ანეკდოტები
ქმარი სამსახურიდან დაბრუნდა.
– აბა, როგორაა საქმე, ჩემო ტკბილო?
– ნორმალურად... ბორში გავაკეთე, კატლეტები შევწვი, ფანჯრები დავწმინდე, ბავშვების ტანსაცმელი გავრეცხე, სახლიც დავალაგე და ახლა ვქსოვ... მაგრამ, ინტერნეტს თუ არ აღადგენ... არ ვიცი, რას გიზამ!
***
როგორ სვამს ქართველი: ჯერ იმას, რაც სიამოვნებს, მერე – რამდენიც შეუძლია და ბოლოს – რამდენიც დარჩა.
***
ქორწილამდე ტიპს ძმაკაცებმა გართობის დღე მოუწყვეს. გავიდნენ ქალაქგარეთ, დალიეს, ფეხბურთი ითამაშეს და სასიძოს ბურთი პირდაპირ ერთ ადგილას მოარტყეს.
პირველი ღამე. პატარძალი აბაზანიდან გამოდის:
– იცი, საყვარელო, იმას, რასაც შენ მიიღებ, ჯერ არავინ მიკარებია.
– ჩემი კი, საერთოდ, ჯერ ისევ შეფუთულია, – უპასუხა მოწყენილმა სიძემ.
***
გამოცდაზე სტუდენტი იღებს ბილეთს, თუმცა საკითხები არ იცის. პროფესორს არ უნდა ცუდი ნიშანი დაუწეროს და ეკითხება.
– რა გიყო ახლა შენ?
– მოდი, რამდენიმე შეკითხვას დაგისვამ, თუ ვერ მიპასუხებ, დამიწერე ნიშანი...
მოილაპარაკეს და სტუდენტი ეკითხება:
– რა არის კანონიერი და არალოგიკური, ლოგიკური და არაკანონიერი და არალოგიკურიც და უკანონოც?
პროფესორი ჩაფიქრდა, გამოართვა ჩათვლის წიგნაკი და უთხრა, ნიშანს დაგიწერ ოღონდ შენ თვითონ ამიხსენიო.
– ბატონო პროფესორო, თქვენ გყავთ ძალიან ახალგაზრდა ცოლი – ეს კანონიერია, მაგრამ არალოგიკური; გყავთ ახალგაზრდა საყვარელი – ეს ლოგიკურია, მაგრამ უკანონო და ბოლოს, თქვენ დამიწერეთ ნიშანი – ეს უკანონოცაა და არალოგიკურიც.
***
ღმერთი შეჰპირდა კაცს, რომ კარგი ქალის ნახვას დედამიწის ნებისმიერ კუთხეში შეძლებდა... დედამიწა კი უკვე მრგვალი იყო...
***
– იქ სიცივე იქნება, თბილი რამე წამოიღე?
– კი, მომაქვს ხუთი ბოთლი...
***
კაცი დგას მეცხრე სართულის ფანჯრის რაფაზე და ყვირის!
– ახლა გადავხტები!
– რას სულელობ, მე შენ რქები დაგადგი, ფრთები კი არა...
***
– ექიმო, ჩემს ქმარს ჰონორეა აქვს, რა ვქნა, რა მეშველება?
– თვითონ რატომ არ მოვიდა?
– ჯერ არ იცის...
***
ქალი სამსახურში ჩალურჯებული თვალით მივიდა.
– რა გჭირს? – ეკითხება თანამშრომელი.
– ქმარმა...
– მე მეგონა, მივლინებაში იყო...
– ჰა, შენ გეგონა, მე კი დარწმუნებული ვიყავი...
***
თურქები ზამთარში საქართველოში ჩამოვიდნენ იმისთვის, რომ გაეგოთ, ამდენად როგორ იღლებიან ქართველები, აქ ასე რომ ისვენებენო...
***
აღშფოთებული ცოლი სახლში შემოსულ ქმარს ყვირილით ხვდება:
– მე ყველაფერი ვიცი!
– აბა, დუნაის რამდენი შენაკადი აქვს?
***
– რით განსხვავდება გამოცდილი სპეციალისტი გამოუცდელისგან?
– გამოუცდელმა სპეციალისტმა არ იცის, როგორ იმუშაოს, გამოცდილმა სპეციალისტმა იცის, როგორ არ იმუშაოს.
***
– მირჩიეთ, როგორ ვუთხრა შვილს, კარგად ისწავლეო, როცა სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე, უნივერსიტეტი – წითელ დიპლომზე, მაგისტრატურა უმაღლესი ნიშნებით... და ხელფასი 400 ლარი მაქვს.