კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თბილისში „მაქსთერმის“ სავაჭრო ცენტრი გაიხსნა

31 მაისს, ბელიაშვილის ქუჩაზე, მიონის მოპირდაპირე მხარეს, სავაჭრო ცენტრი „მაქსთერმი“გაიხსნა. გახსნას ესწრებოდნენ „მაქსთერმის“ უცხოელი პარტნიორები, ბიზნესმენები, დიზაინერები და კომპანიის წარმომადგენლები.

„მაქსთერმში“ წარმოდგენილია იტალიური წარმოების გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემები; ასევე აბაზანის მოწყობილობები, – უნიტაზი, ნიჟარა, წყლის შემრევი, წყალკანალიზაციის მილები და სხვა. პროდუქციის მომწოდებლები, საუკეთესო ხარისხის პროდუქციის მწარმოებელი იტალიური, ჩეხური და თურქული კომპანიებია  (Fondital, giacomini, Remer  Binetterie, Climaveneta და სხვა).  

სავაჭრო ცენტრი გათბობის ქვაბებზე, ორწლიან გარანტიას უზრუნველყოფს, რაც პროდუქციის შეკეთებას ან დაზიანებული ნაწილის გამოცვლას გულისხმობს. „მაქსთერმი“ მომხმარებლებს პროდუქციის სახლში მიტანის სერვისს და მონტაჟსაც სთავაზობს. პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ორშაბათიდან  შაბათის ჩათვლით,  დილის 10-დან საღამოს 6 საათამდე. 

სამომავლოდ გაიზრდება პროდუქციის მრავალფეროვნება.  ჩამონათვალს დაემატება ლამინირებული იატაკი, აბაზანები და საშხაპე კაბინები, ასევე, იგეგმება აბაზანის ავეჯის წარმოება. შეკვეთა ავსტრიული მასალით, კლიენტის მოთხოვნის შესაბამისად, ადგილზე დამზადდება. ამას გარდა, უახლოეს მომავალში ბათუმში „მაქსთერმის“ განახლებული ფილიალი გაიხსნება.

კომპანია „მაქსთერმი“ 2005 წელს, გიორგი კუკულავას და ზაქრო გორდაძის მიერ დაფუძნდა. დღესდღეობით კომპანიაში 52 ადამიანია დასაქმებული. მის კლიენტთა სიაშია ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა: სამშენებლო კომპანია „აქსისი“, საქართველოს საპატრიარქო, შპს „ახალი სამშენებლო კომპანია“, შპს „აირმაქსი“, შპს „სამეცნიერო საწარმო“, კომპანია „ელ-ეს-ჯი“, შპს „მედგრუპჯორჯია“, შპს „თერმო ვენტი“, შპს „პროექტი 21“, შპს „ალიანსი“, შპს „ჯი-ემ-პი“, შპს „ბანი“, ააიპ „ლიმა ჯგუფი“ და სხვა.

скачать dle 11.3