კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მწვანილი ორგანიზმისთვის აუცილებელი ვიტამინებისა და მიკროელემენტების წყაროა

მწვანილი ორგანიზმისთვის აუცილებელი ვიტამინებისა და მიკროელემენტების წყაროა

ცოცხალ პოლივიტამინებზე უკეთესი არაფერია. მათ კარგად შეითვისებს ორგანიზმი. საჭირო ვიტამინებსა და მიკროელემენტებთან ერთად, ხილი და ბოსტნეული სხვა ძვირფას ნივთიერებებსაც შეიცავს. მთავარია, იცოდეთ, სად იპოვოთ ისინი.

მწვანილი ვიტამინებისა და მიკროელემენტების წყაროა: 

კამა შეიცავს 20 პროცენტით მეტ C ვიტამინს, ვიდრე ლიმონი ან ფორთოხალი. მასში ბევრია ბეტა-კაროტინი და სხვა საჭირო ვიტამინები. ამას ემატება 12 მნიშვნელოვანი მიკროელემენტიც. 

ნიახური B ჯგუფის ვიტამინების სრულ კომპლექტს შეიცავს; ასევე, სასარგებლოა ოხრახუში და რეჰანი. თითქმის ყველა მწვანილი ამაღლებს ორგანიზმის უჯრედების აქტიურობას. 

ნიორი სისხლის კაპილარულ მიმოქცევას აღადგენს და სახის კანზე ზრუნავს.

კომბოსტო შეიცავს B ჯგუფის ყველა ვიტამინის ნაკრებს, C ვიტამინს, თუთიას, მანგანუმს და, ასევე, სხვა სასარგებლო ნივთიერებებს. ეს ბოსტნეული უჯრედების ზრდის ერთ-ერთი საუკეთესო ბუნებრივი სტიმულატორია. მას აღმდგენი და გამაახალგაზრდავებელი თვისებები აქვს.

წიწაკა შეიცავს ნივთიერება კაპსაიტინს, რომელიც სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს. მასში ბევრია კაროტინი, C ვიტამინი, სილიციუმი, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის საერთო სიჯანსაღისთვის.

 

დაასვენეთ თქვენი ნერვული სისტემა

ბევრი ჩვენგანი ნებით ისჯის თავს, როცა ძილს ღამის კლუბებზე, ინტერნეტსა თუ ღამის სატელევიზიო გადაცემებზე ცვლის. ცხოვრების ასეთი წესი ქრონიკულ დაღლილობას, შრომის უნარის დაქვეითებასა და ათას დაავადებას იწვევს.

იძინეთ იმდენი, რამდენსაც ორგანიზმი მოითხოვს. მიეცით ნერვულ სისტემას სრულფასოვანი დასვენების საშუალება. ერთი უძილო ღამე რომ აინაზღაუროთ, ორი ღამე მაინც არის საჭირო, დღის ძილი კი არცთუ კარგია. ის ბიორითმებს ცვლის და ორგანიზმში მიმდინარე პროცესთა დესინქრონიზაციას იწვევს. მოერიდეთ ყველაფერს, რაც დაძინებაში გიშლით ხელს, მაგალითად: ვახშამი დაწოლამდე ორი საათით ადრე მიირთვით; საღამოს, ძილის წინ, ნუ მოწევთ სიგარეტს, ნურც ყავას და მაგარ ჩაის დალევთ; საწოლში არ იკითხოთ და არც ტელევიზორს უყუროთ დაწოლილმა. დაწექით დასაძინებლად, როცა ძილი მოგერევათ – ასე გამოგიმუშავდებათ რეფლექსი და, დაწვებით თუ არა, მალევე დაგეძინებათ.

