ვლადიმირ პუტინი – თანამედროვე პოლიტიკის ნომერ პირველი ანტიგმირი
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკის ნომერ პირველ ანტიგმირად ყალიბდება. მთელი მსოფლიო მის გატარებულ პოლიტიკას აკრიტიკებს, მაგრამ, ამის მიუხედავად, მისი გავლენა მსოფლიოში მაინც უზარმაზარია, რაზეც ის ფაქტიც მეტყველებს, რომ პუტინი ბოლო ათწლეულის ყველაზე გავლენიან ადამიანად არის დასახელებული არაერთი გავლენიანი და ცნობილი გამოცემის მიერ.
* ვლადიმირ პუტინს ბავშვობიდან უყვარდა საბჭოური ფილმები ჯაშუშებზე და ოცნებობდა, რომ მომავალში სადაზვერვო სამსახურში ემუშავა. 1975 წელს პუტინის ოცნება ახდა – იურიდიული ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, პუტინი სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში მოხვდა განაწილებით.
* 1985-1990 წლებში ვლადიმირ პუტინი გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში მუშაობდა რეზიდენტად, თუმცა, “ქაღალდზე” ის დრეზდენის „მეგობრობის სახლის” დირექტორი იყო.
* 1983 წლის 28 ივლისს ვლადიმირ პუტინი ლუდმილა პუტინაზე დაქორწინდა. წყვილს ორი შვილი ჰყავს – მარია და ეკატერინა. 30-წლიანი ქორწინება 2013 წელს განქორწინებით დასრულდა.
* პუტინს რამდენიმე შინაური ცხოველი ჰყავს: ოთხი ძაღლი, მათ შორის – შავი ლაბრადორი „კონი,” ორი პუდელი და კარაკაჩანის ჯიშის ძაღლი, მეტსახელად „ბაფი”. პუტინის „ზოოპარკში,” ასევე, არიან თხა – „სკაზკა” და პონი – „ვადიკი”.
* ვლადიმირ პუტინი გეოგრაფიული რუკებისა და ცნობილი ადამიანების გამოსახულებიანი საფოსტო მარკების კოლექციონერია.
* ვლადიმირ პუტინი მაჯის საათს მარჯვენა ხელზე ატარებს. ის შემდეგი ბრენდის საათებს ანიჭებს უპირატესობას: „პატეკ ფილიპი”, „ბლანკპეინი”, „ბრეგო” და „ლანჟე & სონიე”.
* ვლადიმირ პუტინის შესახებ გადაღებულია 13 ფილმი, მათ შორის – 12 დოკუმენტური და 1 მხატვრული.
* 1999 წელს ვლადიმირ პუტინმა, ვასილი შესტაკოვისა და ალექსეი ლევიცკის თანაავტორობით, გამოსცა წიგნი – „ვეუფლებით ძიუდოს ვლადიმირ პუტინთან ერთად”. რუსეთის პრეზიდენტი სპორტის ოსტატია ძიუდოსა და სამბოში. იგი ძიუდოს ცნობილ რუს მწვრთნელთან, ანატოლი რახლინთან ვარჯიშობდა 11 წლის განმავლობაში.