაყოსგან ასეთ რთულ შეკითხვაზე პასუხის ლოდინი ჩვენგან უსამართლობა იქნებოდა)“. შესაბამისად, ასკვნის, რომ „ჩვენი (ანუ მათი) ამოცანაა საჭირო მომენტის შერჩევა.“
ხოლო, ვიდრე ჯაყო-ლეონიდი მომენტს ელოდება, თუ მის ასაკს გავითვალისწინებთ, შესაძლოა, სულ სხვა მომენტმაც უწიოს, იმას გარდა, რომ რფ-ს, მამამისმა რომ მემკვიდრეობად დაუტოვა, ის მიუერთოს.