ბევრი ადამიანი დილით ფინჯან ყავას მიირთმევს და ამბობს, რომ კოფეინი გადაღლილობისა და გამოფიტვის საწინააღმდეგო საშუალებაა. ეს არასწორი მოსაზრებაა, რადგან, კოფეინი ალკალოიდია, რომელიც ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ზემოქმედებს და ენერგიის მოზღვავების იმიტაციას იწვევს. ის დაკარგულს კი არ აღადგენს, არამედ, დარჩენილ მარაგს კრებს და ორგანიზმს უფრო მეტად ფიტავს. ამიტომ, ქრონიკული დაღლილობისა და უძილობის დროს ყავის სმას ნუ მიეძალებით, ეს უარესია. ყავა კი არ აფხიზლებს ადამიანს, არამედ, ძილს უფრთხობს. ამ დროს იწყება თავის ტკივილი და, შესაძლოა, ხანგრძლივი უძილობაც კი დაგჩემდეთ. გირჩევთ, ნუ დალევთ დღეში ორ ფინჯანზე მეტ ყავას. თუ დაღლილობას თავს ვერ ართმევთ, სხვა სასმელი მიირთვით, მაგალითად, ლიმონიანი ჩაი, თაფლიანი ან მინერალური წყალი. მიიღეთ კონტრასტული შხაპი, ჩაიტარეთ სუნთქვითი ვარჯიშები, ისეირნეთ სუფთა ჰაერზე და ასე შემდეგ.

ასევე, სერიოზული ზიანი მოაქვს სიმსუქნეს. ჭარბი ცხიმოვანი ქსოვილი არანაკლებ ჟანგბადსა და საკვებ ნივთიერებებს მოიხმარს, ვიდრე გული და ტვინი. ის გულს აიძულებს, ერთიორად მეტი დატვირთვით იმუშაოს და საკუთარ პრობლემებს სხვა ორგანოების, კერძოდ, გულის, სისხლძარღვების, კუჭის, პანკრეასის, სახსრების ხარჯზე აგვარებს. ამიტომაც არის სიმსუქნე გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების, შაქრიანი დიაბეტის, ოსტეოპოროზისა და სხვა დაავადებების რისკ-ფაქტორი. ამიტომ, გირჩევთ, ერიდოთ მაღალკალორიულ საკვებს და მეტი იმოძრაოთ.

ადამიანები დიდ დროს ატარებენ ავტომობილში, ტელევიზორთან, კომპიუტერთან და ასე შემდეგ. ასეთ მდგომარეობას ჰიპოკინეზია, ანუ, მოძრაობის უკმარისობა ეწოდება და ორგანიზმისთვის ძალიან საშიშია, ამიტომ, სწორად უნდა შეარჩიოთ ფიზიკური ვარჯიშები. ფიზიკური აქტივობა ნებისმიერს სჭირდება, რათა პასიური ცხოვრების წესმა ორგანიზმი არ გამოფიტოს და არ დააავადოს.

 

კანის სოკოვან დაავადებას კაკლის ფოთლების ნახარში შველის

სოკოვანი დაავადება საკმაოდ უსიამოვნო და საშიშია. თუ სოკო ფეხის თითებზე გაჩნდა, გაიკეთეთ ცივი წყლის აბაზანა. წყალში კი ჩაყარეთ 1 სადილის კოვზი საჭმელი სოდა და მარილი. როგორც კი წყალში ფეხებს ჩადგამთ, მაშინვე იგრძნობთ შვებას.

სოკოვანი დაავადების დროს, აგრეთვე, კარგია კაკლის ფოთლების ნახარში, კერძოდ, 1 მუჭა, ანუ 100 გრამი კაკლის ფოთოლი ჩაყარეთ 3 ლიტრ ადუღებულ წყალში და თავზე მჭიდროდ დაახურეთ. როცა წყალი გაგრილდება, გაიკეთეთ აბაზანები. ეს პროცედურა უნდა ჩაიტაროთ დღეში ერთხელ, საღამოს. შემდეგ კი ფეხები არ შეიმშრალოთ.

კანის ძლიერი ქავილის დროს ტანი დაიზილეთ მარილიან წყალში დასველებული ტილოთი. გარწმუნებთ, ასეთი მეთოდის გამოყენებით, ქავილი შეწყდება და შვებასაც მალევე იგრძნობთ.

