კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

კითხვა: ძაღლებსაც უჩნდებათ თუ არა კბილის ქვები? თუ უჩნდებათ, მაინტერესებს დაახლოებით რა ასაკში და როგორ უნდა მოვაშოროთ ის?

პასუხი: კბილის ქვების წარმოქმნა ხდება ძირითადად ძაღლის სიცოცხლის მეორე ნახევარში. კბილის ქვები ვითარდება მხოლოდ კბილის მინანქარზე, რადგან, ლორწოვანი გარსი აქტიურად გამოყოფს სეკრეტს და სწრაფად ხდება მისი დაზიანებული ზედაპირის  აღდგენა. ყველაზე ხშირად ქვები წარმოიქმნება კბილის წინა და უკანა ზედაპირზე, რაც განპირობებულია იმით, რომ აღნიშნული ზედაპირები განიცდიან ნაკლებ მექანიკურ დატვირთვას. ის ბაქტერიები, რომლებიც „ცხოვრობენ” კბილების ზედაპირზე, მეტაბოლიზმის პროცესში გამოყოფენ მინერალურ და არაგაწოვად ნაერთებს, რომლებიც ფიქსირდებიან ცილოვან მატრიცებზე და იძენენ მყარ სტრუქტურას. რაც უფრო ხშირად და ბევრს ჭამს ცხოველი, მით უფრო მალე ვითარდება კბილის ქვები. ზოგიერთ პაციენტს საერთოდ არ უჩანს კბილის ქსოვილი და მათი ზედაპირი მთლიანად არის დაფარული კბილის ნადებით, ქვებით. ასეთ სიტუაციაში შეიძლება გამოსავალი დრამატული იყოს, რადგან, აღნიშნულ დროს ინფექციური პროცესი მიდის ღრძილების ქვეშ, რაც იწვევს შემდგომ პარადონტიტის განვითარებას. კბილის ქვების მკურნალობისთვის აუცილებლად უნდა მიმართოთ გამოცდილ ვეტერინარს, რომელიც მოაშორებს კბილის ნადებს სპეციალური ინსტრუმენტების დახმარებით და მდგომარეობის შესაბამისად დანიშნავს შესაფერის მკურნალობას, იქნება ეს ანტიბიოტიკი, ვიტამინი თუ სხვა სახის თერაპია. მკურნალობის ყველა მეთოდი მიმართული უნდა იყოს ღრძილებისა და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ. 

კითხვა: როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ძაღლს ამა თუ იმ საკვების მიმართ აუტანლობა აქვს?

პასუხი: თუ თქვენს ძაღლს საკვებისადმი აუტანლობა აქვს, ამას აუცილებლად შეამჩნევთ: მას დაეწყება ღებინება, ასევე, ფაღარათი ან მუცლის შებერვა გაზების დაგროვების გამო. არ არის გამორიცხული, დაეწყოს კანის ქავილი და სიწითლე, ქერტლი, ყურების ქრონიკული პრობლემები, ცემინება, ხველა და ასე შემდეგ. როგორც კი ძაღლი ამ სიმპტომებს გამოავლენს,  დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ვეტერინარს, რომელიც დასვამს სწორ დიაგნოზს და სათანადო მკურნალობას დაუნიშნავს. საკვებისმიერი ალერგიის ხშირი მიზეზი ძაღლებში უმეტესად საქონლის ხორცი და რძის პროდუქტებია. ჩემი კეთილი რჩევა იქნება, ნუ მიაჩვევთ ცხოველს თქვენი საკვების ნარჩენების ჭამას, არც ტკბილეულია მათთვის რეკომენდებული. საკვების მიმართ მგრძნობელობა ყველაზე ხშირია სიცოცხლის ადრეულ სტადიაში. გარდა ამისა, არის რამდენიმე ჯიში, რომლებსაც უფრო ხშირად ემართებათ ეს. მაგალითად, კოკერ-სპანიელი, ტერიერი და ასე შემდეგ. თუ შენიშნავთ, რომ თქვენს ძაღლს აქვს საკვების აუტანლობა, მაშინვე მიმართეთ ვეტერინარს, რომელიც დაგეხმარებათ პრობლემის მარტივად გადაჭრაში. სასურველია, თუ ცხოველს მხოლოდ სპეციალისტის მიერ რეკომენდებული წესით გამოკვებავთ. გეტყვით იმასაც, რომ მზა საჭმელი ძაღლებისთვის ძალიან კარგია, თუმცა, ისიც სწორად უნდა იყოს შერჩეული. 

 

скачать dle 11.3