კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ იყვნენ დღევანდელი ანტიკვარის მწარმოებლები და როდის შეწყვიტა ფუნქციონირება მათმა დიდმა ნაწილმა

საქართველოში უყვართ ანტიკვარი. ბევრ ქართულ ოჯახში წააწყდებით ანტიკვარის კოლექციას თუ არა, თითო-ოროლა ანტიკვარულ ნივთს მაინც. ხელოვნებათმცოდნე სოსო სისაურთან დღევანდელი ჩვენი საუბარიც სწორედ ანტიკვარულ ნივთებს, მათი მწარმოებლების ბედსა და ანტიკვარული ნივთების ქვეყნიდან გატანის საკითხს დაეთმობა. 

 

– ბატონო სოსო, რა არის ანტიკვარი?

– ანტიკვარი არის ძველი ნივთი, რომელსაც შეუსრულდა 100 წელი და მეტი. მსოფლიოში, შუა საუკუნეებში, ევროპის ქვეყნებში დაიწყო ანტიკვარული ნივთების გაკეთება. ეს ნივთები შეიძლება დამზადებული იყოს ხისგან, ფაიფურისგან, მინისგან, თითბრისგან, ბრინჯაოსგან... ამ და სხვა მასალებისგან შექმნილი ჭურჭელი, ჭაღი, საათი, იარაღი და ასე შემდეგ, უამრავი ნივთი შეიძლება ჩაითვალოს ანტიკვარად.

– ხდება, თუ არა, ანტიკვარის საქართველოდან გატანა და როგორ?

– საბჭოთა პერიოდში, როდესაც საკომისიოში იღებდნენ ნივთებს, ჩამბარებლის ფურცელზე ეწერა: „არ შეიძლება სსრკ-დან გატანა”, ანუ ასეთ ნივთებს არ ატანდნენ ქვეყნიდან. ასეა დღესაც მთელ მსოფლიოში. სამუზეუმო ექსპონატები არ უნდა გავიდეს ქვეყნიდან. საქართველოში, კულტურის სამინისტროში, ფუნქციონირებს შესაბამისი დეპარტამენტი, განყოფილება, სადაც რომელიმე კონკრეტულ ნივთს მიიტანენ, ან, ამ დეპარტამენტის წარმომადგენელს წაიყვანენ იქ, სადაც ნივთი დგას. ის შეისწავლის ამ ნივთს და თავისი ხელმოწერითა და ბეჭდით რთავს ნებას, რომ ამ ნივთის საქართველოდან გატანა შესაძლებელია; ან, პირიქით, არაა შესაძლებელი. ეს ასე ხდება ყველა ქვეყანაში.

– რა განაპირობებს ანტიკვარის ფასს: სიძველე, ხარისხი თუ...

– ანტიკვარის ფასს ძალიან ბევრი რამ განაპირობებს, პირველ ყოვლისა – სიძველე, მერე ის, თუ ვისთვის იყო ის დამზადებული, რომელი ფენის წარმომადგენლისთვის. მაგალითად, საიმპერატორო ქარხანა, რომელიც რუსეთში მოქმედებდა, ამზადებდა მეფის ოჯახისა და თავად-აზნაურთა ოჯახებისთვის. ასეთი ნივთები საკმაოდ ძვირად ფასობდა. ნებისმიერ თავადს შეეძლო, მიეცა შეკვეთა ფაბრიკისათვის, რომ მისი ინიციალებით დაემზადებინათ სადილისა და ჩაის სერვიზები. ეს იყო პერსონალური, ერთეული და კონკრეტულად მისთვის დამზადებული. მსგავსი შეკვეთა შეეძლო გაეკეთებინა სხვა თავადსაც.

ასევე, ანტიკვარის ფასს განაპირობებს ნივთის ხარისხიც. მაგალითად: კუზნეცოვი უშვებდა ფაიფურს მდიდრებისთვის – სიფრიფანას, ლამაზს, ოქროთი მოვარაყებულს, თუმცა, ჩვენ დღესაც ვხვდებით კუზნეცოვის ძალიან უხეშ ნაკეთობებს, რომელიც ძალიან ტლანქია, თეთრია, ყოველგვარი მოხატულობის გარეშე და ასეთი ნივთის ღირებულება მცირეა. მდიდრებისთვის დამზადებული ნაწარმი მაშინაც ძვირად ფასობდა და ახლაც ასეა. 

