კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მოხდა ამ დღეს

2 ივნისი

1557 – რომის კათოლიკურმა ეკლესიამ ოფიციალურად აღიარა, რომ „ინდიელებიც ადამიანები არიან“.

1886 – ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჰოვარდ კლივლენდმა ცოლი მოიყვანა – ეს ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედმა პრეზიდენტმა იქორწინა.

1896 – იტალიელმა გულიელმო მარკონიმ დააპატენტა რადიო.

1946 – იტალიაში გაუქმნდა მონარქია.

3 ივნისი

1846 – დაიწყო ამერიკის შეერთებული შტატების და მექსიკის ომი.

1875 – ალექსანდრ ბელმა დააპატენტა ტელეფონი.

1975 – პელე სათამაშოდ გადავიდა ნიუ-იორკის კლუბ „კოსმოსში“.

4 ივნისი

1784 – ლონდონელი მარი ტიბლი გახდა პირველი ქალი, რომელიც საჰაერო ბურთით აფრინდა.

1800 – ვაშინგტონში დასრულდა თეთრი სახლის მშენებლობა.

5 ივნისი

8499 ჩვენს წელთაღრიცხვამდე – წმინდა წიგნებისა და მითების მიხედვით დაიწყო წარღვნა, რასაც ატლანტიდის დაღუპვა მოჰყვა. გერმანელი მეცნიერის მუკის მტკიცებით, ეს გამოიწვია ატლანტის ოკეანეში ასტეროიდ „ა-ს“ ჩავარდნამ.

1945 – მოკავშირე ქვეყნების სამხედრო მეთაურებმა – ჟუკოვმა, ეიზენჰაუერმა, მონტგომერმა და დალატრ დე ტასინიმ ბერლინში ხელი მოაწერეს დეკლარაციას გერმანიის დამარცხებისა და მისი მმართველობის საბჭოთა კავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მთავრობებზე გადაცემის შესახებ.

1968 – პირველ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ,  სასიკვდილოდ დაჭრეს სენატორი რობერტ კენედი, დაშავდა კიდევ 5 ადამიანი.

1977 – გასაყიდად გამოვიდა პერსონალური კომპიუტერი „ეფლ 2“.

1981 – სან-ფრანცისკოს ჯანმრთელობის დაცვის ცენტრმა ოფიციალურად განაცხადა ახალი დაავადების – შიდსის – შესახებ.

6 ივნისი

1664 – სახელი შეეცვალა და ახალ ამსტერდამს, დაერქვა ნიუ-იორკი.

1815 – ვატერლოოს ბრძოლა – ნაპოლეონის საბოლოო მარცხი.

1944 – ევროპაში გაიხსნა მეორე ფრონტი.

7 ივნისი

1099 – პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის მონაწილეები მიადგნენ ქალაქ იერუსალიმს და ალყა შემოარტყეს.

1494 – ესპანეთის ქალაქ ტოდესილიასში დაიდო ხელშეკრულება ესპანეთსა და პორტუგალიას შორის სახმელეთო და საზღვაო საზღვრების დადგენის შესახებ, ბრაზილია ერგო პორტუგალიას.

1929 – წარმოიშვა სახელმწიფო ვატიკანი.

8 ივნისი

632 – გარდაიცვალა მუჰამედი, ისლამის ფუძემდებელი. დაიბადა 570 წელს.

1825 – ნოა კაშინგმა დააპატენტა სარეცხი მანქანა.

скачать dle 11.3