 

კვერცხი პოტენციას ამაღლებს

კვერცხი შეიცავს ქოლესტერინს, მაგრამ მასში ბევრია სხვა სასარგებლო ნივთიერებაც. კვერცხი სისხლში ქოლესტერინის დონეს ამაღლებს, ოღონდ, ძალიან მცირე რაოდენობით და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით კომპენსირდება.

ცხიმები ცილაში არ არსებობს, კვერცხის გულში კი, მხოლოდ ერთი გრამია.

კვერცხი 75 კილოკალორიას შეიცავს. ამიტომ, ის სრულიად უნიკალური ბუნებრივი პროდუქტია. დღეში, შეგიძლიათ, ერთი ან ორი კვერცხი მიირთვათ.

კვერცხის ჭამას უნდა მოერიდონ დიაბეტიანები, რადგან მათ ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლა შეცვლილია და ანტიქოლესტერინის დამცველი მექანიზმი ცუდად მუშაობს.

უმი კვერცხი პოტენციის ამაღლებას უწყობს ხელს და ეს განსაკუთრებით მამაკაცებისთვისაა სასარგებლო.

 

ხშირად მიირთვით წიწაკითა და მდოგვით შეკაზმული კერძები

მდოგვი ეფექტურ ანტიანთებით საშუალებად მიიჩნევა. თანამედროვე მედიცინაში მდოგვს გამოიყენებენ კბილის ტკივილის, ციებ-ცხელების, პნევმონიის, ბრონქიტისა და იპოქონდრიის დროს. თუ კერძებს მდოგვს დაუმატებთ, საგრძნობლად გაიუმჯობესებთ ენერგიას. ის ცხიმების შეთვისებაშიც ეხმარება ორგანიზმს.

შავი პილპილი საჭმლის მონელების პროცესს საგრძნობლად ასტიმულირებს და აუმჯობესებს მადას, ადამიანის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელი ფაქტორია.

წიწაკა კი ადამიანს ენერგიით ავსებს, ძალას ჰმატებს და ამხნევებს. ეს ბოსტნეული კარგია გაციებისა და გადაღლის დროს. ტკბილ წიწაკაში ბევრი ვიტამინია, კერძოდ: B1, C, E, PP და ასე შემდეგ. მასში შემავალი ბეტა-კაროტინი და მიკროელემენტები აძლიერებს ორგანიზმის საერთო იმუნიტეტს, ამაღლებს სისხლძარღვების ელასტიკურობას და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.

ასევე, გაითვალისწინეთ, რომ თუ წიწაკას რეგულარულად მიირთმევთ, მელანქოლია და აპათია არასოდეს შეგაწუხებთ.

 

სასიცოცხლო ტონუსის შესანარჩუნებლად აუცილებლად აკონტროლეთ წნევა, სისხლძარღვების ჯანმრთელობა და წონა

გადაღლა, სტრესი და არასწორი კვება ცვეთს სისხლძარღვებს, უკარგავს ელასტიკურობას, იხშობა წვრილი ძარღვები, რასაც სპაზმები, თავის ტკივილი და მთელი რიგი უსიამოვნებები მოსდევს.

ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევისა და ინსულტის რისკ-ფაქტორებს შორის პირველ ადგილზე ჰიპერტონიაა.

კოორდინაციის დაკარგვის, თავბრუხვევის, თავის ტვინის სპაზმების დროს, უნდა მიიღოთ მცენარეული ნედლეულით დამზადებული წამლები, რომლებიც აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, წნევას, წმენდს კაპილარებს ცხიმოვანი დანალექებისგან, აღადგენს ძარღვების ელასტიკურობას და ასე შემდეგ.

დაძაბულობისა და გადაღლის დროს მიირთვiთ საქონლის ღვიძლი ან ტვინი, ბროწეული, ანანასი, ავოკადო, ხორბლის, ღერღილის ნაწარმი, ბევრი ხილი და ბოსტნეული.

C ვიტამინი, რომელსაც უხვად შეიცავს ფორთოხალი და გრეიპფრუტი, წმენდს ტვინის სისხლძარღვებს. კვებით რაციონში აუცილებლად ჩართეთ მინერალური ნივთიერებებით მდიდარი ზღვის პროდუქტებიც. ეს აუმჯობესებს ადამიანის გონებრივ აქტივობას.

