კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მსოფლიოში ცნობილი დიეტოლოგები გვირჩევენ

უდავო ჭეშმარიტებაა, რომ გახდომა საჭიროა არა მხოლოდ სილამაზის, არამედ, უპირველეს ყოფლისა, ჯანმრთელობის გამო. ამიტომ, არ უნდა გაგვიტაცოს მხოლოდ გარეგნულმა მხარემ. სილამაზისკენ სწრაფვა ჯანმრთელობის დარღვევით რომ არ „დაგვირგვინდეს“, აუცილებელია ჭარბი წონის პრობლემაში გარკვევა, ანუ, უნდა დაადგინოთ, რატომ „დაიგროვეთ“ ზედმეტი კილოგრამები – არასწორი კვების, უმოძრაობის თუ ჯანმრთელობის დარღვევის გამო. მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლიათ, დაიწყოთ შესაბამისი დიეტა, ცხადია, თქვენს პირად ექიმთან და დიეტოლოგთან შეთანხმებით.

დავიწყოთ იმით, რომ ყველაზე უვნებელი დიეტის ზოგადი სქემა (რაც არაერთხელ გვითქვამს) ასეთია: კვების საათობრივი რეჟიმი, არაკალორიული საკვები, ბოლო კვება  არ უნდა გადასცილდეს 19 საათს და, რაც მთავარია – ვარჯიში, ვარჯიში და ვარჯიში!

გამორიცხეთ ყველანაირი „ეფექტური“ ტაბლეტები, კრემები და ქამრები, რომელთა მწარმოებლებიც ცდილობენ, დაგარწმუნონ, რომ: „ერთ კვირაში დაიკლებთ 10 კილოგრამით“, „გახდებით დიეტის გარეშე“, „წონაში კლება გაგრძელდება ძილის პროცესში“ და ასე შემდეგ. ისინი კარგი ფსიქოლოგები არიან – ადამიანი, ზოგადად, ზარმაცია და, თუკი უშრომლად და უწვალებლად გალამაზდება, თანაც – იოლად და სწრაფად, ამას რა ჯობია!

ყველას უნდა ახსოვდეს, რომ წონაში სწრაფად დაკლებამ, თანაც, რაღაც გაურკვეველი შემადგენლობის პრეპარატების დახმარებით, შესაძლოა, სერიოზულად დააზიანოს თქვენი ჯანმრთელობა. მყარი სამკურნალო ეფექტი შეიძლება მიიღოთ მხოლოდ იმ მეთოდით, რომელიც ითვალისწინებს თქვენს ასაკს, სიმსუქნის ხარისხსა და ორგანიზმის თავისებურებას.

მსოფლიოში ცნობილი დიეტოლოგების თეორია ასეთია: იმისთვის, რომ შეცვალოთ თქვენი ორგანიზმის მდგომარეობა, აუცილებელია, რადიკალურად შეცვალოთ ცხოვრების წესი, აზროვნება და საკუთარი თავის მიმართ დამოკიდებულება. გახსოვდეთ: გახდომის, ორგანიზმში ცხიმების რაოდენობის შემცირების, ერთადერთი რეალური მეთოდია მათი „დაწვა“, ანუ, დაგროვილი ცხიმები უნდა გამოიყენოთ ენერგიის წყაროდ. ამიტომ, უნდა შეიმუშავოთ გახდომის მთავარი წესი: დახარჯული ენერგიის რაოდენობა მინიმუმ ორჯერ უნდა აღემატებოდეს საკვებით მიღებული ენერგიის რაოდენობას. თუ ამ წესს არ დაიცავთ, გამორიცხული იქნება ბუნებრივი გახდომა. დიეტის გარეშე ცხიმების მოშორება და, შესაბამისად, წონაში დაკლება, შესაძლებელია მხოლოდ ქირურგიული ჩარევით – ლიპოსაქციით.

აუცილებელია იცოდეთ კიდევ ერთი მთავარი წესი: უნდა მიიღოთ ნაკლები კალორიები და არა საკვები, ამისთვის კი უნდა გამოიყენოთ კალორიულობის ცხრილი (ოღონდ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ, თუ რომელიმე პროდუქტი 0 კალორიას შეიცავს, ის უზომო რაოდენობით უნდა მიირთვათ).

სპეციალისტების აზრით, უმრავლეს შემთხვევაში, სიმსუქნისადმი მიდრეკილება გამოწვეულია ორგანიზმის განსაკუთრებული ფსიქოლოგიური მდგომარეობით, რომლის დროსაც, ნეიროფსიქოლოგიური მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფენ ენერგეტიკულ ბალანსს, განწყობილნი არიან ცხიმების დაგროვებისადმი. ამიტომ, პირველ ყოვლისა, აუცილებელია ორგანიზმი  „გადართოთ“ ხარისხობრივად სხვა მდგომარეობაში, ესე იგი, ვისაც ჭარბი წონა აწუხებთ, უნდა შეიცვალოს ფსიქოლოგიური განწყობა საკუთარი თავის მიმართ, ანუ, აღარ უნდა ჩათვალოთ თავი ფიზიკურად და სულიერად მსუქან ადამიანად. ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელია ფსიქოთერაპიისა და რეფლექსოთერაპიის დახმარებით.

და, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი: სანამ დიეტას დაიწყებთ, აუცილებლად უნდა დაადგინოთ, რამდენი უნდა იყოს თქვენი ნორმალური წონა; არა იდეალური, არამედ – ნორმალური. ამის გასარკვევად არსებობს უამრავი ცხრილი თუ ფორმულა, მაგრამ, უმჯობესია, მიმართოთ ენდოკრინოლოგს, რადგან, ყოველი ორგანიზმი ინდივიდუალურია და, შესაბამისად, ის ფორმულები ბევრს არაფერს მოგცემთ.

ბევრ ქალბატონს (განსაკუთრებით – ახალგაზრდებს) ოცნებად აქვს გადაქცეული, დაემსგავსოს ამა თუ იმ მოდელს და ამის მისაღწევად თვეების განმავლობაში შიმშილობს, მაგრამ, გახსოვდეთ: თუ თქვენთვის დადგენილ ნორმაზე „ქვემოთ“ ჩახვალთ, ანუ, ნორმაზე მეტად გახდებით,  შესაძლოა, ამან გაცილებით მეტი ზიანი მოგაყენოთ, ვიდრე სიმსუქნემ.

ბევრს აინტერესებს, რა „სისწრაფით“ შეიძლება გახდომა ისე, რომ ზიანი არ მიადგეს ჯანმრთელობას? სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ წონაში კლების შედარებით უსაფრთხო „სისწრაფეა“ სხეულის წონის 3-5 პროცენტის მოკლება თვეში, თუმცა, ეს არ უნდა ხდებოდეს ქიმიური პრეპარატებით, სუროგატი პროდუქტებით ან ჰიპნოზის მეშვეობით (დიახ, ასეთი შემთხვევებიც არსებობს). საუკეთესო ვარიანტია დაბალანსებული კვება – თუ ნებისყოფა გეყოფათ და რამდენიმე თვის განმავლობაში შეძლებთ, იკვებოთ ასეთი მეთოდით, ზედმეტ კილოგრამებსაც ნელ-ნელა მოიშორებთ, თანაც, უკან დაუბრუნებლად და ჯანმრთელობასაც გაიკაჟებთ. მაგრამ, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ: აუცილებელია ფიზიკური დატვირთვა – სირბილი, ცურვა, ველოსიპედით სეირნობა, ანუ, ვარჯიში, ვარჯიში და კიდევ ერთხელ ვარჯიში!

скачать dle 11.3