ბრძნული აზრები
ჯეფერსონი: იმედი მაქვს, ჩვენი სიბრძნე ჩვენს ძალაუფლებასთან ერთად გაიზრდება და გვასწავლის იმას, რომ, რაც უფრო ნაკლებად გამოვიყენებთ ძალას. მით უფრო გავძლიერდებით.
ბეკონი: ვინც იარაღი აიღო ხელში, არა აქვს უფლება, უიარაღო ხალხის ფეხებთან დაცემულმა ეძებოს შველა.
ვოლტერი: შეიცოდე, თუ ცუდთან ერთად კარგიც უნდა დაიღუპოს.
პუბლიციუსი: გამეორებული შეცდომა დანაშაულად ითვლება.
სენეკა: განრისხებულს ყოველთვის ჰგონია, რომ იმაზე მეტი შეუძლია, ვიდრე სინამდვილეში შეუძლია.
კონფუცი: შურის დაძლევა შეუძლია ძლიერს ან ბედნიერს.
ბიორნე: უსამართლობას ყურები უფრო ეგუებიან, ვიდრე თვალები.
დემოკრიტე: ერთი ადამიანისთვის ძნელია ისეთი რამის დაცვა, რაც ბევრს მოსწონს.
რენარი: ბოროტ ადამიანს ცუდი კარგად ახსოვს, ხოლო კარგი – ცუდად.
შექსპირი: სიყვარული სიკვდილის შიშზე ძლიერია.
მენანდრე: ერთი მხარის უსამართლობა ომში იწვევს მეორე მხრიდან სამართლიან ომს.
პლატონი: ვინც უსამართლობას არ სჩადის – პატივსაცემია, მაგრამ, ორჯერ უფრო დასაფასებელია ის ადამიანი, ვინც სხვებსაც არ აძლევს უსამართლობის ჩადენის საშუალებას.
ტოლსტოი: თუ სიმართლე არ მიგვანიშნებს იმას, რაც უნდა ვაკეოთ, მაშინ, ის იმას გვიჩვენებს, რაც არ უნდა ვაკეთოთ, ან დავანებოთ თავი ამის კეთებას.
ტვენი: თქვი სიმართლე და არაფრის დამახსოვრება არ დაგჭირდება.
კანტი: ბევრი უფრო დიდხანს იცოცხლებდა, ნაკლები ქონება რომ ჰქონოდა.
დანი: თუ ადამიანი ჭკვიანია, ის, ადრე თუ გვიან, გამდიდრდება, მის გამდიდრებასთან ერთად კი მისი ცოლი თანდათან გაბრიყვდება.
გოგოლი: გონება უდავოდ უმაღლესი ნიჭია, მაგრამ, ვნებაზე გამარჯვების შედეგად მოპოვებული.
ცვაიგი: ვინც ერთხელ იპოვა საკუთარი თავი, ის აღარაფერს აღარ დაკარგავს და, ვინც ერთხელ გაუგო თავის თავში ადამიანს, მას ყველასი ესმის.
ფულერი: გამოცდილება სასარგებლოა, თუ მასში ძალიან ძვირი არის გადახდილი.
შპენგლერი: ადამიანური აზროვნება – ეს თვალის აზროვნებაა.
ლაროშფუკო: გული ყოველთვის ამასხარავებს გონებას.
რუსო: გონების ენას მაშინ გავიგებთ, როცა გულზე გაივლის.
იბსენი: ერთადერთი, რასაც მე თავისუფლებაში ვაფასებ, ეს არის ბრძოლა მის მოსაპოვებლად – თვითონ თავისუფლების ფლობა მე არ მაინტერესებს.
ამიელი: მხოლოდ მასების ზნეობა არის ცივილიზაციის მტკიცე საძირკველი.
მოემი: სიყვარული სისუსტეა, ქალებს სიყვარულის გარდა არაფერი შეუძლიათ. სიყვარულის ღმერთმა უწყის, რამხელა მნიშვნელობას ანიჭებენ ისინი; სურთ, დაგვარწმუნონ, რომ ეს გრძნობა მთავარია ცხოვრებაში, მაგრამ, სიყვარული მეტად მცირეა. მე ვაღიარებ ბუნებრივ და ჯანსაღ ლტოლვას, სიყვარული კი ავადმყოფობაა.