კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

კითხვა: ღირს თუ არა წყალდიდობაში მოხვედრილი ავტომობილის ყიდვა? ამერიკიდან მაქვს შანსი, რომ იაფად შევიძინო.

პასუხი: წყალდიდობაში მოხვედრილი ავტომობილის ყიდვა ერთგვარი ლატარიაა და მხოლოდ გამართლებაზეა დამოკიდებული. მნიშვნელობა აქვს ყველაფერს – როგორ ჩაიძირა, რამდენ ხანს იყო წყალში, შემდეგ რა სერვისი ჩაუტარეს და რამდენ ხანში. იმასაც კი აქვს მნიშვნელობა, ძრავა რა პოზიციაში გაჩერდა, როცა წყალში მოხვდა. გარდა ძრავასი კიდევ ბევრი სათუო საკითხია – უამრავი დეტალია ავტომობილში, რომლის გამართული მუშაობა ეჭვქვეშ დგება თუ წყალშია მოხვედრილი. მაგალითისთვის, სიჩქარეების კოლოფი, ამძრავი დეტალები, ელექტრული სენსორები, კომპიუტერები. შეიძლება წყალდიდობაში მოხვედრილი ავტომობილი ძალიან იაფად შეიძინოთ, მაგრამ მისი შეკეთება ისე, რომ გამართულად იმუშაოს, ვერასდროს მოხერხდეს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სალონის დეტალები სრულიად რომ გამოიცვალოს, სალონიდან შმორის სუნის გაყვანა თითქმის შეუძლებელია. ასევე, სალონში ხმის იზოლაცია ისეთი მასალისგან არის დამზადებული, რომ წყალში ყოფნა აფუჭებს. თუ ამ მასალას ამოიღებთ, ავტომობილი ხმაურიანი და არაკომფორტული ხდება. ძალიან უნდა გაგიმართლოთ, რომ წყალში მთლიანად ჩაძირული არ იყოს, მხოლოდ მსუბუქად იყოს დაზიანებული. 

კითხვა: მყავს ავტომობილი „მიცუბიში აირტეკი”, 2.4-ლიტრიანი, ეგრეთ წოდებული, „გედეი” ძრავათი, 2002 წლის. მაინტერესებს, როგორ დამიხასიათებთ ამ ავტომობილს – რა აქვს სუსტი და რა უპირატესობებით სარგებლობს?

პასუხი:  ეს არის საკმაოდ კარგი ავტომობილი ყოველდღიური მოხმარებისთვის. კარგი იქნებოდა, მცოდნოდა მხოლოდ წინა წამყვანი თვლებით აღჭურვილ ავტომობილზეა საუბარი, თუ – ოთხივე წამყვანი თვლით აღჭურვილზე. მათ განსხვავებული მახასიათებლები აქვს, მაგრამ რადგან ეს არ ვიცი, ზოგადი ახსნით შემოვიფარგლები. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის „ჯიპი” არ არის და შესაბამისად, არ უნდა გადავტვირთოთ უგზოობის პირობებში მოძრაობით. ეს არის მოდიფიცირებული მსუბუქი ავტომობილი, რომელსაც შეუძლია მცირე უგზოობაზეც და გზის მოულოდნელ უსწორობებზე დაუზიანებლად გადაადგილება. საკმაოდ ხარისხიანი მასალითაა დამზადებული, თუმცა პერიოდულად მაინც გამოაჩენს რაღაც სისუსტეებს. მაგალითად, იოლად ზიანდება სავალი ნაწილის მცირე დეტალები, საჭის მექანიზმი და სიჩქარეების კოლოფი. გადაადგილებისას კარგი სამართავია, მაგრამ უფრო სპორტული ხასიათისაა და ამიტომ უხეშია. ეს თვისება კომფორტს არ ქმნის, მაგრამ მოსახვევებში სისწრაფეს უწყობს ხელს. რაც შეეხება „გედეი” სისტემით აღჭურვილ ძრავას, ის კარგია იაპონიაში, მაგრამ ჩვენთან, ცოტა არ იყოს, ჭირს მასთან ურთიერთობა. ძირითადად, მაინც დაბინძურებული საწვავის ეშინია და არ უყვარს, როცა საწვავი თავდება ან ცოტაა დარჩენილი. პრინციპში, თუ ასეთ პირობებს არ შეუქმნით, დიდხანს, უპრობლემოდ მოგემსახურებათ, თანაც, მეორადებში უკვე საკმაოდ მოიპოვება სათადარიგო ნაწილები.

 

 

скачать dle 11.3