კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დედინაცვალი-რფ

„მიეცით სეპარატისტებს გზა ფართო“

 

უკრაინამ ახალი პრეზიდენტიც აირჩია და მისი პოლიტიკური რუკაც ახლებურია – ვაი რომ, ყირიმის გარეშე, ხოლო, თუ პრ. პუტინის გასულ კვირას გავრცელებული ინტერვიუთი ვიმსჯელებთ, უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთი კვლავ უკრაინის შემადგენლობაში რჩება, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით.

მეტიც, რფ-ს პოლიტხელმძღვანელობა, თურმე, მზადაა, ითანამშრომლოს უკრაინის ახალ ხელისუფლებასთან და აღიარებს ახალ პრეზიდენტ პოროშენკოს, თუმცა გმობს სპეცოპერაციას დონბასში (მოტივით: მიეცით სეპარატისტებს გზა ფართო?!). შესაბამისად, სინდისზე აგდებს ბ-ნ პოროშენკოს: „ჯერჯერობით ხელები სისხლში არ აქვს და აქვს უნიკალური შანსი, შეაჩეროს ეს სადამსჯელო ღონისძიებაო.“

იქვე დასძენს, რომ რფ არ აპირებს უცხო ტერიტორიების ანექსიას (ანუ გამოდის, რომ ყირიმი, ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი დაბადებიდან მათია?!), თუმცა აღნიშნავს, რომ უკრაინა სუვერენიტეტს, არც მეტი, არც ნაკლები, „ნატოში“ გაწევრიანებით დაკარგავს (ამიტომაც მივიერთეთ ყირიმი, რომ ამ ისტორიულად რუსულ მიწას ემანდ სუვერენიტეტი არ დაეკარგა „ნატოშიო“).

მაგრამ, თუ გავიხსენებთ, რომ ყირიმის შეერთებამდე პრ. პუტინი, ასევე, აცხადებდა, რომ რფ არ აპირებდა სხვისი ტერიტორიების შეერთებას, მისი ამჟამინდელი ნათქვამი პირიქითაც შეიძლება, გავიგოთ: სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინის ყოფნა-არყოფნის (რუსეთსა თუ უკრაინაში) საკითხი ჯერ არ გადაწყვეტილა.

ხოლო, იმის გათვალიწინებით, რომ რფ-ის თავკაცს არც ის მცირე-მცირე წარმონაქმნები უხსენებია (ცხინვალის რეგიონის, აფხაზეთისა და დნესტრისპირეთის სახით), რომლებმაც, ყირიმის მსგავსად, შესაძლოა, მიმართონ დედარუსეთს  შერწყმის თხოვნით, არც ისაა გამორიცხული, უახლოეს მომავალში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის ის 20 პროცენტი დედინაცვალ-რუსეთის შემადგენლობაში ვიხილოთ, მით უფრო, რომ გერმანიის კანცლერმა აგერ უკვე მეორედ აუნთო მწვანე შუქი ჩვენი მეზობლის შეიარაღებულ ძალებს ჩვენზე გამოსასეირნებლად. 

скачать dle 11.3