კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჯიბის მშრალი შიმშილი

პირის გემოს მცოდნენი

 

ღვთისა და დემოკრატიის მადლით, ჩვენს ქვეყანაში მაღალ-მაღალ სკამთა ჩინოვნიკების ხელფას-პრემიების შესახებ ინფორმაციის მოპოვება გაცილებით გაიოლდა. ხოლო, რაკი გაიოლდა, გულიც უფრო და უფრო დაგვიმძიმდა. 

ასე და ამგვარად, ინფორმაციის განვითარების ინსტიტუტმა გაარკვია, რომ, მაგალითად, შემოსავლების სამსახურში 2013 წლის განმავლობაში თანამდებობის 12 პირს, საერთო ჯამში, 514 890 ლარის ოდენობის პრემია აუღია, თითოეულს  – 60 000 ლარის მიდამოებში (მიყვარს მაძღარი და პირის გემოს მცოდნე ჩინოვნიკები!).

ზედაც, ავტოპარკიც განუახლებიათ: 101 ავტომობილი 148-ით ჩანაცვლდა – საერთო ღირებულება 6 626 858 ლარი. 

ჩვენ, ბუნებრივია, ვცდილობთ, თავი დავაღწიოთ იმას, რასაც ჩვენი სულხან-საბა უწოდებდა „მწუხარებას სხვისა სიხარულსა (ამ კონკრეტულ შემთხვევაში – სხვისი ჯიბის სისავსესა) ზედა” და მხოლოდ იმას ვნაღვლობთ, რომ ამ ჩვენს გამძღარ ჩინოვნიკებს მშიერი მოსახლეობაც მაძღარი არ ეგონოს.  

ასეა თუ ისე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ არც მინისტრობისა და არც პრემიერობისას პრემია არ მიუღია. ამის პარალელურად, ბ-ნი ღარიბაშვილის სახელფასო შემოსავლებიც გასაჯაროვდა და გაირკვა, რომ ის ყოველთვიურად 4 250 ლარს იღებდა (ასეთია მისი თანამდებობრივი სარგო, რაც ზემომოყვანილ პრემიერს მნიშვნელოვნად ჩამორჩება) და იღებს.

აქედან გამომდინარე კი, იბადება კითხვა: დანარჩენი ჩინოვნიკების ჯიბეებს რა მშრალი შიმშილი შეეყარა?!

 

скачать dle 11.3