დღეს საქართველოში ძალიან ძნელი საშოველია კუზნეცოვის, თუნდაც იმპერატორის ფაბრიკის წარმოების, გარდნერის, ან, გნებავთ, პოპოვის წარმოების ფიგურები და, თუ მაინც წააწყდით სადმე, მათგან მხოლოდ ერთეულები შეიძლება ჩაითვალოს ორიგინალებად თავისი დამღებით.

– ამ ოთხი  მწარმოებლიდან რომელი რით ხასიათდება?

– პოპოვი ცნობილია მოოქრული სტილითა და დახატული ყვავილებით. იმპერატორის ფაბრიკის წარმოების ფიგურებს თუ შეხვდებით, მათი ფასი, შეიძლება, 50 ათასიდან 100 ათასამდეც კი მერყეობდეს, პოპოვი ოდნავ ჩამოუვარდება მას. შემდეგ მოდის გარდნერი და შემდეგ – კუზნეცოვი. კუზნეცოვის წარმოების ყველაზე მცირე ზომის, დაბალფასიანი ფიგურა დღეს მსოფლიოს ბაზარზე 3 ათასი დოლარი ღირს.

– ოთხი ცნობილი მწარმოებელი დაასახელეთ, რომლებიც, სხვა პროდუქციასთან ერთად, ფაიფურის ფიგურების წარმოებითაც იყვნენ დაკავებულნი. რას გვიამბობთ მათ შესახებ?

– მიხეილ კუზნეცოვმა მეფის რუსეთის პერიოდში დააარსა კუზნეცოვის ფაბრიკა, რომელიც მოქმედებდა 1917 წლის რევოლუციამდე. გასაბჭოების შემდეგ მარაგი ამ ქარხანაში ისევ ჰქონდათ და, ამიტომ, კვლავ განაგრძეს წარმოება, ოღონდ, ახალი დამღით, რომელზეც გამოსახული იყო ნამგალი და ურო. 

კუზნეცოვის თანამედროვე იყო გარდნერიც. მისი მფლობელი, გარდნერი, ებრაელი გახლდათ, მაგრამ, ცხოვრობდა და მოღვაწეობდა რუსეთში. გარდნერის ნაწარმი კუზნეცოვისგან ბევრად განსხვავდებოდა. გარდნერი შედარებით დაბალი ფენებისთვისაც უშვებდა პროდუქციას და მდიდრებისთვისაც; კუზნეცოვი ძალიან დაბალი და ძალიან მაღალი ფენებისთვის მუშაობდა, აი, პოპოვი კი მხოლოდ მდიდრებისთვის აწარმოებდა პროდუქციას. რაც შეეხება საიმპერატორო ქარხანას, როგორც აღვნიშნეთ, ის მხოლოდ სამეფო ოჯახისა და დიდგვაროვნებისთვის ფუნქციონირებდა. მათი წარმოების პროდუქციის დიდი ნაწილი დღეს სხვადასხვა მუზეუმშია დაცული.

– კუზნეცოვის ქარხანა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში საბჭოთა ხანაშიც მოქმედებდაო. დანარჩენებს რა ბედი ეწიათ?

– პოპოვისა და საიმპერატორო ფაბრიკები ლიკვიდირებულ იქნა, ხოლო გარდნერი, კიდევ ფუნქციონირებდა, კუზნეცოვის დარად.

– მსოფლიოში ცნობილ მინის მწარმოებლებზეც ვისუბროთ. რატომღაც, დარწმუნებული ვარ, ამ კითხვაზე საუბარს ჩეხური ბროლით დავიწყებთ.

– ჩეხეთი, მართლაც ცნობილია „ბოჰემიის” წარმოებით. ვინც დღეს მოხვდება ამ ქვეყანაში, ტურისტულ მარშრუტში შედის „ბოჰემიის” მინის წარმოების მუზეუმის დათვალიერება. საერთოდაც, ეს ულამაზესი ქვეყანაა, მათი მინის მუზეუმები კი, მსოფლიოში არსებულ მინის მუზეუმებს შორის, ალბათ, პირველია. გასულ საუკუნეში და დღესაც, ბროლის წარმოებით ყველაზე ცნობილი ჩეხოსლოვაკია იყო, თუმცა, ისტორიულად თუ გადავხედავთ, მინის წარმოებაში ვენეციელ ოსტატებს ბადალი არ ჰყავდათ.

– მინის მწარმოებლებიდან ვის გამოყოფდით?

