კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დამტვერვის ძალა

შეღერებული „ასპირანტები“

 

მართალია, მარცხი ელანძეა, ისევე, როგორც უნებლიე გამართლება და, თუმცა გერმანიის კანცლერმა უკვე დააიმედა პრ. პუტინი, რომ სექტემბერში საქართველოს „მაფს“ არათუ ხელს მოაკიდებინებენ, არც კი დაანახვებენ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაინც ოპტიმისტურადაა განწყობილი (შესაძლოა, ის ეთანხმება ნიცშეს, სადაც ის ამბობს: როდესაც უბედურებათა კასრი ეცემა, იქ მაინც ყოველთვის რჩება ადგილი იმედისთვის).

ჰოდა, რაკი განწყობილია, ჩვენც გვაიმედებს, რომ საქართველოს „ნატოში“ გაწევრიანება „მაფის“ გარეშეცაა შესაძლებელი. მომყავს ციტატა: „მაფი“ არის ინსტრუმენტი, რომელმაც უნდა მოამზადოს ქვეყანა „ნატოს“ წევრობისთვის. ალიანსთან ურთიერთობისთვის ჩვენ გვაქვს ორი მექანიზმი: ერთი – „ნატო“-საქართველოს კომისია, მეორე კი – ეროვნული წლიური გეგმა. საქართველო კრიტერიუმებს გარკვეულწილად უკვე აკმაყოფილებს, ამიტომ სავსებით შესაძლებელია, რომ „ნატოში“ გაწევრიანება „მაფის“ გარეშეც მოხდეს.“

ოღონდ, უნდა ითქვას, რომ ეს მოტივები არახალია ქართული ხელისუფლების შემოქმედებაში: წინამორბედებიც გვარწმუნებდნენ, რომ „მაფზე“ მეტიც გვქონდა და ისეთი ასპირანტები ვიყავით, „ნატოს“ წევრ ქვეყნებს ამ ორგანიზაციის შექმნის დღიდან სიზმრადაც რომ არ ენახათ!

ჰოდა, თუკი ახლა უკვე „მაფის“ გარეშეცაა შესაძლებელი „ნატოს“ წევრობა, ვფიქრობ, თუ ასეთი ტემპებით განვაგრძეთ, მალე დემოგრაფიულ პრობლემასაც გადავიჭრით, არ დავასახელებ (თავადაც მიხვდებით), იმ აქტის გარეშეც! 

скачать dle 11.3