პიკანტური ფილე დათო ოქიტაშვილისგან
საჭირო ინგრედიენტები: 4 ნაჭერი ქათმის ფილე, 2 ცალი პომიდორი, 200 გრამი მაგარი ყველი, 150 გრამი მაიონეზი, მარილი, შავი პილპილი.
მომზადების წესი: ცოტათი დაბეგვეთ ქათმის ფილე. მოაყარეთ მარილი და პილპილი. გამოსაცხობ ფორმაში ჩააწყვეთ ფილე, ზემოდან დაალაგეთ რგოლებად დაჭრილი პომიდორი. პომიდორზე კოვზით დაადეთ მაიონეზი, მოაყარეთ გახეხილი ყველი და მოათავსეთ ცხელ აირღუმელში 20 წუთის განმავლობაში. ყველას მოსწონს.