– ასეთები მრავლად იყვნენ. ერთ-ერთი მათგანი გახლდათ მალცევი. მალცევის ნაწარმი დღესაც საკმაოდ მოთხოვნადია, მიუხედავად იმისა, რომ მისი ქარხანაც ოქტომბრის რევოლუციამდე ფუნქციონირებდა. მალცევის გარდა, მინის ბაზარზე აღნიშვნის ღირსია „ბაკარა”, – ფრანგული წარმოების მინა. საფრანგეთში მდებარეობს პატარა სოფელი – ბაკარა, სადაც მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნეებში ერთ-ერთ კაპიტალისტს ჰქონდა მინის წარმოების ქარხანა, რომლის წყალობითაც ამ სოფლის სახელი მთელმა მსოფლიომ შეიტყო და შეიყვარა. მსოფლიოშია ცნობილი „ბაკარას” მინის შედევრები.

მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს ვენეციაში ცნობილი იყო „მურანოს” ნაკეთობები. მურანო გვარია, ისევე, როგორც მალცევი. „მურანოს” ნაკეთობები დღესაც ფასეულია. იყო აგრეთვე „ტიფანი”, რომელიც დღესაც გვხვდება. ტიფანი ამერიკელი იყო, ის, ჭურჭლის გარდა, ცნობილი გახლდათ ვიტრაჟებისა და ჭაღების წარმოებით. იგი მეცხრამეტე საუკუნეში გამოჩნდა ბაზარზე, მისი ჭაღები კი დღემდე ძვირად ფასობს.

მინის მწარმოებელთა შორისაა „გალეც”. მისი მფლობელი, ემილი გალე, ფრანგი გახლდათ, რომელიც მეცხრამეტე საუკუნეში მოღვაწეობდა. მის მიერ წარმოებული ნივთები ახლაც გვხვდება. „გალე” ცნობილია ნახატიანი საყვავილეებით, თუმცა, ის მხოლოდ საყვავილეების წარმოებით არ ყოფილა დაკავებული. მისი ნაწარმის დიდ ნაწილს, დაახლოებით 90 პროცენტს, ამშვენებს სახელწოდება – „გალე.” „გალეს” დაახლოებით 10 სანტიმეტრი სიმაღლის საყვავილე, შეიძლება, 500 დოლარად შეიძინოთ. ზომის მიხედვით, „გალეს” პროდუქტი, შესაძლოა, 200-300 ათასიც ღირდეს.

– ქართულ ბაზარს გულისხმობთ?

– არა მგონია, ქართულ ბაზარზე „გალეს” დიდი ნივთები იყოს. ქართველი „ბაკარას” უფრო იყიდის, ვიდრე „გალეს”, რადგან, არ ესმის, ამას ცოტა ხუმრობითა და ბევრი დაკვირვებით (იცინის). არადა, „ბაკარა” მოდებულია მსოლიოში – რომელი ქვეყნის საკომისიოშიც არ უნდა მიხვიდე, „ბაკარას” ყველგან წააწყდები, „გალეს” კი – ვერა.

– ანტიკვარულ საათებზე რას მეტყვით? 

– საათებში ლიდერობენ „მოზერისა” და „გუსტავ ბეკერის” საათები, რომლებიც მზადდებოდა ევროპის ბევრ ქვეყანაში. საბჭოთა პერიოდში ძალიან პოპულარული იყო „ორლოვის” საათების ქარხანა. საბჭოთა წყობილების დამყარებიდან მალევე, რუსეთში შეიქმნა საათების ქარხანა, რომელიც უშვებდა როგორც კედლის, ისე იატაკზე დასადგამ საათებს. დღეს ეს იატაკის საათები არც ისე იაფი ღირს – მათი ღირებულება დაახლოებით 700 დოლარს შეადგენს. თითქმის ყველა მდიდარ ოჯახში იდგა ეს საათები, ღარიბი ფენისთვის კი ის მაშინვე ფუფუნების საგანს წარმოადგენდა. რაც შეეხება კედლის საათებს, მათი ღირებულება არ იყო მაღალი და თითქმის ყველა ოჯახში შევხვდებოდით მის რომელიმე მოდელს. დღეს მათი დაახლოებითი ღირებულება 60 ლარს შეადგენს.

დაუსრულებლად შეიძლება ანტიკვარზე საუბარი, რადგან, ანტიკვარი საქართველოში პოპულარულია. შემიძლია ვთქვა, რომ თითქმის ყოველი მესამე ქართველი ესთეტია – ჩვენ მოგვწონს სილამაზე. 

 

скачать dle 11.3