 

გადაანაწილეთ საკვები პროდუქტები სწორად საუზმეზე, სადილსა და ვახშამზე

სწორი კვება გულისხმობს პროდუქტების სწორ ურთიერთშეთავსებასაც. ამიტომ, თუ გსურთ, ჯანმრთელობა და შრომისუნარიანობა დიდხანს შეინარჩუნოთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ ქვემოთ მოყვანილი რჩევები.

არ შეიძლება, პურეული და პროტეინის შემცველი პროდუქტების, მაგალითად, რძის, ყველის, ხორცის, კვერცხის, თევზის ერთად ჭამა. პროტეინები გადამუშავდება მაღალი სიმჟავის კუჭის წვენით, რომელშიც პურეული ნაწარმი დუღილს იწყებს. ამ პროდუქტების ერთმანეთში არევა კი საჭმლის მომნელებელი პროცესის დისბალანსს იწვევს. არ შეიძლება, შეათავსოთ ერთმანეთთან, მაგალითად, თევზი და ყველი, ქათმის ხორცი და კარტოფილი, მაკარონი და ბიფშტექსი.

საუზმეზე, სადილსა და ვახშამზე მხოლოდ ერთი ჯგუფის პროდუქტები უნდა ჭამოთ. მაგალითად, ცომეული ან ტკბილეული.

პროტეინების ზედმეტი რაოდენობა ორგანიზმში შარდოვანას მომატებულ გამომუშავებას იწვევს, რომლის მიზეზითაც ვითარდება რევმატიზმი და პოდაგრა. შეგიძლიათ, ჭამოთ ხორცი ან თევზი, ხორცი ან ნიგოზი, კვერცხი ან შებოლილი ხორცი, კვერცხი მაიონეზით. არ შეიძლება ომლეტისა და ყველის, ომლეტისა და შებოლილი ხორცის ერთად მირთმევა.

ერთ ჯერზე მიიღეთ მხოლოდ ერთი სახის პურეული ნაწარმი. ყველა ადამიანისთვის, განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც ნაკლებად მოძრაობს, ზედმეტად კალორიული საკვების მიღება მავნე და საშიშია. ამიტომ, ერთ ჭამაზე ერთი სახის პურეულ საკვებს დასჯერდით: მიირთვით პური ან მაკარონი, კარტოფილი ან ბრინჯი.

არ შეიძლება, პურეული პროდუქტებისა და მჟავე ხილის შეთავსება. ასეთ ხილს ორგანიზმი მაღალმჟავიანი კუჭის წვენით ამუშავებს. ამიტომ, არ არის რეკომენდებული, მიირთვათ ვაშლის, ჭერმის, მარწყვის ან სხვა ხილის ღვეზელი.

რაც შეეხება ნესვს, მისი შეთავსება არ შეიძლება არც ერთ საკვებთან. ამიტომ, ის ცალკე უნდა მიირთვათ. განსაკუთრებით მოერიდეთ მასთან ერთად სხვა ხილისა და ტკბილეულის მიღებას.

მაწონი, რძე, იოგურტი, ნაღები, ნესვის მსგავსად, ასევე ცუდად ეგუება სხვა პროდუქტებს, ამიტომ, ისინიც ცალკე უნდა მიირთვათ.

რძე და რძის ნაწარმი პროტეინშემცველი პროდუქტებია, რომლებიც ცუდად უთავსდება პურეულ და სხვა პროტეინშემცველ პროდუქტებს. ამიტომ, ნუ მიირთმევთ ერთად კარტოფილსა და რძეს, ბრინჯსა და რძეს, თევზსა და რძეს.

უპირატესობა მიანიჭეთ მცენარეულ ცხიმს. ასეთი სახის ცხიმი შეიცავს ცხიმოვან მჟავებს, რაც ხელს უშლის ქოლესტერინის წარმოქმნას და კარგად ესადაგება როგორც პურეულ, ასევე პროტეინშემცველ ნებისმიერ პროდუქტს.

скачать dle 11.3